როგორც Daily Mail-ი იტყობინება, ლონდონური გუნდის წარმომადგენლებმა ფლამინის ამის შესახებ უკვე შეატყობინეს. თავად ფეხბურთელს კონტრაქტის გახანგრძლივება კიდევ ერთი წლით სურდა, მაგრამ სეზონის დასრულებისას "არსენალს" ის თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს.
პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში ფლამინის ანგარიშზე 15 ჩატარებული შეხვედრაა.