ბილეთის ავტორმა ვინაობის გამხელა არ ისურვა, თუმცა უპრეცედენტო ფსონის შესახებ კომენტარი მაინც გააკეთა.
"ეიფორიაში ვარ ამ მოგების გამო. ამჟამად ცოლთან, სამი წლის შვილთან და კიდევ ოჯახის 4 წევრთან ერთად ვცხოვრობ. ამიტომ ამ ფულს სახლის საყიდლად გამოვიყენებ".
საბუკმეკერო კომპანიის, William Hill-ის წარმომადგენელმა ჯო კრილმა ამასთან დაკავშირებით განაცხადა:
"ასეთი ფსონი აქამდე ჯერ არ გვინახავს. ეს მოთამაშე და მისი შემთხვევა უდავოდ გამორჩეულია".
აღსანიშნავია, რომ ბილეთის პატრონს ბევრი სანერვიულო
უფრო მეტი სანერვიულო კი იღბლიან მოთამაშეს "ეიბარი"-"მალაგას" მატჩმა გაუჩინა. მას ორივეს გატანაზე ედო, "ეიბარმა" კი საკუთარი გოლი მხოლოდ 94-ე წუთზე შეაგდო.
საბოლოოდ მოთამაშემ 181 570.5 ფუნტი მოიგო.
ასე გამოიყურება მისი ბილეთი: