პრემიერლიგა. XXIX ტურის წინ: საჩემპიონო ლონდონური დერბი

AutoSharing Option
შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ პრემიერლიგის ისტორიაში არ ყოფილა შემთხვევა, როდესაც "არსენალსაც" და "ტოტენჰემსაც" ჩემპიონობის რეალური შანსი ერთდროულად ჰქონოდათ და შესაბამისად, ლონდონის მთავრი დერბი ახლა ორმაგად საინტერესო იქნება.

დერბის წინ
თუ დერბიში "მეთოფეები" დამარცხდებიან, რეალურად ისინი საჩემპიონო რბოლას გამოეთიშებიან და მხოლოდ მიზერულ შანსს შეინარჩუნებენ. აი, "ტოტენჰემის" მარცხის შემთხვევაში, "დეზებს" შანსი კი დარჩებათ, მაგრამ რასაკვირველია, მაურისიო პოჩეტინო შეეცდება გამარჯვება მოიპოვოს.

მით უმეტეს, "ვესტ ჰემთან" წაგებული დერბის მერე. თორემ ასე "ლესტერი" შეიძლება, ძალიან წინ გაიქცეს
და… დიახ, "ტოტენჰემმა" "ჩაქუჩებთან" სეზონის ერთ-ერთი უცუდესი მატჩი ჩაატარა და "ბოლეინ გრაუნდზე" დამსახურებულად წააგო, თუ წინა მარცხებზე ვიტყოდით - "ტოტენჰემს" არ გაუმართლა და წაგებას არ იმსახურებდაო, ამჯერად ასე არ იყო.

"ჩვენ იდეალური მატჩი ჩავატარეთ, ყველა ასპექტით კმაყოფილი ვარ. შესაძლოა, ეს სეზონის საუკეთესო თამაში იყო, რომელი გვიჩვენებია" - აღნიშნა "ვესტ ჰემის" ხორვატმა თავკაცმა სლავენ ბილიჩმა.

მაურისიო პოჩეტინო: "პირველ ტაიმში ცუდად გამოვიყურებოდით, მაგრამ მეორე ნახევარში არც ისე ურიგოდ ვითამაშეთ და ცოტა ურო მეტი გვეკუთვნოდა. ახლა კი მომავალ თამაშებზე უნდა ვიფიქროთ".

"ლესტერის" შანსი
"ლესტერი" ვახსენეთ და კლუდიო რანიერის გუნდი "უოტფორდს" ესტუმრება. კიკე სანჩეს ფლორესის მძიმე კლუბი ძალიან ძნელი წასაქცევია, მაგრამ მეორე წრეში უოტფორდელებსაც ცოტა გადაღლილობა დაეტყოთ და არასტაბილურობა შემოეპარათ.

ასე რომ, "მელიებმა" ისევ თავისი ფეხბურთის თამაში უნდა სცადონ და 3 ქულა წამოიღონ. რიად მაჰრეზსა და ჯეიმი ვარდის დიდი პაუზა გამოსდით და დროა, რომელიმე მათანმა მაინც ისევ გამოიჩინოს გოლით თავი. იქით ოდიონ იგალო და ტროი დინი გვეყოლება, ასე რომ, მატჩი ფრიად საინტერესო უნდა გამოვიდეს.

"მართალია "ვესტ ბრომვიჩთან" ვერ მოვიგეთ და "ნორვიჩთან" ვიმარჯვეთ, მაგრამ ამ მატჩის მერე გაცილებით უფრო კმაყოფილი ვარ, ვიდრე ნორვიჩელებთან თამაშის მერე ვიყავი, რადგან ახლა ძალიან კარგი ფეხბურთი ვაჩვენეთ და უბრალოდ არ გაგვიმართლა, ასევე უნდა გავაგრძელოთ და საკუთარი შანსები გამოვიყენოთ" - განაცხადა რანიერიმ.

"სიტი" აუტსაიდერის წინააღმდეგ
"სიტი" "ასტონ ვილას" მიიღებს და თუ ვინმე იტყვის 3 ქულა გარანტირებული აქვსო, ვურჩევდით, პირველი წრის შეხვედრა გაიხსენონ, როდესაც ბირმინგემელები ქალაქელებთან არ დამარცხდნენ.

"ნიუკასლ იუნაიტედი" კი "ბორნმუთს" უმასპინძლებს. ედი ჰაუს დიდგულა ბიჭები "სენტ ჯეიმს პარკზეც" იბრძოლებენ, მაგრამ სტივ მაკლარენისა და მისი შეგირდებისთვის ეს შესაძლოა, გადამწყვეტი მატჩიც კია. "კაჭკაჭების" მდგომარეობა უკვე საგანგაშოა და მათ რამე უნდა იღონონ.

რობერტო მარტინესის "ევერტონისა" და "ვესტ ჰემ იუნაიტედის" დუელიც დიდ ინტერესს იწვევს და, წესით, ძალიან სანახაობრივიც უნდა გამოვიდეს, მართალია, მერსისაიდელები, როდის როგორ თამაშობენ ვერავინ გაიგო, მაგრამ ერთი, რაც ნათლად ჩანს ის არის, რომ "კანფეტების" მონაწილეობით შეხვედრებში ბევრი გოლი გადის და სლავენ ბილჩის "ჩაქუჩები" ისედაც კარგად გამოიყურებიან, იმდენად კარგად, რომ "ვესტ ჰემი" ჩემპიონთა ლიგის ზონასაც კი ეთამაშება.

"არსენალთან" სენსაციური გამარჯვების შემდეგ, ფრანჩესკო გვიდოლინს "სუონსის" ფანების კიდევ უფრო გახარება-დამშვიდება სურს და "ნორვიჩის" წაქცევას ეცდება. "იადონებს" კი საშინელი სერია აქვთ და უკვე გასავარდნ ზონაში არიან, ალექს ნილმა ბიჭები როგორმე უნდა გამოაღვიძოს..

"საუთჰემოტონმა" ისევ წაგებები მიაყოლა და ახლა რონალდ კუმანი "სანდერლენდთან" შეეცდება დაკარგულის ანაზღაურებას. სემ ალარდაისს კი თავისი გეგმები აქვს, როგორც ხდება ხოლმე, "შავმა კატებმა" სეზონის ბოლოსკენ გამოიღვიძეს და თითოეული ქულისთის კბილებით ან თუ გენებოთ, კლანჭებით იბრძვიან.

დიდი სემის გუნდი გასავარდნი ზონიდან ბურთების უკეთესი სხვაობით ამოვიდა, მაგრამ ეს ჯერ არაფერს ნიშნავს.

შაბათი. 5 მარტი
ტოტენჰემი-არსენალი 16:45
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: დემბელე, ვერტონგენი, ნ’ჟიე - ჩეხი
ბოლო 6 მატჩი
+5 =0 -1 +2 =1 -3
ურთიერთშეხვედრები
სულ 157 თამაში: +64 =43 -50 (245-214)

სიტი-ასტონ ვილა 19:00
დისკვალიფიკა: არავინ
ტრავმა: დე ბრუინი, ნასრი, დელფი, ტურე - გრილიში, სანჩესი, ადამა ტრაორე, ამავი
ბოლო 6 მატჩი
+2 =1 -3 +1 =1 -4
ურთიერთშეხვედრები
სულ 151 თამაში: +62 =38 -51 (242-218)

ნიუკასლი-ბორნმუთი 19:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ტონი, კოლოჩინი, მბემბა, მბაბუ, ანიტა, სისე, აიდარა, ობერტანი, კრული - სტანისლასი, უილსონი, მინგსი
ბოლო 6 მატჩი
+2 =0 -4 +2 =2 -2
ურთიერთშეხვედრები
სულ 7 თამაში: +3 =2 -2 (10-6)

სუონსი-ნორვიჩი 19:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: - ბასონგი, უისდომი
ბოლო 6 მატჩი
+2 =2 -2 +0 =1 -5
ურთიერთშეხვედრები
სულ 9 თამაში: +2 =2 -5 (16-15)

ჩელსი-სტოკი 19:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: პედრო, ტერი, ფალკაო, ზუმა - ჯონსონი, შოუკროსი, უილსონი, გივენი, ადამი
ბოლო 6 მატჩი
+4 =2 -0 +3 =0 -3
ურთიერთშეხვედრები
სულ 69 თამაში: +33 =15 -21 (106-93)

საუთჰემპტონი-სანდერლენდი 19:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ვანიამა, როდრიგესი, გარდოში - უოტმორი, ლენსი
ბოლო 6 მატჩი
+3=1 -2 +1 =3 -2
ურთიერთშეხვედრები
სულ 37 თამაში: +18 =9 -10 (56-36)

ევერტონი-ვესტ ჰემი 19:00
დისკვალიფიკაცია: - ბირამი
ტრავმა: გიბსონი, ბრაუნინგი, ბეშიჩი, ჰიბერტი - ვალენსია, რიდი, ო’ბრაიენი, ჯენკინსონი, ტომკინსი
ბოლო 6 მატჩი
+3 =1 -2 +3 =2 -1
ურთიერთშეხვედრები
სულ 113 თამაში: +59 =24 -30 (196-127)

უოტფორდი-ლესტერი 21:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ეკსტრანდი, ჯილმარტინი - კანტე, ჯეიმსი
ბოლო 6 მატჩი
+2 =2 -2 +4 =1 -1
ურთიერთშეხვედრები
სულ 60 თამაში: +18 =17 -25 (89-111)

ბომბარდირები: 19 - ჯეიმი ვარდი (ლესტერი); 17 - რომელუ ლუკაკუ (ევერტონი); 16 - ჰარი კეინი (ლესტერი); 14 - ოდიონ იგალო (უოტფორდი), რიად მაჰრეზი (ლესტერი), სერხიო აგუერო (სიტი); 12 - ოლივიე ჟირუ (არსენალი); 11 - დიეგო კოსტა (ჩელსი); 10 - ჯერმინ დეფო (სანდერლენდი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული