"ბოლტონი" 10 მილიონ ევროდ გაიყიდა

AutoSharing Option
ინგლისური კლუბი "ბოლტონი" 10 მილიონ ევროდ გაიყიდა და ამით გაკოტრებას გადაურჩა.

კლუბის ახალი მფლობელი არსებულ დავალიანებებს დაფარავს.

ВВС-ის ინფორმაციით, "ბოლტონი" კონსორციუმმა Sport Shield-მა შეისყიდა, მოლაპარაკებას კი გუნდის ყოფილი ფეხბურთელი დინ ჰოლდსუორტი ხელმძღვანელობდა.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, კლუბი ახალი მფლობელის საკუთრებაში არაუგვიანეს 7 მარტისა გადასახადების გადაუხდელობის გამო გადავა.

"ბოლტონმა" სამი მილიონი ევრო ბრიტანეთის ხაზინაში უნდა გადაიხადოს, ხოლო რაც შეეხება საერთო ვალს, ეს თანხა 235 მილიონ ევროს აღწევს.

კონსორციუმი 5 წლის განმავლობაში თითო წელს კლუბში 16 მილიონი ევროს ინვესტიციას ჩადებს.

"ბოლტონის" ამჟამინდელი პრეზიდენტი ედი
დევისი თანამდებობაზე დარჩება, მაგრამ ფინანსურ საქმეებში მონაწილეობას არ მიიღებს.

ამ დროისთვის "ბოლტონი" ინგლისის ჩემპიონშიპში გამოდის და 25 ქულით 23-ე ადგილზეა.

"ბოლტონი" პრემიერლიგიდან 2011/12 წლების სეზონში გავარდა.
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული