ნოლიტოსთვის "ლივერპულიც" გაიბრძოლებს

AutoSharing Option
მერსისაიდული "ლივერპული" "სელტას" ფორვარდ ნოლიტოთი დაინტერესდა.

აღნიშნულ ინფორმაციას talkSPORT-ი ავრცელებს.

წყაროს ინფორმაციით, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ 29 წლის ესპანელის სანაცვლოდ "სელტას" 18 მილიონი ევრო შესთავაზა, რომელიც ფეხბურთელის კონტრაქტში გამოსასყიდ თანხად არის მითითებული.

ფეხბურთელით ასევე კატალონიის "ბარსელონა" და ლონდონის "არსენალი" ინტერესდებიან.

ესპანეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 15 შეხვედრაში ნოლიტოს ანგარიშზე 8 გოლი და 5 საგოლე გადაცემაა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ამ სტატის სათაურში სიტყვა ლივერპული არასწორ ბრჭყალებშია ჩასმული, მსგავსი ტიპის ბრჭყალები ქართულ ენაში აღარ გამოიყენება.
ქართული ბრჭყალები ასეთია „“. MIcrosoft -მა გაითვალისწინა და windows 7-დან მოყოლებული ოპერაციულ სისტემებს დაუმატა ქართული „ბრჭყალები“. პირველი (გამხსნელი) ბრჭყალისთვის უნდა დააწვეთ მარჯვენა Alt-ს და 2-იანს, ხოლო მეორე (დამხურავი) ბრჭყალისთვის მარჯვენა Alt-ს და 3-იანს. მადლობა :)
რედაქტორებს და სტატიების ავტორებს
18:36 28-01-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული