"მანჩესტერ იუნაიტედი" მზადაა, გარეთ ბეილის სანაცვლოდ "რეალს" 100 მლნ ევრო გადაუხადოს

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედი" მზადაა, ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში მადრიდის "რეალს" გარეთ ბეილის სანაცვლოდ 100 მლნ ევრო შესთავაზოს. ამის შესახებ Daily Mail-ი იუწყება.

წყაროს ცნობით, ინგლისურ კლუბში ცდილობენ, ისარგებლონ 26 წლის ფეხბურთელის სურვილით, რომელსაც "სამეფო კლუბის" დატოვება და პრემიერლიგაში დაბრუნება სურს. ცნობილია, რომ რაფაელ ბენიტესის გათავისუფლების გამო ბეილი უკმაყოფილო დარჩა.

ინგლისური კლუბებიდან მხოლოდ "იუნაიტედსა" და "ჩელსის" ძალუძთ უელსელი ფეხბურთელისთვის სათანადო გასამრჯელოს გადახდა, რომელიც "რეალში" კვირაში 400 ათას ევროზე მეტს შეადგენს.

მიმდინარე სეზონში გარეთმა პრიმერა დივიზიონში 13 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 9 გოლი და
გააკეთა 7 შედეგიანი პასი.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული