ჟოზე მოურინიომ "მანჩესტერ იუნაიტედს" 6-გვერდიანი წერილი გაუგზავნა

AutoSharing Option
ლონდონის "ჩელსის" ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ "მანჩესტერ იუნაიტედს" 6-გვერდიანი წერილი გაუგზავნა, სადაც იმ მიზეზებზე წერს, რომლის გამოც ის მთავარ მწვრთნელად უნდა დანიშნონ.

ინფორმაციას ამის შესახებ ESPN ავრცელებს.

52 წლის პორტუგალიელმა სპეციალისტმა იცის, რომ მანკუნიანელთა ხელმძღვანელობას შორის არიან ისეთებიც, ვინც მისი მთავარ მწვრთნელად დანიშვნის წინააღმდეგია.

6-გვერდიან წერილში მოურინიომ დაწერა, თუ როგორ ძლიერ სურს მას ამ პოსტის ჩაბარება, მზადყოფნა გამოუცხადა კლუბის პრინციპებს და ხელმძღვანელობას დეტალური გეგმაც გააცნო.

აღსანიშნავია, რომ მოურინიოს წარმომადგენლები "მანჩესტერ იუნაიტედს" "ჩელსიდან" დათხოვნისთანავე დაუკავშირდნენ, მაგრამ კლუბში მყოფი რამდენიმე გავლენიანი
პირი ახლაც თვლის, რომ მოურინიოს სკანდალების ისტორია, მისი დაცვითი ფეხბურთი "მანჩესტერს" სასიკეთოდ არ გამოადგება.
მკითხველის კომენტარები / 1 /
იხვეწება კაცი, მწვრთნელად თუ არა თარჯიმნად მაინც წაიყვანეთ გამოცდილია:-)
გუნდს მწვრთნელი ჰყავს; ის გაუშვით და მე დამნიშნეთო - როგორი კაცობაა?
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული