ომი ქულებისთვის, სკაუტებისთვის...
პირველები "არსენალი" და "ლესტერი" ითამაშებენ. კლაუდიო რანიერის გუნდი სენსაციურად, 5 ქულით წინ გაიქცა და, რაც არ უნდა მოხდეს, ამ ტურის მერეც ჩემპიონატის ლიდერი იქნება, მაგრამ ამ მატჩის შედეგზე ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული. ლესტერშირელებს მიმდინარე სეზონში სულ ორი მარცხი აქვთ და აქედან ერთი პირველ წრეში სწორედ "არსენალთან" იწვნიეს, მეორე "ლივეპრულთან". ორივე შემთხვევაში სტილისა და ტაქტიკის ამბავი იყო. "მეთოფეების" თამაშის მანერა ისეთია, არსენ ვენგერის ბიჭები "ლესტერმა" ვერაფრით გააოცა და დააბნია და შეტევებსა თუ კონტრშეტევებში ლონდონელებმა მეტოქეს აჯობეს და 5:2-იც მოუგეს. იურგენ კლოპმა კი ჭკვიანური სქემით დასძლია რანიერის ბარიერი. თუმცა მეორე წრეში "მელიებმა" შური იძიეს მერსისაიდელებზე.
რანიერიმ გუნდის სათამაშო სტილიც და სისტემაც ცოტა შეცვალა და უფრო გააცბიერა. ასეა თუ ისე, ფავორიტად მაინც "არსენალი" მიიჩნევა, მაგრამ თუ როგორ გაუმკლავდა "ლესტერი" წინა ტურში გასვლაზე ასევე ფავორიტ "სიტის" ესეც მშვენივრად გვახსოვს. მოკლედ, "ემირატებზე" რაღაც განსაკუთრებულ სანახაობას ველით.
პატარა ინტრიგას ამ დაპირისპირებას ისიც მატებს, რომ "არსენალი" შემდეგი სეზონიდან ლესტერშირელთა ჯადოქარ-სკაუტს თავისთან წაიყვანს, იმ ადამიანს, რომელმაც ეს ახლა უკვე გამორჩეული ფეხბურთელები ძალიან იაფად ანაც სრულიად უფასოდ ჩაიგდო ხელში.
თუმცა იმასაც ამბობენ, რეალურად ამ ყველაფრის შემოქმედი სულ სხვა, მეორე სკაუტი იყო, და "არსენალს" შეეშალაო...
მატჩს ეხმაურება "მეთოფეთა" ლეგენდა ტიერი ანრიც. იგი ობიექტურად აფასებს სიტუაციას და საყვარელი გუნდის ბანაკში არსებულ პრობლემებს ხედავს. ჯერ ერთი, ყველამ ვიცით, რომ ეს პერიოდი ლონდონელებს ტრადიციულად მძიმე აქვთ ხოლმე და ფრანგის აზრით, მთავარი ფსიქოლოგიური ხასიათის პრობლემებია - "ლესტერს" ზეწოლასთან გამკვლავება მშვენივრად გამოსდის და ისევ ლაღად აგრძელებს თამაშს. აი, "არსენალისთვის" კი ეს პრობლემააო.
უკანდასახევი გზა მოჭრილია
მანჩესტერში "სიტი" და "ტოტენჰემი" მიაწყდებიან ერთმანეთს. ვინმემ შეიძლება თქვას, "დეზებისთვის" საგარეო ქულაც კარგი შედეგი იქნებაო, მაგრამ თუ ოცნებაა ოცნება იყოს და თუ "ტოტენჰემს" ჩემპიონობისთვის ბრძოლა სურს, მაშინ მოსაგებად უნდა ითამაშოს. "ქალაქელებს" კი უბრალოდ აღარც აქვთ უკანდასახევი გზა. "ლესტერთან" წაგების მერე, გუნდი მე-4 ადგილამდე ჩამოქვეითდა და გაბრაზებული ფანების დამშვიდებაა საჭირო. წაგებას კი მანჩესტერელთა ბანაკში ალბათ, ფიქრადაც არ გაივლებენ, თორემ მარცხის შემთხვევაში "სიტი" თითქმის უშანსოდ დარჩება ტიტულისთვის ბრძოლაში.
ისე, "სიტისგან" განსხვავებით, "ტოტენჰემი" შესანიშნავ ფორმაშია და სტაბილურად გამოიყურება. ამჟამად გუნდს მიჯრით 6 მოგება აქვს და ამ ექვს მატჩში მხოლოდ 3 ბურთი გაუშვა, გატანით კი 17 შეაგდო.
სხვა თამაშები ფრინველების მოტივებზე
ამ ორი დიდი მატჩის შუალედში "ლივერპული" ბირმინგემში "ასტონ ვილას" ესტუმრება. მერსისაიდელები ასოციაციის თასიდან გავარდნენ და ლამისაა პრემიერლიგაში ათეულს მიღმა ამოჰყონ თავი. მეოთხე ადგილთან ჩამორჩენა უკვე 12 ქულაა... მოკლედ, "კლოპოს", რომელსაც ფილიპე კოუტინიო დაუბრუნდა, მოგება სჭირდება, მაგრამ ეს ავტომატურად "ვილას" გაწირვის ტოლფასი იქნება.გადავიდეთ შაბათის მატჩებზე. ტური გასაჭირში მყოფი კიდევ ერთი გუნდის "სანდერლენდის" "ლაითზე" იხსნება, რომელსაც "მანჩესტერ იუნაიტედი" სტუმრობს. "შავ კატებს" მტერმა "ნიუკასლმა" და შესაბამისად, უსაფრთხო ზონამ 4 ქულით გაასწრო. ხოლო "წითელ ეშმაკებს" ასევე მტერი "სიტი" ანუ ჩემპიონთა ლიგის ზონა 6 ქულით უსწრებს.
ასე რომ, ქულები ორივეს ძალიან სჭირდება. "იუნაიტედის" თამაშს ბოლო დროს არა უშავს, მაგრამ ბოლომდე იბრძვის "სანდერლენდიც" და ამ შეხვედრაშიც დიდი ბრძოლა იქნება.
ტონი პულისის "ვესტ ბრომვიჩი" ასოციაციის თასის გადათამაშებასაც კი აგებდა "პიტერბროსთან", მაგრამ დარენ ფლეტჩერმა გაათანაბრა და მერე მართალია, პენალტების სერიაში ვერ გაიტანა, მაგრამ მეტოქემ ორჯერ შესცოდა და "ალბიონი" შემდეგ ეტაპზე გაძვრა, ახლა კი "გუდისონ პარკს" სტუმრობს. "ევერტონი" ორი მოგებით ცოტა ამოიწია. მშვენივრად ათამაშდნენ აარონ ლენონი და ტომ კლევერლი, ხოლო როს ბარკლი და რომელუ ლუკაკუ თავიდანვე კარგები იყვნენ.
ვნახოთ, დაიჭირა თუ არა ბოლოს და ბოლოს, სასურველი ტალღა რობერტო მარტინესმა.
ზედიზედ 5 წაგების გამო (თასის მატჩის ჩათვლით, მიყოლებით 6 მარცხი გამოდის) "ნორვიჩი" გასავარდნ ზონაში დაეშვა და "იადონებმა" სასწრაფოდ უნდა შეისხან ფრთები, თორემ... "ვესტ ჰემი" კი თასიდან "ლივერპულის" გამოგდებითაა ფრთაშესხმული და თავისას ეცდება.
რადგან ფრთებზე და ფრინველებზე ვსაუბრობთ, ფრინველთა მეფე "არწივი" ვახსენოთ... "არწივებს" ანუ "კრისტალ პალასს" 8 ტურია, არ მოუგია და მე-12 ადგილამდე ჩამოფართხალდა. მოსაგები კი აქვს, მაგრამ "უოტფორდს" ასე ერთი ხელის მოსმით, რომ მოუგო ასე ნამდვილად არ არის საქმე.
ორი სიტყვა "ჩელსისა" და "ნიუკასლის" საინტერესო დაპირისპირებაზეც ვთქვათ: იქნებ, ალეშანდრე პატოს დებიუტი ამჯერად მაინც შედგეს, "სტემფორდ ბრიჯზე" დიდი ინტერესია.
ფრინვალების თემაც კარგად გრძელდება, რადგან პატო "იხვს" ნიშნავს, ხოლო "ნიუკასლის" მეტსახელი "კაჭკაჭებია"... ჰოდა, ეს ჩვენი "კაჭკაჭები" ბოლო დროს ცუდად სულაც არ გამოიყურებიან და "ჩელსის", რომელსაც ზედიზედ 4 საშინაო ფრე აქვს, ალბათ გვარიან წინააღმდეგობას გაუწევენ.
შაბათი. 13 თებერვალი
სანდერლენდი-მანჩესტერი 16:45
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ლენსი, მეტიუზი, ლარსონი - იანუზაი, იანგი, შვაინშტაიგერი, ჯონსი, შოუ, ვალენსია
ბოლო 6 მატჩი
+2 =2 -2 +3 =2 -1
ურთიერთშეხვედრები
სულ 123 თამაში: +38 =28 -57 (178-210)
სუონსი-საუთჰემპტონი 19:00
დისკვალიფიკაცია: - ვანიამა
ტრავმა: კი - ტარგეტგი, გარდოში
ბოლო 6 მატჩი
+2 =2 -2 +4 =1 -1
ურთიერთშეხვედრები
სულ 11 თამაში: +3 =2 -6 (9-15)
ბორნმუთი-სტოკი 19:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: გრადელი, კ. უილსონი, მინგსი - მ. უილსონი, გივენი, შოუკროსი, ადამი
ბოლო 6 მატჩი
+2 =2 -2 +1 =1 -4
ურთიერთშეხვედრები
სულ 1 თამაში: +0 =0 -1 (1-2)
კრ. პალასი-უოტფორდი 19:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: პანჩონი, ლედლი, გეილი, საკო, ბოლაზი, მაკარტური - ჯილმარტინი, დოილი, ჰობანი, ეკსტრანდი
ბოლო 6 მატჩი
+0 =1 -5 +1 =1 -4
ურთიერთშეხვედრები
სულ 1 თამაში: +1 =0 -0 (1-0)
ევერტონი-ვესტ ბრომვიჩი 19:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ჰოვარდი, ბეშიჩი, ბრაუნინგი, ჰიბერტი, სტოუნსი - ბრანტი, ევანსი, მაკმანამანი, მორისონი
ბოლო 6 მატჩი
+2 =3 -1 +1 =3 -2
ურთიერთშეხვედრები
სულ 149 თამაში: +60 =35 -54 (243-240)
ნორვიჩი-ვესტ ჰემი 19:00
დისკვალიფიკაცია: ტეტი -
ტრავმა: დორანსი - ჯენკინსონი, ლანსინი
ბოლო 6 მატჩი
+1 =0 -5 +3 =1 -2
ურთიერთშეხვედრები
სულ 33 თამაში: +13 =10 -10 (40-40)
ჩელსი-ნიუკასლი 21:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: რემი, ფალკაო, ზუმა - მბემბა, დამეტი, კოლბეკი, მბაბუ, ანიტა, სისე, აიდარა, ობერტანი, კრული
ბოლო 6 მატჩი
+2 =4 -0 +2 =1 -3
ურთიერთშეხვედრები
სულ 129 თამაში: +51 =35 -43 (187-167)
კვირა. 14 თებერვალი
არსენალი-ლესტერი 16:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: უილშირი, როსიცკი, კასორლა - ჯეიმსი, შლუპი
ბოლო 6 მატჩი
+2 =3 -1 +4 =2 -0
ურთიერთშეხვედრები
სულ 3 თამაში: +0 =0 -3 (2-6)
ასტონ ვილა-ლივერპული 18:05
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ჰატონი, სანჩესი, აიუ, კოზაკი, ადამა ტრაორე, ამავი - როსიტერი, შკრტელი, გომესი, ინგსი
ბოლო 6 მატჩი
+2 =2 -2 +1 =2 -3
ურთიერთშეხვედრები
სულ 95 თამაში: +46 =31 -18 (194-127)
სიტი-ტოტენჰემი 20:15
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: მანგალა, ბონი, კომპანი, ნავასი, დე ბრუინი, ნასრი - ნ’ჟიე
ბოლო 6 მატჩი
+3 =2 -1 +4 =1 -1
ურთიერთშეხვედრები
სულ 129 თამაში: +50 =30 -49 (200-176)
ბომბარდირები: 18 - ჯეიმი ვარდი (ლესტერი); 16 - რომელუ ლუკაკუ (ევერტონი); 15 - ჰარი კეინი (ტოტენჰემი); 14 - ოდიონ იგალო (უოტფორდი), რიად მაჰრეზი (ლესტერი), სერხიო აგუერო (სიტი); 12 - ოლივიე ჟირუ (არსენალი); 10 - ჯერმინ დეფო (სანდერლენდი); 9 - ჯორჯინიო ვეინალდუმი (ნიუკასლი), დიეგო კოსტა (ჩელსი); 8 - ანდრე აიუ (სუონსი), როს ბარკლი (ევერტონი); 7 - მარკო არნაუტოვიჩი (სტოკი), უეინ რუნი (მანჩესტერი), დელე ალი (ტოტენჰემი), გილფი სიგურდსონი (სუონსი).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"