"სუონსი" "ემირატებზე" გამარჯვებით ცოტა დამშვიდდა, გასავარდნ ზონას მოწყდა. თანაც უელსელებმა თამაში შემოატრიალეს. "მეთოფეები" კი, როგორც ჩანს, ისევ არ არიან მზად და ვერც ამ თებერვალ-მარტის კრიზისულ პერიოდს უხერხებენ რამეს.
"ტოტენჰემს" ადვილი მატჩი რომ არ ელოდა ვიცოდით, მაგრამ არ ვიცოდით თუ მაურისიო პოჩეტინოს გუნდი ასე უსუსურად იბურთავებდა, როგორც ჩანს, "დეზები" ცოტა გადაიღალნენ. "ვესტ ჰემმა" ლონდონური დერბი
"სიტი" კი შეგვიძლია, ჩემპიონობის მაძიებლად აღარც განვიხილოთ, ახლა "ქალაქელებს" უფრო იმაზე მოუწევთ ფიქრი, რომ მე-4 ადგილიც არ დაკარგონ. იურგენ კლოპმა ორი მატჩის ჯამში "სიტის" 7:1 მოუგო. მატჩის გმირად მანჩესტერელთა ყოფილი ფეხბურთელი ჯეიმს მილნერი იქცა, რომელმაც ადამ ლალანას საგოლედ მიუგორა, მერე მილნერმა თავად შეაგდო და ერთხელ კარის ხაზიდანაც გამოიტანა ბურთი. ანტიგმირი კი ექსლივერპულელი რაჰიმ სტერლინგი გახლდათ, რომელიც ჩილელმა შესვენების მერე შეცვლალა, რადგან ფანები საოცარ ობსტრუქციას უწყობდნენ.
"მანჩესტერმა" ბევრი იწვალა "უოტფორდთან", მაგრამ საბოლოოდ, ხუან მატას გვიანი გოლით მაინც მოიგო და ქულებით "სიტის" გაუთანაბრდა, "ქალაქელებთან" ერთ ქულაშია "ვესტ ჰემიც", მაგრამ "სიტის" მატჩით ნაკლები აქვს. თუმცა ამ თამაშით...
პრემიერლიგა. XXVIII ტური
2 მარტი
არსენალი-სუონსი 1:2
გოლები: 1:0 კემპბელი (15), 1:1 რუტლეჯი (32), 1:2 უილიამსი (74)
არსენალი (4-2-3-1): ჩეხი - ბელერინი, მერტეზაკერი, გაბრიელი, მონრეალი - რემზი, კოკლენი - იოზილი, სანჩესი (75. უოლკოტი), კემპბელი (64. უელბეკი) - ჟირუ
სუონსი (4-5-1): ფაბიანსკი - ნოტონი, ამატი, უილიამსი, კინგსლი - კორკი, ფერი (71. ფულტონი), კი (46. სიგურდსონი), რუტლეჯი, ა. აიუ (90. რანხელი) - გომისი
გაფრთხილება: - ა. აიუ, რუტლეჯი
კუთხური: 7-3 ჯარიმა: 8-11 თამაშგარე: 3-3 კარში დარტყმა: 18(4)-11(2) ბურთის ფლობა: 63%-37%
მაყურებელი: 59 905
სტოკი-ნიუკასლი 1:0
გოლი: 1:0 შაქირი (80)
სტოკი (4-2-3-1): ბატლენდი - ბერდსლი (26. მუნიესა), კემერონი, ვოლშაიდი, პიტერსი - უელანი, იმბულა - აფელაი (70. დიუფი), შაქირი, არნაუტოვიჩი - უოლტერსი (69. კრაუჩი)
ნიუკასლი (4-2-3-1): ელიოტი - იანმაატი, ლასკელსი, ტეილორი, დამეტი - კოლბეკი (84. დუმბია), შელვი - სისოკო, ვეინალდუმი, გუფრანი (74. რივიერი) - მიტროვიჩი (84. აიოსე პერესი)
გაფრთხილება: მუნიესა -
კუთხური: 5-2 ჯარიმა: 11-6 თამაშგარე: 1-1 კარში დარტყმა: 8(2)-5(3) ბურთის ფლობა: 55%-45%
მაყურებელი: 27 331
ვესტ ჰემი-ტოტენჰემი 1:0
გოლი: 1:0 ანტონიო (7)
ვესტ ჰემი (4-3-3): ადრიანი - კოლინსი (66. ოქსფორდი), კუიატე, ოგბონა, კრისუელი - ნოუბლი, ობიანგი, ლანსინი (84. სახო) - ანტონიო, პაიე, ემენიკე (73. კეროლი)
ტოტენჰემი (4-2-3-1): ლორისი - ტრიპიერი, ალდერვეირელდი, ვიმერი (77. კეროლი), დეივისი - დაიერი, მეისონი - ლამელა (70. სონი), შადლი (61. ალი), ერიკსენი - კეინი
გაფრთხილება: - ალდერვეირელდი, ვიმერი, დეივისი
კუთხური: 6-3 ჯარიმა: 10-11 თამაშგარე: 7-2 კარში დარტყმა: 14(3)-9(2) ბურთის ფლობა: 35%-65%
მაყურებელი: 34 977
მანჩესტერი-უოტფორდი 1:0
გოლი: 1:0 მატა (83)
მანჩესტერი (4-2-3-1): დე ხეა - ვარელა, ბლინდი, როხო (70. დარმიანი), ფოსუ-მენსა - შნეიდერლენი, ერერა (77. ლინგარდი) - დეპაი, მატა (89. მაკნეირი), მარსიალი - რაშფორდი
უოტფორდი (4-4-2): გომესი - ნიომი, პრიოდლი, ბრიტოსი, ჰოლებასი - კაპუ, უოტსონი, ბეჰრამი (86. ანია), აბდი (70. მარიო სუარესი) - დინი, იგალო (75. ამრაბატი)
გაფრთხილება: ფოსუ-მენსა - ბრიტოსი, ამრაბატი
კუთხური: 9-7 ჯარიმა: 7-17 თამაშგარე: 2-0 კარში დარტყმა: 14(3)-13(3) ბურთის ფლობა: 61%-39%
მაყურებელი: 75 329
ლივერპული-სიტი 3:0
გოლები: 1:0 ლალანა (34), 1:0 მილნერი (41), 3:0 ფირმინო (57)
ლივერპული (4-3-3): მინოლე - ფლენეგანი, კ. ტურე, ლოვრენი, კლაინი - მილნერი (88. აიბი), ჯანი, ჰენდერსონი - ლალაბა, ფირმინო (75. ალენი), ორიჯი (69. ბენტეკე)
სიტი (4-2-3-1): ჰარტი - საბალეტა, ოტამენდი, კომპანი, კლიში (74. კოლაროვი) - ფერნანდო, ფერნანდინიო (55. იჰეანაჩო) - ნავასი, სილვა, სტერლინგი (46. ბონი) - აგუერო
გაფრთხილება: უოტსონი, ბეჰრამი, კატკარტი - სურმენი
კუთხური: 3-2 ჯარიმა: 14-14 თამაშგარე: 4-1 კარში დარტყმა: 11(7)-3(1) ბურთის ფლობა: 50%-50%
მაყურებელი: 43 597
ბომბარდირები:
19 - ჯეიმი ვარდი (ლესტერი); 17 - რომელუ ლუკაკუ (ევერტონი); 16 - ჰარი კეინი (ლესტერი); 14 - ოდიონ იგალო (უოტფორდი), რიად მაჰრეზი (ლესტერი), სერხიო აგუერო (სიტი); 12 - ოლივიე ჟირუ (არსენალი); 11 - დიეგო კოშტა (ჩელსი); 10 - ჯერმინ დეფო (სანდერლენდი).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
საერთოდ არსენალი სულ ასე ბანძობს..როდესაც გადამწყვეთი თამაში აქვს და ჩემპიონობის შანსი უჩნდება, სწორედ მაინცდამაინც იმ თამაშს აფუჭებს..ყოველთვის ასეა..
მამუკა ჯიქია წყალტუბოდან