* "ასტონ ვილამ" ზედიზედ 5 მატჩი წააგო.
* "ნორვიჩს" ორი ტურია ვერ გააქვს, "სიტის" ასევე ორი ტურია, არ გაუშვია.
"მანჩესტერ სიტიმ" კიდევ ერთხელ გაგვაოცა და საშინელ ფორმაში მყოფ "ნორვიჩს" ვერ მოუგო. წყალწაღებულ "იადონებთან" მანუელ პელეგრინის გუნდს გარკვეული ტერიტორიული უპირატესობა რომ ექნებოდა, ეს გასაკვირი არც გახლავთ.
სერხიო აგუერომ ორჯერ შეაწუხა მეტოქე, მაგრამ მთლიანობაში, "ქალაქელებმა" ძალიან ცუდი მატჩი ჩაატარეს; მეტიც, გოლთან უფრო ახლოს "ნორვიჩი" გახლდათ, პატრიკ ბამფორდის შორეული დარტყმის მერე ბურთი ხარიხამ აისხლიტა.
"გულდაწყვეტილები ვართ. ვცდილობდით,
გახარებული გახლდათ ნორვიჩელთა ნორჩი თავკაცი ალექს ნილი, რომელსაც ეს ქულა ცოტა ხნით მაინც შეუნარჩუნებს პოსტს. შოტლანდიელი ამბობდა, კარგად ვიბრძოლეთ და მინიმუმ, ქულა გვეკუთვნოდა, ეს შედეგი ფსიქოლოგიურად ძალიან წაგვეხმარებაო.
"ბორნმუთს" შეგვიძლია უკვე დარჩენა მივულოცოთ, რადგან "ალუბლები" გასავარდნ ზონას კარგად მოსწყდნენ. ედი ჰაუს გუნდმა კიდევ ერთხელ გამოაჩინა ხასიათი და "სუონსის" უხვგოლიან თრილერში აჯობა. "თეთრმა გედებმა" ორჯერ გაათანაბრეს, მაგრამ უელსელებს ეს არ ეყოთ. მასპინძლების მხრიდან საუკეთესო ჯოშუა კინგი გახლდათ, ვისაც აშკარა პროგრესი აქვს. შთამბეჭდავი მატჩი ჩაატარა მომჯობინებულმა მაქს გრადელმაც.
"მეტოქემ ხასიათი გამოავლინა და კარგად იბრძოლა, მაგრამ ჩვენ კიდევ უფრო უკეთ ვიომეთ და მორიგი მნიშვნელოვანი და გამამხნევებელი გამარჯვება მოვიპოვეთ. მახარებს გრადელის მშვენიერი თამაში და გოლი, ტრავმის მერე მას ეს სჭირდება" - თქვა ჰაუმ.
"იმას განვიცდით, რომ "ბორნმუთს" 3 გოლი ვაჩუქეთ ინდივიდუალური შეცდომების გამო. მიუხედავად ამისა, წინ გასვლის შანსები გვქონდა, რომლებიც ვერ გამოვიყენეთ, არადა, ეს ბევრ რამეს შეცვლიდა. ახლა მომავალ შეხვედრებზე უნდა ვიფიქროთ, წინ მნიშვნელოვანი ბრძოლებია" - თქვა ფრანჩესკო გვიდოლინის თანაშემწემ, ალან კერტისმა.
ნათელი მაგალითი იმისა, თუ როგორი ცვალებადი ხასიათისანი და არასტაბილურები არიან "სტოკი" და "საუთჰემპტონი", ყველაზე უკეთ მათ ურთიერთშეხვედრაში გამოჩნდა - "ბრიტანიას" ბინადრებს ძალიან კარგი სერია ჰქონდათ, ხოლო "წმინდანებს" პირიქით, ცუდი, მაგრამ ამჯერად ყველაფერი თავდაყირა დადგა.
სტოკელები, როგორც ჩანს, ამ კარგმა პერიოდმა გამოფიტა და გადაღალა, ხოლო საუთჰემპტონელები წარუმატებლობებმა დაღალეს და რონალდ კუმანის ბიჭებმა დამსახურებულად წააქციეს მარკ ჰიუზის გუნდი.
მატჩის გმირად გრაციანო პელე იქცა, რომელიც ჩემპიონატში 4 თვე უგოლოდ გახლდათ და ამ სერიის შესაწყვეტად ძალიან შემართული გავიდა მინდორზე. იტალიელმა ჯერ მშვენიერი თავურით შეაგდო, მერე კი კედელი გაათამაშა დუშან ტადიჩთან და ისე გაიტანა. მეორე გოლი კიდევ უფრო გრაციოზული გახლდათ.
"სტოკმა" მეორე ტაიმი ოდნავ უკეთ ჩაატარა და ერთი ბურთი გაქვითა. მარკო არნაუტოვიჩმა თავისი მე-10 შეაგდო, მაგრამ მეტი მასპინძლებმა ვეღარ გააკეთეს. მათ ვერც სადიო მანეს წითელი დაეხმარა, რადგან ეს უკანასკნელი 91-ე წუთზე გააძევეს და დრო აღარ რჩებოდა, მაგრამ რისთვის გააძევა მანე, ალბათ, თავად ლი მეისონმაც არ იცის.
"ბოლო პერიოდში შესანიშნავი მატჩები ჩავატარეთ, მაგრამ ეს წარმატების გარანტია არ არის. თუ ასეთ შეხვედრებში შეცდომებს უშვებ, აუცილებლად დაისჯები და ამ შეცდომებზე უნდა ვისწავლოთ" - ამბობდა ჰიუზი.
რონალდ კუმანი: "მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე შეხვედრაში ცუდი შედეგები გადავაბით, მშვიდად ყოფნა გვჭირდებოდა და თავდაჯერებისთვის მატჩი კარგად უნდა ჩაგვეტარებინა, რაც გამოგვივიდა. აბსოლუტურად დამსახურებულად მოვიგეთ, კიდევ არ გაგვიმართლა, რადგან სხვა მომენტები ვერ გამოვიყენეთ და მსაჯმაც ჩვენი საზიანო ორი გადაწყვეტილება მიიღო - არ დანიშნა პენალტი და ტყუილად გაგვიძევა ფეხბურთელი".
"ტოტენჰემმა" ბირმინგემში მოსალოდნელი გამარჯვება მოიპოვა - პირველი ტაიმის მიწურულს ცბიერმა დელე ალიმ ჯარიმა სწრაფად გაათამაშა და ჰარი კეინმა პოჩეტინოს გუნდი წინ გაიყვანა. მეორე ნახევრის დებიუტში კი ალიმ მეორედ უპასა საგოლედ კეინს და ჰარი ჯეიმი ვარდის დაეწია. "დეზებმა" კი "ლესტერთან" სხვაობა ორ ქულამდე შეამცირეს.
"მელიები" დღეს უმასპინძლებენ "ნიუკასლს", რომელსაც რაფაელ ბენიტესის სახით ახალი მწვრთნელი ჰყავს. რაფამ სტივ მაკლარენი ჩაანაცვლა და "კაჭკაჭებთან" სამწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. პრემიერლიგაში დაბრუნებული ესპანელი აქედანვე დაიწყებს ზრუნვას ჯორდების კრიზისიდან გამოყვანასა და გასავარდნი ზონიდან ამოყვანაზე, მაგრამ ლესტერშირელებსაც მოსაგები აქვთ...
XXX ტური
12 მარტი
ნორვიჩი-სიტი 0:0
ნორვიჩი (4-4-1-1): რადი - მარტინა, ბენეტი, კლოზე, ოლსონი - რედმონდი (45. დორანსი), ო’ნლი, ჰოუსონი, ჯერვისი - ჰულაჰანი (67. მბოკანი) - ბამფორდი (67. ჯერომი)
სიტი (4-4-2): ჰარტი - სანია (85. საბალეტა), კომპანი, ოტამენდი, კლიში - ფერნანდო, ფერნანდინიო, ნავასი (77. იჰეანაჩო), სილვა - ბონი (58. სტერლინგი), აგუერო
გაფრთხილება: ბენეტი, ო’ნილი, ჰოუსონი - ოტამენდი
კუთხური: 3-8 ჯარიმა: 15-10 თამაშგარე: 2-1 კარში დარტყმა: 5(0)-15(3) ბურთის ფლობა: 34%-66%
მაყურებელი: 26 323
ბორნმუთი-სუონსი 3:2
გოლები: 1:0 გრადელი (37), 1:1 ბეროუ (39), 2:1 კინგი (50), 2:2 სიგურდსონი (62), 3:2 კუკი (78)
ბორნმუთი (4-4-1-1): ბორუცი - სმიტი, ფრანსისი, კუკი, დენიელსი - რიტჩი, გოსლინგი (46. ო’კეინი), სურმანი, გრადელი (76. პიუ) - კინგი - აფობე (65. გრაბანი)
სუონსი (4-2-3-1): ფაბიანსკი - რანხელი, ფერნანდესი, უილიამსი, ტეილორი - კორკი, ფერი (84. კი) - სიგურდსონი, რუტლეჯი (60. გომისი), ბეროუ (80. ემნესი) - პალოსკი
გაფრთხილება: გოსლინგი -
კუთხური: 5-3 ჯარიმა: 12-11 თამაშგარე: 1-1 კარში დარტყმა: 12(4)-12(4) ბურთის ფლობა: 44%-56%
მაყურებელი: 11 179
სტოკი-საუთჰემპტონი 1:2
გოლები: 0:1 პელე (11), 0:2 პელე (30), 1:2 არნაუტოვიჩი (52)
სტოკი (4-2-3-1): ბატლენდი - კემერონი, შოუკროსი, ვოლშაიდი, პიტერსი (90+2. უოლტერსი) - უელანი (78. კრაუჩი), იმბულა - აფელაი, შაქირი (31. ბოიანი), არნაუტოვიჩი - დიუფი
საუთჰემპტონი (4-2-3-1): ფორსტერი - მარტინა, ვან დეიკი, ბერტრანი, ტარგეტი (80. იოშიდა) - კლასი (69. უორდ-პრაუსი), რომეუ - ტადიჩი (75. მანე), დევისი, ლონგი - პელე
გაფრთხილება: პიტერსი - კლასი, დევისი
გაძევება: მანე (90+1)
კუთხური: 1-4 ჯარიმა: 13-12 თამაშგარე: 0-1 კარში დარტყმა: 13(2)-11(4) ბურთის ფლობა: 61%-39%
მაყურებელი: 27 833
13 მარტი
ასტონ ვილა-ტოტენჰემი 0:2
გოლები: 0:1 კეინი (45), 0:2 კეინი (48)
ასტონ ვილა (4-3-3): გუზანი - ჰატონი, ოკორე, ლესკოტი, სისოხო - ვერეტო (62. გრინი), ვესტვუდი, გეიე - ხილი (70. სინკლერი), ჯ. აიუ, ჟესტედი
ტოტენჰემი (4-2-3-1): ლორისი - უოკერი, ალდერვეირელდი, ვიმერი, როუზი - დაიერი, დემბელე - ლამელა (90. შადლი), ერიკსენი (78. კეროლი), ალი (87. მეისონი) - კეინი
გაფრთხილება: -
კუთხური: 5-8 ჯარიმა: 6-6 თამაშგარე: 3-2 კარში დარტყმა: 11(2)-19(8) ბურთის ფლობა: 38%-62%
მაყურებელი: 32 393
14 მარტი
ლესტერი-ნიუკასლი 00:00
ბომბარდირები: 19 - ჯეიმი ვარდი (ლესტერი), ჰარი კეინი (ლესტერი); 18 - რომელუ ლუკაკუ (ევერტონი); 16 - სერხიო აგუერო (სიტი); 15 - რიად მაჰრეზი (ლესტერი); 14 - ოდიონ იგალო (უოტფორდი); 12 - ოლივიე ჟირუ (არსენალი); 11 - ჯერმინ დეფო (სანდერლენდი), დიეგო კოსტა (ჩელსი); 10 - მარკო არნაუტოვიჩი
მომდევნო ტური
19 მარტი:
ევერტონი-არსენალი, კრ. პალასი-ლესტერი, ვესტ ბრომვიჩი-ნორვიჩი, უოტფორდი-სტოკი, ჩელსი-ვესტ ჰემი, სუონსი-ასტონ ვილა
20 მარტი:
საუთჰემპტონი-ლივერპული, ნიუკასლი-სანდერლენდი, ტოტენჰემი-ბორნმუთი, სიტი-იუნაიტედი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"