ინგლისის თასი: "ლივერპულმა" რანგით მეოთხე ლიგის გუნდს ვერ მოუგო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
8 იანვარს, ინგლისის თასის 1/32-ფინალის ერთი შეხვედრა გაიმართა, რომელშიც "ლივერპული" ქვეყნის რანგით მეოთხე დივიზიონის გუნდ "ექსტერ სიტის" დაუპირისპირდა. იურგენ კლოპის გუნდმა, რომლის 12 ფეხბურთელი ლაზარეთშია, მეტოქე ვერ დაამარცხა - 2:2.

რეგლამენტის თანახმად, ახლა ამ წყვილში გამარჯვებულის გამოსავლენად გადათამაშება დაინიშნება, რომელიც "ლივერპულის" საშინაო არენაზე ჩატარდება.

მასპინძლები შეხვედრის დაწყებიდან მეცხრე წუთზე ტომ ნიკოლსმა დააწინაურა, მაგრამ სამ წუთში ჟერომ სინკლერმა ანგარიში გაათანაბრა. მიუხედავად ამისა "ექსესტერმა" ტაიმი მაინც მოიგო - 45-ე წუთზე კუთხურიდან "ლივერპულს" ბურთი ლი ჰოლმესმა ჩაუხვია.

შეხვედრის მეორე ტაიმში, დიდი ძალისხმევის ხარჯზე,
მერსესაიდელები 73-ე წუთზე ბრედ სმიტის მიერ გატანილი გოლის მეშვეობით ფრეს გამორჩნენ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული