"მანჩესტერ იუნაიტედმა" ფორვარდის შესაძენად 28 მილიონი ევრო გადადო

AutoSharing Option
იტალიური "ფიორენტინას" ფორვარდმა ფედერიკო ბერნარდესკიმ კარიერა, შესაძლოა, "მანჩესტერ იუნაიტედში" გააგრძელოს.

აღნიშნულ ინფორმაციას Football Italia ავრცელებს.

ინგლისური გუნდი 22 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ მზადაა 28 მილიონი ევრო გადაიხადოს. ფორვარდით ასევე მიუნხენის "ბაიერნი", ლონდონის "ჩელსი" და კატალონიის "ბარსელონა" ინტერესდებიან, მაგრამ "ფიორენტინა" 40 მილიონზე ნაკლებად მის გაშვებას არ აპირებს.

მიმდინარე სეზონში ბერნარდესკის ანგარიშზე ჩატარებულ 29 შეხვედრაში 5 გატანილი გოლი და 3 საგოლე გადაცემაა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
29 თამაშში 5 ოლი გაიტანა :D ბარსა და მიუნხენი რატომ მოიგონე ? :D:D:D
0

სიახლეები პოპულარული