ხელი ჯერ შარვალზე დამადებინა, შემდეგ შარვალში... 15 წლის გოგონამ ადამ ჯონსონი ამხილა

AutoSharing Option
15 წლის გოგონამ, რომელთანაც სქესობრივი კავშირი ინგლისის ნაკრებისა და "სანდერლენდის" ფეხბურთელ ადამ ჯონსონს ბრალდება, ორმხრივი დაკითხვისას სასამართლოს შემდეგი უთხრა:

"სექსზე დავთანხმდი, რადგან არ ვიცოდი, როგორი რეაქცია ექნებოდა, თუკი უარს ვეტყოდი". 

სკოლის მოსწავლემ ჯონსონთან ავტომობილში თავს გადამხდარი ამბავიც გაიხსენა:

"მან ჩემი ხელი ჯერ შარვალზე დაიდო, შემდეგ შარვალში. ეს ისე გააკეთა, რომ ხელის გამოთავისუფლება მიჭირდა. აღარც მახსოვს, როგორ დაიწყო ყველაფერი...", - აქვეყნებს გოგონას ნათქვამს The Guardian-ი.

გოგონამ ასევე მოჰყვა, რომ ჯონსონმა მას ორალური სექსი შესთავაზა, ხელი მხარზე დაადო და თავისკენ მიიზიდა. ამ
სიტყვების შემდეგ გოგონა ატირდა და სასამართლომ მისი მოსმენა შეწყვიტა...

მომხდარის შესახებ ცნობილი გოგონას თანაკლასელებისგან გახდა. თავდაპირველად გოგონა ფეხბურთელს იცავდა.

"მეშინოდა, რომ ეს ყველაფერი მის კარიერაზე იმოქმედებდა. საკუთარ თავზე არ ვფიქრობდი და ის მადარდებდა, რომ ყველაფერს დაკარგავდა", - დასძინა მან.

წყაროს ცნობით, სქესობრივი აქტი ჯონსონსა და 15 წლის გოგონას შორის, სავარაუდოდ, 2015 წლის დასაწყისში მოხდა. თავად ადამი ბრალდების ორი პუნქტში თავს დამნაშავედ არ ცნობს და აცხადებს, რომ გოგონა მართლაც გაიცნო ინტერნეტით, თუმცა მასთან სექსი არ ჰქონია, მხოლოდ კოცნიდა.

ასეა თუ ისე, 28 წლის ფეხბურთელთან უკვე გაწყვიტეს კონტრაქტი "სანდერლენდმა" და "ადიდასმა".
მკითხველის კომენტარები / 5 /
უსინდისო და უსირცხვილო კაცი!!!!! როგორ აკადრა ?!?! .... / არადა ეს გოგონა ნამდვილი --თუნახავია.... :)
Vaso
17:27 16-02-2016
0
კი ბატონო,ძალიან პატიოსანი გოგო სჩანს.
vaxvax
20:40 16-02-2016
0

სიახლეები პოპულარული