აღნიშნულ ინფორმაციას The Independent-ი ავრცელებს.
წყაროს ინფორმაციით, ფორმის პიკში მყოფ ლევანდოვსკის ძალების მოსინჯვა სხვა ჩემპიონატში სურს, ამიტომ დიდია ალბათობა იმის, რომ პოლონელი მიუნხენურ გუნდს მიმდინარე სეზონის დასრულებისას დატოვებს.
აღსანიშნავია, რომ ლევანდოვსკის მყიდველს მასში 95 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს. მისით ასევე მადრიდის "რეალი" ინტერესდება.