პრემიერლიგა. XXI ტური: "მანჩესტერ იუნაიტედმა" "ნიუკასლსაც" ვერ სძლია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
12 იანვარს ინგლისის პრემიერლიგის 21-ე ტურის 3 შეხვედრა გაიმართა.

ლუი ვან გაალის "მანჩესტერ იუნაიტედი" სტუმრად გასავარდნ ზონაში მყოფ "ნიუკასლს" ესტუმრა და საკმაოდ დაძაბულ ბრძოლაში ქულა მოიპოვა.

უეინ რუნის და ჯესი ლინგარდის გოლების მეშვეობით, მანკუნიანელები 38 წუთზე ორბურთიანი სხვაობით დაწინარდნენ და, თითქოს, გამარჯვებულის ბედიც აქვე გადაწყდა, მაგრამ 42-ე წუთზე ჯერ ჟორჟინიო ვეინალდუმმა შეამცირა შეხვედრაში სხვაობა, 67-ეზე კი პენალტი ზუსტად ალექსანდრ მიტროვიჩმა გამოიყენა და ანგარიშიც გაათანაბრა.

79-ე წუთზე უეინ რუნიმ დუბლი გაიფორმა, მაგრამ, საბოლოო სიტყვა პოლ დამეტს დარჩა, რომელმაც შეხვედრის 90-ე წუთზე მანკუნიანელთა
კარი მესამედ აიღო და შეხვედრის საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა - 3:3.

ჩატარებული 21 შეხვედრის შემდეგ "მანჩესტერ იუნაიტედი" 34 ქულით სატურნირო ცხრილში მეექვსე ადგილზეა.

კიდევ ერთმა აუტსაიდერმა "ასტონ ვილამ" საკუთარ კედლებში "კრისტალ პალასი" მიიღო და მოულოდნელად სძლია კიდეც - 1:0.

შეხვედრაში გასული ერთადერთი გოლი 58-ე წუთზე ჯოლეონ ლესკოტის ანგარიშზეა.

ტურის მესამე შეხვედრაში კი "ბორნმუტი" საკუთარ კედლებში "ვესტ ჰემთან" დამარცხდა - 1:3.

პრემიერლიგა. XXI ტური
ასტონ ვილა-კრ. პალასი 1:0
გოლი: 1:0 ლესკოტი (58)
ასტონ ვილა (4-3-3): ბანი - ბაკუნა, ოკორე, ლესკოტი, სისოხო - ვერეტო, უესტვუდი, გიე - ხილი (91. კლარკი), კოზაკი, ჯ. აიუ
კრისტალ პალასი (4-3-3): ჰენესი - უარდი, დენი, დელეინი, სუარე - ლედლი (46. უიქჰემი), კაბაი, მაკარტური (78. იედინაკი) - პანჩონი, საკო (62. შამახი), ზაჰა
გაფრთხილება: ვერეტო, გიე - უარდი
კუთხური: 9-0; ჯარიმა: 15-9; თამაშგარე: 2-5; კარში დარტყმა: 13-8 (3-1); ბურთის ფლობა: 51%-49%.
მაყურებელი: 28 245

ბორნმუთი-ვესტ ჰემი 1:3
გოლები: 1:0 არტერი (17), 1:1 პაიე (67), 1:2 ვალენსია (75), 1:3 ვალენსია (84)
ბორნმუთი (4-1-4-1): ბორუცი - სმითი, ფრენსისი, კუკი, დენიელსი - სერმენი - რიტჩი (50. იტურბე), გოსლინგი, არტერი (80. მარეი), სტანისლასი - აფობე (72. გრაბანი)
ვესტ ჰემი (4-2-3-1): ადრიანი - ტომკინსი (61. ჯენკინსონი), კოლინზი, ოგბონა, კრესველი - ნოუბლი, ობიანგი - ანტონიო, პაიე (78. ა. სონგი), ვალენსია - კეროლი (15. იელავიცი)
გაფრთხილება: სმითი - პაიე
კუთხური: 4-7; ჯარიმა: 8-5; თამაშგარე: 0-4; კარში დარტყმა: 11-10 (4-5); ბურთის ფლობა: 48%-52%.
მაყურებელი: 11 071

ნიუკასლი-მანჩესტერი 3:3
გოლები: 0:1 რუნი (9-პენ), 0:2 ლინგარდი (38), 1:2 ვეინალდუმი (42), 2:2 მიტროვიჩი (67-პენ), 2:3 რუნი (79), 3:3 დამეტი (90)
ნიუკასლი (4-2-3-1): ელიოტი - იანმაატი, მბემბა, კოლოჩინი, დამეტი - ტიოტე (85. ტონი), კოლბეკი (81. გუფრანი) - სისოკო, ვეინალდუმი, ა. პერესი (92. ს. დე იონგი) - მიტროვიჩი
მანჩესტერი (4-2-3-1): დე ხეა - იანგი, სმოლინგი, ბლინდი, დარმიანი - შნეიდერლენი, ფელაინი - მარსიალი, ანდერი (75. მატა), ლინგარდი (64. დეპაი) - რუნი
გაფრთხილება: ტიოტე - ფელაინი, ანდერი, სმოლინგი
კუთხური: 5-3; ჯარიმა: 10-12; თამაშგარე: 3-1; კარში დარტყმა: 14-12 (6-4); ბურთის ფლობა: 54%-46%.
მაყურებელი: 49 673

13 იანვარი
ჩელსი-ვესტ ბრომვიჩი 23:45
სიტი-ევერტონი 23:45
საუთჰემპტონი-უოტფორდი 23:45
სტოკი-ნორვიჩი 23:45
სუონსი-სანდერლენდი 23:45
ლივერპული-არსენალი 00:00
ტოტენჰემი-ლესტერი 00:00

ბომბარდირები: 15 - ჯეიმი ვარდი (ლესტერი), რომელუ ლუკაკუ (ევერტონი); 14 - ოდიონ იგალო (უოტფორდი); 13 - რიად მაჰრეზი (ლესტერი); 11 - ჰარი კეინი (ტოტენჰემი); 10 - ოლივიე ჟირუ (არსენალი); 8 - სერხიო აგუერო (სიტი), ჯორჯინიო ვეინალდუმი (ნიუკასლი).
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული