* მხოლოდ "სანდერლენდსა" (2005/06) და "დერბის" (2007/08) ჰქონდათ იმაზე ცოტა (10) ქულა 30 ტურის მერე, ვიდრე ახლა აქვს (16) "ასტონ ვილას".
* ჰარი კეინმა ბირმინგელემელებთან ბოლო 4 თამაშში 4 გოლი გაიტანა. "ვილა" კეინის ერთ-ერთი საყვარელი მეტოქეა.
* უკანასკნელ 12 საგარეო პრემიერლიგურ შეხვედრაში "სიტის" მარტოოდენ 8 გოლი აქვს გატანილი.
* 2008/09 წლების სეზონის მერე, "მანჩესტერ სიტის" 29 ტურის შემდეგ ასე ცოტა (51) ქულა
* "ნორვიჩს" უკვე 10 ტურია, არ უმარჯვია. ასეთი ცუდი სერია "იადონებს" უმაღლეს ლიგაში 2004 წლის მერე არ ჰქონიათ, როდესაც 13 ტური მიაყოლეს მოგების გარეშე.
* "ნორვიჩმა" "სიტის" კარში ზუსტად ერთხელაც ვერ დაურტყა. ამ სეზონში ნორვიჩელებს მსგავსი რამ არ მოსვლიათ. საერთოდ, ბოლოს, როდესაც პრემიერლიგის მატჩში მათ მეტოქეს ერთხელაც ვერ დაურტყეს, 2013 წლის აპრილში მოხდა.
* რასელ მარტინმა "იადონების" მაისურით პრემიერლიგაში თავისი 120-ე მატჩი ჩაატარა და ამით მარკ ბოუენს გადაასწრო. იგი გუნდის რეკორდსმენია.
* გრაციანო პელემ პრემიერლიგაში მეხუთედ შეასრულა დუბლი, მაგრამ პირველად საგარეო შეხვედრაში.
* პელემ "სტოკთან" ორჯერ გაიტანა, ანუ იმდენჯერვე, რამდენჯერაც წინა 17 მატჩში შეძლო იტალიელმა თავის გამოჩენა.
* საინტერესოა, რომ დუშან ტადიჩმა ზედიზედ ორ პრემიერლიგურ მატჩში საგოლე პასი პირველად გააკეთა.
* "ბრიტანიაზე" გამართულ ბოლო 10 შეხვედრაში მარკო არნაუტოვიჩმა 7 გოლი გაიტანა და ერთხელ ასისტენტად მოგვევლინა.
* "ბორნმუთმა" პირველად შეძლო მიჯრით ორი საშინაო გამარჯვების მოპოვება პრემიერლიგაში.
* მაქს გრადელმა უშუალოდ პრემიერლიგაში თავისი სადებიუტო გოლი შეაგდო. ქვედა ლიგაში კი იქამდე ლიდსის მაისურით ჰქონდა გატანილი 2011 წლის აგვისტოში.
* მეტ რიტჩის ახლა უკვე 26 საგოლე პასი აქვს "ბორნმუთის" მაისურით, ანუ 10-ით მეტი, ვიდრე რომელიმე სხვა ფეხბურთელს მისი "ალუბლებში" გადასვლის დღიდან (ანუ 2013 წლის იანვრიდან).
* "სუონსიმ" საგარეო შეხვედრებში მხოლოდ ერთხელ შეძლო კარის მშრალად შენახვა. ამაზე ცუდი შედეგი ოდენ "ნორვიჩს" აქვს, რომელმაც სტუმრად ჩატარებულ ყველა მატჩში გაუშვა.
* 2016 წელს პრემიერლიგაში გილფი სიგურდსონს უკვე 7 გოლი აქვს გატანილი და ისლანდიელი ამ მხრივ მხოლოდ სერხიო აგუეროს ჩამორჩება. არგენტინელის აქტივში 9 ბურთია.
* მოდუ ბეროუ გახდა პირველი გამბიელი, რომელმაც პრემიერლიგაში გოლი გაიტანა. შესაბამისად, ამ ტურნირში უკვე 95 სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენელს აქვს გოლი გატანილი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"