ინფორმაციას ამის შესახებ Cadena Cope ავრცელებს.
წყაროს ინფორმაციით, "წითელი ეშმაკები" მზად არიან მადრიდულ გუნდს ესპანელი ნახევარმცველის სანაცვლოდ იანვარში 20 მილიონი ევრო შესთავაზონ. იმ შემთხვევაში კი, თუ იანვარში გუნდებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს, "მანჩესტერი" საულის ყიდვას ზაფხულში ეცდება.
21 წლის ესპანელის კონტრაქტი "ატლეტიკოსთან" 2020 წლამდეა გათვლილი.