პრემიერლიგა. XXI ტურის წინ: კლოპის ლაზარეთი ვენგერის ლაზარეთის წინააღმდეგ

AutoSharing Option
შუა კვირაში ინგლისურ პრემიერლიგაში მორიგი ტურია, რომლის მშვენებაც "ენფილდური" მატჩი უნდა იყოს, "ლივერპულსა" და "არსენალს" შორის.

"კრისტალ პალასი" ბოლოადგილოსან "ასტონ ვილას" სტუმრობს და თუ სამმატჩიან მოუგებელ სერიას შეწყვეტს, ვინ იცის, იქნებ ევროზონაშიც შეაბიჯოს, რადგანაც დღეს მის უშუალო კონკურენტებს მძიმე მატჩები აქვთ.

"ვესტ ჰემ იუნაიტედი" გათამამებულ "ბორნმუთს" სტუმრობს. ლონდონელებს დიმიტრი პაიე დაუბრუნდა და ამით "ალუბლების" მცველებს საფიქრალი ემატებათ. ძალიან მძიმედ მოთამაშე "მანჩესტერს" ქულებზე დაგეშილ "ნიუკასლთან" "სენტ ჯეიმს პარკზე" ვიზიტი აქვს. თუ "წითელმა ეშმაკებმა" ეს შეხვედრა ვერ მოიგეს, დიდი შანსია, ლუი ვან
გაალი ბოლოს და ბოლოს, მოხსნან. თავის სკამს უფრთხილდება სტივ მაკლარენიც. ასე რომ, ეს სკამზე ხავსჩაჭიდებული სპეციალისტების დუელია.

ექვსქულიანი თამაშია "ლიბერთიზე", სადაც "სუონსი" "სანდერლენდს" დაუხვდება. მოგების შემთხვევაში "შავი კატები" უსაფრთხო ზონასთან მაქსიმალურად შეამცირებენ სხვაობას და სემ ელარდაისიც ამას გეგმავს, მაგრამ ახლა "თეთრი გედების" დროებით მწვრთნელს, ალან კერტისს ვკითხოთ, რა ჭკუაზეა? მისთვის ვერმოგება და მით უმეტეს, მარცხი დაუშვებელი გახლავთ. ფანებსა და ფეხბურთელებს შორის სიტუაცია ისედაც დაიძაბა. ერთი სიტყვით, უელსში დიდი ომი იქნება.

"ევერტონი" ლაღად კი თამაშობს, მაგრამ სტაბილურობა აკლია და ძლიერ გუნდებთან ვერას ხდება ხოლმე. რობერტო მარტინესის ამალა ამჯერად "ეტიჰადზე" ჩადის და იმ "სიტის" უნდა შეხვდეს, რომელსაც რამდენიმე დღის წინათ ასოციაციის თასზე მოუგო, ოღონდ ეს "გუდისონ პარკზე" მოხდა. მანუელ პელეგრინი კი ისედაც ჩამორჩა ლიდერს და ქულების დაკარგვას ვეღარ დაუშვებს, თანაც, ჩილელს შურისძიება სწყურია.

მეორე დუბლი იქნება "უაით ჰართ ლეინზეც": "ტოტენჰემმა" "ლესტერს" ასოციაციის თასზეც უმასპინძლა და გუნდები ერთმანეთს დაუზავდნენ - 2:2. მაურისიო პოჩეტინომაც და კლაუდიო რანიერიმაც წამყვანი ფეხბურთელები დაასვენეს. ჯეიმი ვარდი კი იმიტომ ისვენებს, რომ ტრავმას იშუშებს. საინტერესო იქნება მის გარეშე მყოფი "მელიების" საქმეში ხილვა. აღსანიშნავია, რომ ამ კლუბებს 20 ტურის მერე ყველაზე ცოტა - ორ-ორი მარცხი აქვთ. თუ "დეზებმა" მოიგეს, ლესტერშირელებთან სხვაობას 1 ქულამდე შეამცირებენ და კიდევ უფრო გაიმყარებენ პოზიციებს სანუკვარ ოთხეულში. ეს დიდი მოტივაციაა.

7 მარცხი აქვს "უოტფორდს", ოღონდ ზუსტად პირველ შვიდ ადგილზე მყოფ გუნდებთან, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ამ გუნდის ძლევა ძალიან ძნელია პრემიერლიგის "მოკვდავთათვის". "საუთჰემპტონი" კი ღრმა კრიზისშია, რონალდ კუმანმა ამოყვინთვა უნდა სცადოს. "სენტ მერიზე" გულშემატკივრები საყვარელ კლუბს ქომაგობას არ დააკლებენ.

"სტოკი"-"ნორვიჩის" შეხვედრისგან, წესით, ჭკუამხიარულ თამაშს უნდა ველოდოთ, რასაც ნაკლებად ვიტყვით "ჩელსი"-"ვესტ ბრომვიჩზე", რადგან ტონი პულისი ყველაფრის "ჩაკეტვას" შეეცდება. თუმცა ამ გუნდების დუელი პირველ წრეში ძალიან სანახაობრივი და დრამატული გამოვიდა. ასე რომ, ვინ იცის...

სამაგიეროდ, ვიცით, რომ ტურის მთავარი მატჩი ლივერპულშია და "ენფილდი" ყურადღების ცენტრში იქნება, იქ ლიდერი "არსენალი" ჩადის. არსენ ვენგერმა სათასო შეხვედრაში გამორჩეული ფეხბურთელები დაასვენა და მაინც მოიგო. "მეთოფეებს" უფრო და უფრო ემატებათ თავდაჯერება და მშვენიერ გუნებაზე არიან. ერთი ესაა, ტრავმირებულთა სია კვლავ სოლიდურია, მაგრამ ამ მხრივ, ამ წუთას მერსისაიდელები "არსენალსაც" კი ჯობნიან და უფრო მეტი მოთამაშე აკლიათ.

იურგენ კლოპმა უნდა მოიფიქროს, როგორ არ გააკეთებინოს პასები მესუთ იოზილს და რა მოუხერხოს დანარჩენებს, მაგრამ გერმანელს ისიც კარგად აქვს მოსაფიქრებელი, თავისიანები როგორ აათამაშოს, რადგან "ლივერპული" ისევ საოცრად არაპროგნოზირებადი და მძიმეა.

მეორე მხრივ, "კლოპოს" მოსვლის მერე გუნდს ლიდერებთან და გრანდებთან თამაში აშკარად უკეთ გამოსდის, რაზეც "სიტისთან", "ჩელსისთან", "ლესტერთან" შეხვედრების გახსენებაც კმარა. ისე, "ლივერპულს" "არსენალი" უკვე 4 თამაშია, არ დაუმარცხებია - 2 წაგება, 2 ფრე.

სამშაბათი. 12 იანვარი
ასტონ ვილა-კრ. პალასი 23:45
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: სანჩესი, ადამა ტრაორე, ამავი - გეილი, ვიქჰემი, ბოლაზი, აპია
ბოლო 6 მატჩი
+0 =3 -3 +2 =3 -1
ურთიერთშეხვედრები
სულ 23 თამაში: +8 =7 -8 (20-17)

ნიუკასლი-მანჩესტერი 23:45
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ანიტა, სისე, უილიამსონი, აიდარა, აარონსი, რივიერი, ობერტანი, კრული - შვაინშტაიგერი, როხო, შოუ, ვალენსია
ბოლო 6 მატჩი
+2 =1 -3 +1 =2 -3
ურთიერთშეხვედრები
სულ 139 თამაში: +34 =37 -68 (204-265)

ბორნმუთი-ვესტ ჰემი 23:45
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: გრადელი, უილსონი, მინგსი - მოზესი, რიდი, სახო, ლანსინი
ბოლო 6 მატჩი
+3 =2 -1 +2 =4 -0
ურთიერთშეხვედრები
სულ 1 თამაში: +1 =0 -0 (4-3)

ოთხშაბათი. 13 იანვარი
სუონსი-სანდერლენდი 23:45
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ედერი - როდუელი, მეტიუზი, ლარსონი, ქაბული
ბოლო 6 მატჩი
+1 =2 -3 +1 =0 -5
ურთიერთშეხვედრები
სულ 13 თამაში: +5 =7 -1 (18-8)

სიტი-ევერტონი 23:45
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: კომპანი, ნასრი - მაკარტი, ოვიედო, ბრაუნინგი, ჰიბერტი, პიენაარი
ბოლო 6 მატჩი
+3 =1 -2 +1 =3 -2
ურთიერთშეხვედრები
სულ 165 თამაში: +63 =41 -61 (231-224)

სტოკი-ნორვიჩი 23:45
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: აირლენდი, მუნიესა, გივენი -
ბოლო 6 მატჩი
+3 =1 -2 +3 =1 -2
ურთიერთშეხვედრები
სულ 25 თამაში: +9 =8 -8 (28-32)

საუთჰემპტონი-უოტფორდი 23:45
დისკვალიფიკაცია: ვანიამა - აკე
ტრავმა: სედრიკი, გარდოში, ჯეი როდრიგესი - ჯილმარტინი
ბოლო 6 მატჩი
+1 =1 -4 +3 =1 -2
ურთიერთშეხვედრები
სულ 15 თამაში: +6 =5 -4 (19-17)

ჩელსი-ვესტ ბრომვიჩი 23:45
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: რემი, კეჰილი, ფალკაო, ატსუ, აზარი - ოლსონი, ანიჩებე, ფოსტერი
ბოლო 6 მატჩი
+2 =2 -2 +2 =2 -2
ურთიერთშეხვედრები
სულ 103 თამაში: +45 =25 -33 (174-153)

ტოტენჰემი-ლესტერი 00:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ნ’ჟიე - ვარდი, შლუპი
ბოლო 6 მატჩი
+3 =2 -1 +3 =2 -1
ურთიერთშეხვედრები
სულ 77 თამაში: +36 =14 -27 (147-134)

ლივერპული-არსენალი 00:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: როსიტერი, სტარიჯი, შკრტელი, გომესი, ინგსი, ორიჯი, ჰენდერსონი, კოუტინიო, ლოვრენი - როსიცკი, უილშირი, სანჩესი, უელბეკი, კოკლენი, კასორლა
ბოლო 6 მატჩი
+2 =1 -3 +5 =0 -1
ურთიერთშეხვედრები
სულ 179 თამაში: +66 =49 -64 (247-237)

ბომბარდირები: 15 - ჯეიმი ვარდი (ლესტერი), რომელუ ლუკაკუ (ევერტონი); 14 - ოდიონ იგალო (უოტფორდი); 13 - რიად მაჰრეზი (ლესტერი); 11 - ჰარი კეინი (ტოტენჰემი); 10 - ოლივიე ჟირუ (არსენალი); 8 - სერხიო აგუერო (სიტი); 7 - ჯორჯინიო ვეინალდუმი (ნიუკასლი), მარკო არნაუტოვიჩი (სტოკი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული