ჯანფრანკო ძოლა ჯონ ტერის ყატარში ეპატიჟება

AutoSharing Option
ყატარული "ალ-არაბი" ლონდონის "ჩელსის" ინგლისელ მცველ ჯონ ტერით ინტერესდება.

აღნიშნული ინფორმაცია "ალ-არაბის" მთავარმა მწვრთნელმა ჯანფრანკო ძოლამაც დაადასტურა, რომელმაც კარიერის საუკეთესო წლები სწორედ "ჩელსიში" გაატარა.

"ტერი - შესანიშნავი ფეხბურთელია. მიმაჩნია, რომ მისნაირი ფეხბურთელის გადაბირება არა მხოლოდ ჩვენ, არამედ სხვა ყატარულ გუნდებსაც სურთ", - თქვა ძოლამ.

შეგახსენებთ, რომ ტერი "ჩელსის" ღირსებას 1998 წლიდან იცავს. ლონდონელთა შემადგენლობაში მან ინგლისის ჩემპიონატი ოთხჯერ, ხოლო ჩემპიონთა ლიგა - ორჯერ მოიგო.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ჩელსის სულ ერთხელ აქვს ჩემპიონთა ლიგა მოგებული და ტერიმ როგორ მოიგო მის შემადგენლობაში 2 ჯერ? :)
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული