სად, თუ არა ჩინეთში?! - "ლივერპული" მარიო ბალოტელის ყიდის

AutoSharing Option
მერსესაიდული "ლივერპულის" ხელმძღვანელობა იმ ფულის დაბრუნებას აპირებს, რომელიც მათ იტალიელი ფორვარდის მარიო ბალოტელის შეძენას დაახარჯეს. იტალიელი ახლა "მილანში" იჯარის წესით ასპარეზობს, თუმცა "მილანელები" მის გამოსყიდვას არ აპირებენ, ამიტომ ფეხბურთელი ზაფხულში "ლივერპულს" დაუბრუნდება.

როგორც The Guardian-ი იტყობინება, მარიო ბალოტელი მერსესაიდელთა მთავარ მწვრთნელ იურგენ კლოპის გეგმებში არ შედის და "ლივერპული" გაყიდის.

ჯერჯერობით ფეხბურთელისადმი ინტერესს რამდენიმე ჩინური გუნდი იჩენს.

შეგახსენებთ, რომ "ლივერპულმა" 2014 წელს ბალოტელიში 16 მილიონი ფუნტი გადაიხადა და სწორედ ამ ფასად ეცდება ფეხბურთელის გაყიდვას.
მკითხველის კომენტარები / 2 /
გაყიდვა კი არა,საჩუქრად უნდა მისცე ვინმეს,ვისი დაღუპვაც გინდა.ვერ ვიტან ამ ტიპს,არადა მილანისა და ლივერპულის ფანი ვარ ბავშვობიდან.
moxetiale
22:28 20-02-2016
0
გაყიდვა კი არა,საჩუქრად უნდა მისცე ვინმეს,ვისი დაღუპვაც გინდა.ვერ ვიტან ამ ტიპს,არადა მილანისა და ლივერპულის ფანი ვარ ბავშვობიდან.
moxetiale
22:27 20-02-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული