"მანჩესტერ სიტის" ტონი კროოსი სურს

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" გერმანელ ნახევარმცველ ტონი კროოსით "მანჩესტერ სიტი" დაინტერესდა.

როგორც As იტყობინება, "სიტის" მომავალი მთავარი მწვრთნელი ხოსეპ გვარდიოლა და კლუბის სპორტული დირექტორი ჩიკი ბეგირისტანი შესაძლო ტრანსფერთან დაკავშირებით უკვე დაუკავშირდნენ 26 წლის ფეხბურთელის აგენტს.

წყაროს ინფორმაციით, "სიტი" კროოსის ყიდვას ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ეცდება. ინგლისური გუნდი კროოსს იაია ტურეს შემცვლელად განიხილავს, რომელიც, სავარაუდოდ, სეზონის დასრულების შემდეგ გუნდს დატოვებს.
მკითხველის კომენტარები / 1 /
რა სისულელეა. გუარდიოლას რომ კროოსი საკვანძო ფეხბურთელად ესახებოდეს ნახევარდაცვაში, ბაიერნიდან არ გაუშვებდა.
Mateus
15:42 19-02-2016
0

სიახლეები პოპულარული