პრემიერლიგა. XXX ტური: "სიტიმ" ქულები აუტსაიდერთან დაკარგა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
12 მარტს ინგლისის პრემიერლიგის 30-ე ტურის 3 შეხვედრა გაიმართა.

"მანჩესტერ სიტიმ" მხოლოდ ფრე ითამაშა სტუმრად ერთ-ერთ აუტსაიდერ "ნორვიჩ სიტისთან" (0:0) და 9 ქულამდე შეამცირა ჩამორჩენა ლიდერ "ლესტერ სიტისთან".

მანუელ პელეგრინის გუნდი შესამჩნევ უპირატესობას ფლობდა, მაგრამ სამი ქულის მოპოვება ვერ შეძლო.

მეორე ტაიმში "ნორვიჩიც" გამოცოცხლდა და პატრიკ ბენფორდმა ბურთი ხარიხასაც გაარტყა.

"ბორნმუთმა" ხუთ-გოლიან თრილერში 3:2 დაამარცხა "სუონსი", ხოლო "საუთჰემპტონმა" სტუმრად 2:1 აჯობა "სტოკ სიტის". ამ შეხვედრაში "წმინდანების" შემადგენლობაში დუბლი შეასრულა იტალიელმა ფორვარდმა გრაციანო
პელემ
.

ნორვიჩი-სიტი 0:0

სტოკი-საუთჰემპტონი 1:2
გოლები: 0:1 პელე (11), 0:2 პელე (30), 1:2 არნაუტოვიჩი (52)
გაძევება: მანე (91. საუთჰემპტონი)

ბორნმუთი-სუონსი 3:2
გოლები: 1:0 გრადელი (37), 1:1 ბაროუ (39), 2:1 კინგი (50), 2:2 სიგურდსონი (62), 3:2 კუკი (78)

13 მარტი
ასტონ ვილა-ტოტენჰემი 20:00

14 მარტი
ლესტერი-ნიუკასლი 00:00

1. ლესტერი - 60 ქულა; 2. ტოტენჰემი - 55; 3. არსენალი - 52; 4. სიტი - 51; 5. ვესტ ჰემი - 49.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული