![](https://sportall.ge/pictures/image31/9ea0c2b9cf22f06ec33642347b2d63d8.jpg)
ფორვარდმა გულშემატკივართა ხმების 56% დააგროვა. მეორე ადგილი 31%-ით ნახევარმცველმა მემფის დეპაიმ დაიკავა, მესამეზე კი 13%-ით ჯესი ლინგარდი გავიდა.
თებერვალში რეშფორდმა მანკუნიანელთა ძირითად შემადგენლობაში 2 შეხვედრა ჩაატარა და თავი 4 გოლით გამოიჩინა. ფორვარდმა 2-2 გოლი "მიდტიულანდსა" და ლონდონის "არსენალს" გაუტანა.