"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი სამიზნე ობამეიანგია

AutoSharing Option
მიმდინარე კვირას "მანჩესტერ იუნაიტედის" აქციონერთა შეკრება გაიმართა, სადაც ითქვა, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისთვის მანკუნიანელებს 156 მილიონი ევრო გამოეყოფათ.

როგორც Daily Mail-ი იტყობინება, კლუბის ვიცე-პრეზიდენტმა განაცხადა, რომ აღნიშნული თანხა მხოლოდ და მხოლოდ ვარსკვლავ ფეხბურთელთა შეძენას დაეთმობა, მთავარი სამიზნე კი დორტმუნდის "ბორუსიას" ფორვარდი პიერ-ემერიკ ობამეიანგი იქნება.

ობამეიანგში "მანჩესტერ იუნაიტედი" მზადაა 90 მილიონი ევრო გადაიხადოს. მის გარდა, ხელმძღვანელობა რობერტ ლევანდოვსკის, ნეიმარის და გარეთ ბეილის შეძენას განიხილავს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული