ტრანსფერი: ამრაბატს "უოტფორდში" წარადგენენ

AutoSharing Option
27 წლის მაროკოელი გარემარბი ნორდინ ამრაბატი "მალაგადან" პრემიერლიგის "უოტფორდში" გადავიდა. ზოგიერთი წყაროს ცნობით, ინგლისელებმა აფრიკელში 8 მილიონი ევრო გადაიხადეს.

მასთან კონტრაქტი ოფიციალურად დღეს გაფორმდება. ამრაბატს ჰოლანდიურ "ვენლოში" და პსვ-ში უთამაშია, აგრეთვე თურქულ "ქაისერიში" და "გალათასარაიში".

სტამბოლური გუნდიდან ის იჯარით "მალაგაში" მოხვდა, შემდეგ კი ანდალუსიელებმა მაროკოელი 3,5 მილიონ ევროდ გამოისყიდეს და გვარიანადაც მოიგეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული