პრემიერლიგა. XXVII ტური: "ლესტერი" რიტმს არ კარგავს [VIDEO]

AutoSharing Option
27 თებერვალს ინგლისის პრემიერლიგის 27-ე ტურის 6 შეხვედრა გაიმართა.

ერთპიროვნულმა ლიდერმა "ლესტერ სიტიმ" შინ 1:0 დაამარცხა "ნორვიჩ სიტი" და "ტოტენჰემსა" და "არსენალს" უკვე 5-5 ქულით უსწრებს.

"მელიებს" გამარჯვება ლეანდრო ულოამ მოიაპოვებინა, არგენტინელმა ბოლოსწინა წუთზე გაიტანა.

კლაუდიო რანიერი (ლესტერი): "რთული მატჩი იყო, "ნორვიჩი" კარგად თამაშობდა, არ გვიტოვებდა სივრცეებს. მაგრამ გუნდს ბოლომდე სჯეროდა გამარჯვების. ეს სამი ქულა ძალზე მნიშვნელოვანია "არსენალთან" წაგების მერე. თამაშის წინ ბიჭებს ვუთხარი, რომ "ნორვიჩთან" უფრო გაგვიჭირდებოდა, ვიდრე "არსენალთან". ვნერვიულობდი, რომ რიტმიდან ამოვარდებოდით, ახლა უკვე მშვიდად ვარ".

"საუთჰემპტონმა" შეინ
ლონგის გოლით ტაიმი მოუგო "ჩელსის", მაგრამ მეორე ტაიმში სესკ ფაბრეგასისა და ბრანისლავ ივანოვიჩის გოლებით ლონდონელებმა 2:1 მოიგეს. აღსანიშნავია, რომ ამით "ჩელსიმ" ფრეიზერ ფორსტერის 6-მატჩიანი მშრალი სერია შეწყვიტა.

გუს ჰიდინკი (ჩელსი): "ეს იყო დამსახურებული გამარჯვება. მეტოქეს ბოლო ექვს მატჩში გოლი გაშვებული არ ჰქონდა, ეს კი ჩვენ წარმატებას უფრო მნიშვნელოვანს ხდის. პირველ ტაიმში არც ისე კარგად ვითამაშეთ, მაგრამ მეორეში დავეწყეYთ და მოვიგეთ".
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge


ვესტ ჰემი-სანდერლენდი 1:0
გოლი: 1:0 ანტონიო (30)

სტოკი-ასტონ ვილა 2:1
გოლები: 1:0 არნაუტოვიჩი (51-პენ), 2:0 არნაუტოვიჩი (56), 2:1 ბაკუნა (79)

უოტფორდი-ბორნმუტი 0:0

საუთჰემპტონი-ჩელსი 1:2
გოლები: 1:0 ლონგი (42), 1:1 ფაბრეგასი (75), 1:2 ივანოვიჩი (89)

ლესტერი-ნორვიჩი 1:0
გოლი: 1:0 ულოა (89)

ვესტ ბრომვიჩი-კრ. პალასი 3:2
გოლები: 1:0 გარდნერი (12), 2:0 დოუსონი (20), 3:0 ბერაჰინო (31), 3:1 უიქჰემი (48), 3:2 უიქჰემი (80)

28 თებერვალი
ლივერპული-ევერტონი გადაიდო
ნიუკასლი-სიტი გადაიდო
მანჩესტერი-არსენალი 18:05
ტოტენჰემი-სუონსი 18:05

1. ლესტერი - 56 ქულა; 2. ტოტენჰემი - 51; 3. არსენალი - 51; 4. სიტი - 47; 5. ვესტ ჰემი - 43.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული