აღნიშნულ ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.
წყაროს ინფორმაციით, შვედს ფრანგულ გუნდთან კონტრაქტი მიმდინარე წლის ზაფხულში ეწურება და ფეხბურთელი დიდი ალბათობით დატოვებს გუნდს.
იბრაჰიმოვიჩის აგენტის, მინო რაიოლას თქმით კი, მათ უკვე მიიღეს გადაწყვეტილება იმის შესახებ, თუ სად გააგრძელებს კარიერას ფეხბურთელი, მაგრამ ზაფხულამდე გახმოვანებას არ აპირებენ.
როგორც გუშინ Sky Sport-ის ეთერში ტიერი ანრიმ განაცხადა, მან იცის, რომ ზლატანი ლონდონის "არსენალსაც" სურს.