ასე რომ, რასაც ჰქვია, დიდი ჯახის მოლოდინში ვართ. "ტოტენჰემს" "აპტონ პარკზე" ბოლო სტუმრობა ერიკ დაიერის მიერ ბოლო წამებზე გატანილი გოლით აქვს მოგებული. ამჟამად კი, პრემიერლიგაში მიჯრით 6 გამარჯვებით იწონებს თავს.
ვნახოთ, შეაჩერებს თუ არა სლავენ ბილიჩი "დეზებს". თავის მხრივ, "ვესტ ჰემს" ოთხეულთან მიახლოების
"ლივერპულმა" და "სიტიმ" კვირას ლიგის თასი გაითამაშეს და გამარჯვება "ქალაქელებს" დარჩათ, ოღონდ პენალტების სერიაში. ახლა კი ეს გუნდები ერთმანეთს ინგლისის ჩემპიონატში შეებმებიან და იურგენ კლოპი "ენფილდზე" შურისძიებას შეეცდება. თუმცა პირველ წრეში სამარცხვინო მარცხის გამო ვენდეტა პელეგრინის აქეთ სწყურია და ქულებიც ძალიან სჭირდება, თორემ უკვე საგრძნობლად ჩამორჩა და "მანჩესტერიც" ახლოსაა.
კონკურენტების რთული მატჩებით სარგებლობა უნდა სცადონ "არსენალმა" და "ლესტერმა". არსენ ვენგერის არმია "ოლდ ტრაფორდზე" დაეცა დიდი დანაკლისით მოთამაშე "წითელ ეშმაკებთან". თუ "მეთოფეებს" ჩემპიონობა სურთ, "სუონსის" აუცილებლად უნდა მოუგონ.
"მელიებს" კი ემოციების მორიგი მეხი "ნორვიჩთან" შეხვედრის 89-ე წუთზე დაეცათ, როდესაც ლეონარდო ულოამ გამარჯვებისა მაინც შეაგდო და თავისიანებს მოაგებინა. ეს 3 ქულა ძალიან მნიშვნელოვანი გახლდათ სწორედ "არსენალთან" წაგების მერე და ახლა ლესტერშირელები შეეცდებიან, "ვესტ ბრომვიჩი" იმსხვერპლონ. ტონი პულისის ძლევა ადვილი როდი იქნება, სადაც "იადონების" დამარცხება გაჭირდა, მაგრამ "ლესტერისთვის" კარგი ის არის, რომ "ალბიონი" გასავარდნ ზონას უკვე 11 ქულით მოწყდა და შედარებით მშვიდადაა.
დიდი ექსპერიმენტის წარმატებულად დასრულების შემდეგ, ლუი ვან გაალის "მანჩესტერი" ისეთი ფრთაშესხმულია, რომ "უოტფორდს" "ოცნებების თეატრზე", წესით, ძალიან უნდა გაუჭირდეს. ფანების დიდი ნაწილი კი, პირველ რიგში, 18 წლის მარკუს რაშფორდს დააკვირდება, აბა, კიდევ ერთხელ გაგვაოცებს თუ არა ეს ნორჩი ტალანტი.
"ჩელსისთან" დასანანი მარცხის მერე "საუთჰემპტონი" "ბორნმუთს" ეწვევა და "ალუბლებთან" ეცდება დარდის გაქარვებას, მაგრამ ეს ადვილი სულაც არ იქნება, ედი ჰაუს ბიჭები მშვენივრად ბურთაობენ, თანაც მაქს გრადელიც დაბრუნდა.
"სტოკი" მიყოლებით მესამე გამარჯვებას "ნიუკასლთან" დაუმიზნებს, ჯორდებს კი ისღა დარჩენიათ, "ბრიტანიაზე" ბოლომდე დაიხარჯონ და ქულაზე მაინც ითამაშონ, თორემ მდგომარეობა ნელ-ნელა საგანგაშო გახდება.
მსგავს სიტუაციაშია "კაჭკაჭების" მტერი "სანდერლენდიც", ოღონდ "შავი კატები" შინ ითამაშებენ და თუ "კრისტალ პალასს" დაამარცხებენ, თამამად ვიტყვით, რომ "არწივებიც" გადარჩენისთვის ბრძოლაში ჩაებმებიან. ალან პარდიუს უკვე 10 ტურია, არ მოუგია.
გადარჩენა "აღარ ემუქრება" "ასტონ ვილას", რომელიც არასტაბილურ "ევერტონს" მასპინძლობს. მერსისაიდელების მიზანი ათეულში დაბრუნებაა, თორემ ამ შემადგენლობით მეტზე აღარაფერი რომ არ ვთქვათ, ათეულს მიღმა ყოფნა უხერხულია და ფანებიც ბრაზობენ.
ათეულამდე ერთი ნაბიჯი აკლია და ცხრილის ზედა ნაწილისკენ მიიწევს "ჩელსიც". "ლურჯებს" 12 ტურია, არ წაუგიათ. გუს ჰიდინკი ყოჩაღობს და ჰოლანდიელი სპეციალისტი არც გასაჭირში მყოფი "ნორვიჩის" დანდობას აპირებს. ეს პრემიერლიგის ყველაზე ასაკოვანი და ყველაზე ახალგაზრდა მწვრთნელების დუელი იქნება - ჰიდინკი 69 წლისაა, ხოლო "იადონების" შოტლანდიელი თავკაცი ალექს ნილი - 34-ის.
სამშაბათი. 1-ლი მარტი
ნორვიჩი-ჩელსი 23:45
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: უისდომი - ტერი, ფალკაო, ზუმა
ბოლო 6 მატჩი
+0 =1 -5 +3 =3 -0
ურთიერთშეხვედრები
სულ 35 თამაში: +10 =12 -13 (39-47)
სანდერლენდი-კრ. პალასი 23:45
დისკვალიფიკაცია: - სუარე
ტრავმა: უოტმორი, ლენსი - პანჩონი, აპია, მაკარტური
ბოლო 6 მატჩი
+1 =2 -3 +0 =1 -5
ურთიერთშეხვედრები
სულ 11 თამაში: +5 =2 -4 (11-13)
ასტონ ვილა-ევერტონი 23:45
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ჯილმარტინი, ეკსტრანდი - გრადელი, უილსონი, მინგსი
ბოლო 6 მატჩი
+1 =2 -3 +2 =2 -2
ურთიერთშეხვედრები
სულ 201 თამაში: +73 =53 -75 (309-318)
ბორნმუთი-საუთჰემპტონი 23:45
დისკვალიფიკაცია: - ვანიამა
ტრავმა: გრაბანი, უილსონი, მინგსი - როდრიგესი, გარდოში
ბოლო 6 მატჩი
+2 =2 -2 +4 =1 -1
ურთიერთშეხვედრები
სულ 1 თამაში: +0 =0 -1 (0-2)
ლესტერი-ვესტ ბრომვიჩი 23:45
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ჯეიმსი - ევანსი, მაკმანამანი, მორისონი
ბოლო 6 მატჩი
+4 =1 -1 +2 =2 -2
ურთიერთშეხვედრები
სულ 59 თამაში: +18 =12 -29 (88-114)
ოთხშაბათი. 2 მარტი
არსენალი-სუონსი 23:45
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: როსიცკი, უილშირი, ოქსლეიდ-ჩემბერლენი, კასორლა -
ბოლო 6 მატჩი
+2 =2 -2 +2 =2 -2
ურთიერთშეხვედრები
სულ 13 თამაში: +6 =1 -6 (17-17)
ვესტ ჰემი-ტოტენჰემი 23:45
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ვალენსია, ო’ბრაიენი, რიდი, ჯენკინსონი, სახო, ტომკინსი - კეროლი, დემბელე, ვერტონგენი, ნ’ჟიე
ბოლო 6 მატჩი
+2 =2 -2 +6 =0 -0
ურთიერთშეხვედრები
სულ 105 თამაში: +36 =24 -45 (150-166)
სტოკი-ნიუკასლი 23:45
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ჯონსონი, მუნიესა, შოუკროსი, გივენი, ადამი, უილსონი - დამეტი, მბემბა, მბაბუ, ანიტა, სისე, აიდარა, ობერანი, კრული
ბოლო 6 მატჩი
+2 =1 -3 +2 =1 -3
ურთიერთშეხვედრები
სულ 71 თამაში: +22 =18 -31 (84-114)
ლივერპული-სიტი 00:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: როსიტერი, შკრტელი, გომესი, ინგსი - დე ბრუინი, დელფი, ნასრი
ბოლო 6 მატჩი
+2 =2 -2 +2 =2 -2
ურთიერთშეხვედრები
სულ 155 თამაში: +75 =39 -41 (276-211)
მანჩესტერი-უოტფორდი 00:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: მარსიალი, სმოლინგი, კინი, ბორტვიკ-ჯექსონი, დარმიანი, რუნი, ჯონსი, ფელაინი, იანგი, შვაინშტაიგერი, შოუ, ვალენსია - ეკსტრანდი, ჯილმარტინი, ხურადო
ბოლო 6 მატჩი
+3 =1 -2 +2 =2 -2
ურთიერთშეხვედრები
სულ 17 თამაში: +11 =4 -2 (32-16)
ბომბარდირები: 19 - ჯეიმი ვარდი (ლესტერი); 16 - რომელუ ლუკაკუ (ევერტონი), ჰარი კეინი (ლესტერი); 14 - ოდიონ იგალო (უოტფორდი), რიად მაჰრეზი (ლესტერი), სერხიო აგუერო (სიტი); 12 - ოლივიე ჟირუ (არსენალი); 10 - ჯერმინ დეფო (სანდერლენდი), დიეგო კოსტა (ჩელსი); 9 - ჯორჯინიო ვეინალდუმი (ნიუკასლი), მარკო არნაუტოვიჩი (სტოკი); 8 - ანდრე აიუ (სუონსი), როს ბარკლი (ევერტონი), ტროი დინი (უოტფორდი).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"