* "ჩელსის" 14 ტურია, არ წაუგია.
* ჯერმინ დეფომ პრემიერლიგაში 140-ე გოლი გაიტანა.
"მანჩესტერ სიტის" სერიოზული პრობლემები რომ აქვს, "იუნაიტედთან" დერბიში კიდევ ერთხელ დავინახეთ. უიღბლობაც თავისას აკეთებს, რადგან "ქალაქელებს" ისედაც აკლდათ მოთამაშეები და მანუელ პელეგრინის კვლავაც ორი იძულებითი ცვლილების განხორციელება მოუხდა - ჯო ჰარტი და რაჰიმ სტერლინგი დაშავდნენ - მაგრამ მარტო ამას ვერ დავაბრალებთ დერბიში მარცხს.
თანაც, საკადრო პრობლემები "წითელ ეშმაკებსაც" ჰქონდათ, მაგრამ
ამ შეხვედრის ერთადერთი გოლი "იუნაიტედის" ახალმა ვარსკვლავმა მარკუს რაშფორდმა გაიტანა, რომელმაც კარგი კომბინაცია ტექნიკური და ლამაზი თამაშით დააგვირგვინა და კარიერაში თავისი პირველი დერბი ასეთი ეფექტური და მნიშვნელოვანი გოლით აღნიშნა.
"ვესტ ჰემი" უკვე მე-4 ადგილზე იქნებოდა, "ჩელსისთან" თავისი დერბი რომ მოეგო და "ჩაქუჩები" 89-ე წუთამდე იგებდნენ კიდეც, სანამ პენალტი არ დაინიშნა, რომელიც, წესით, არც გახლდათ დასანიშნი, რადგან თამაშის წესი საჯარიმოს გარეთ დაირღვა.
არადა, სლავენ ბილიჩის გუნდი ორჯერ იგებდა - ჯერ მანუელ ლანსინის შესანიშნავი დარტყმით, რაც სესკ ფაბრეგასმა დიდებული საჯარიმოთი გაქვითა, მერე კი ენდი კეროლის გოლით, მაგრამ ბოლოს იმავე ფაბრეგასმა საკამათო სიტუაციაში დანიშნული პენალტი გარდასახა და... გუს ჰიდინკს 13 ტურია, არ წაუგია, კონკრეტულად "ლურჯებს" კი - 14.
ცხრილის კენწეროში ისევ "ლესტერია" წამომჯდარი. ჯეიმი ვარდის პასით რიად მაჰრეზმა კლაუდიო რანიერის "მელიებს" მორიგი 1:0 მოაგებინა. "კრისტალ პალასის" მოუგებელი სერია კი 13 ტურამდე გაიწელა. ლესტერშირელებმა პრაგმატულად, ანგარიშის დაცვაზე, შედეგზე ითამაშეს და თავისას დამსახურებულად კი მიაღწიეს, მაგრამ ბოლოს ისინი ხარიხამ გადაარჩინა.
ამასობაში, ბომბარდირთა დავაში ვარდის გაასწრო ჰარი კეინმა, რომელმაც პირველივე წუთზე გაუტანა "ბორნმუთს" და მალევე მეორეც შეაგდო. მეორე ტაიმში კი კრისტიან ერიკსენმა იმავე კეინის დარტყმულს დაამატა და "დეზებმა" ცალი ფეხით მოუგეს "ბორნმუთს", რომელსაც ქულები ისე აღარ სჭირდება და ჟინის ნაკლებობა დაეტყო.
თუ "ტოტენჰემმა" არ გაუშვა უფრო წინ "ლესტერი", ორივე მათგანთან ძალაში დატოვა სხვაობა "არსენალმაც". არასტაბილური "ევერტონისას" ვერაფერს გაიგებ, რობერტო მარტინესის ბიჭებმა პირველსავე ტაიმში დაყარეს ფარ-ხმალი. ალექსის სანჩესის დიდოსტატური პასის მერე ანგარიში დენი უელბეკმა გახსნა, ხოლო ნორჩმა აივობიმ ბელერინის ჩინებული გრძელი გადაცემის მერე შეაგდო და ეს ვენგერის ბიჭებისთვის საკმარისი გამოდგა.
ცოტა იწვალა "სუონსიმ", მაგრამ გილფი სიგურდსონმა ფედერიკო ფერნანდესს გაატანინა და უელსურმა კლუბმა "ასტონ ვილასთან" დაგეგმილი 3 ქულა აიღო. დაგეგმილი არა, მაგრამ ნანატრი გამარჯვება მოიპოვა "ნორვიჩმა". ალექს ნილმა, როგორც იქნა, ცოტა ამოისუნთქა. თანაც, "იადონებმა" გასვლაზე მოუგეს "ვესტ ბრომვიჩს", რაც რთული გასაკეთებელია.
"ნორვიჩს" იმაშიც გაუმართლა, რომ ტაინ-უირის დერბი ფრედ დასრულდა. ჯერმინ დეფოს 140-ე პრემიერლიგური გოლით უფრო მწვავე "სანდერლენდი" მიჯრით მე-7 მატჩს უგებდა "ნიუკასლს", მაგრამ რაფაელ ბენიტესი და მისი ჯორდები ალექსანდრ მიტროვიჩის გვიანმა გოლმა გადაარჩინა.
ბოლოსკენ მიტროვიჩი უსიამოვნო შეჯახებისას მოცელილივით დაეცა. მერე წამოდგა და ჯიუტად ირწმუნებოდა, თამაში უნდა გავაგრძელოო, მაშინ, როდესაც ექიმი ამის კატეგორიული წინააღმდეგი გახლდათ. საბედნიეროდ, მედიკოსებმა და ბენიტესმა სერბი ფორვარდი როგორღაც გააკავეს და მინდორზე შებრუნება გადააფიქრებინეს, თორემ მის ჯანმრთელობას შეიძლებოდა საფრთხე დამუქრებოდა.
საფრთხე დაემუქრა "ლივერპულის" რამდენიმე ქომაგის შეტევას და იურგენ კლოპსაც გაეზარდა გულის დაავადებების რისკი, რადგან ისეთი რაღაცების გაკეთება, რაც მერსისაიდელებმა "სენტ მეტიზე" ჩაიდინეს, მხოლოდ ბოლო პერიოდის "ლივერპულს" შეუძლია.
გუნდი, თითქოს, მშვიდად და წყნარად იგებდა 0:2-ს. თანაც, ერთი დანიელ სტარიჯმა შეაგდო, მეორე ასევე ცოტა ხნის წინ დაბრუნებულმა კოუტინიომ. დაბრუნდა მარტინ შკრტელიც. ყველაფერი, თითქოს, გეგმის მიხედვით მიდიოდა და, როდესაც შეცვლაზე შესულმა სადიო მანემ პენალტი გააფუჭა, "წმინდანები" ფსიქოლოგიურად უნდა გატეხილიყვნენ, მაგრამ... მანემ ვერ მოისვენა და მატჩის გმირად იქცა.
მან დუბლი შეასრულა, ხოლო შუალედში გრაციანო პელემ შეაგდო. შედეგად, რონალდ კუმანის ბიჭებმა 3:2 იმარჯვეს. ისე, ოთხეულამდე არც ისე შორია...
XXXI ტური
19 მარტი
ევერტონი-არსენალი 0:2
გოლები: 0:1 უელბეკი (7), 0:2 აივობი (42)
ევერტონი (4-2-3-1): რობლესი - კოულმენი, ჯაგიელკა, ფუნეს მორი, ბეინსი - ბეშიჩი (46. სტოუნსი), მაკარტი - ბარკლი (73. დეულოფეუ), კლევერლი, ლენონი - ლუკაკუ (89. ბერი)
არსენალი (4-2-3-1): ოსპინა - ბელერინი, გაბრიელი, კოშელნი, მონრეალი - კოკლენი, ელნენი - აივობი (86. ჩემბერსი), იოზილი (74. გიბსი), სანჩესი - უელბეკი (75. ჟირუ)
გაფრთხილება: -
კუთხური: 7-5 ჯარიმა: 7-10 თამაშგარე: 1-3 კარში დარტყმა: 8(2)-11(3) ბურთის ფლობა: 54%-46%
მაყურებელი: 39 270
კრ. პალასი-ლესტერი 0:1
გოლი: 0:1 მაჰრეზი (34)
კრ. პალასი (4-4-2): ჰენესი - უორდი, დანი, დელანი, სუარე (46. კელი) - იედინაკი, ლედლი (79. გეილი), ზაჰა, კაბაი - ბოლაზი, ადებაიორი (46. საკო)
ლესტერი (4-4-2): შმეიხელი - სიმპსონი, მორგანი, ჰუტი, ფუხსი - დრინკვოტერი, კანტე, ოლბრაიტონი, მაჰრეზი (86. შლუპი) - ოკაზაკი (76. ულოა), ვარდი (90+1. ამარტეი)
გაფრთხილება: სუარე - შმეიხელი
კუთხური: 10-7 ჯარიმა: 9-13 თამაშგარე: 0-0 კარში დარტყმა: 12(4)-8(3) ბურთის ფლობა: 56%-44%
მაყურებელი: 25 041
ჩელსი-ვესტ ჰემი 2:2
გოლები: 0:1 ლანსინი (17), 1:1 ფაბრეგასი (45+3), 1:2 კეროლი (61), 2:2 ფაბრეგასი (89-პენ.)
ჩელსი (4-2-3-1): კურტუა - ივანოვიჩი, კეჰილი, ტერი, ასპილიკუეტა - მიკელი, ფაბრეგასი - ვილიანი, ოსკარი (84. ლოფტუს-ჩიკი), კენედი (46. პედრო) - რემი (62. ტრაორე)
ვესტ ჰემი (4-2-3-1): ადრიანი - ანტონიო, რიდი, ოგბონა, კრისუელი - კუიატე, ნოუბლი - ლანსინი (82. ობიანგი), პაიე, ვალენსია (75. ემენიკე) - სახო (60. კეროლი)
გაფრთხილება: ივანოვიჩი, ფაბრეგასი, ვილიანი - რიდი, ოგბონა, კუიატე, ანტონიო, ადრიანი
კუთხური: 10-9 ჯარიმა: 13-14 თამაშგარე: 1-2 კარში დარტყმა: 22(5)-12(5) ბურთის ფლობა: 59%-41%
მაყურებელი: 41 623
უოტფორდი-სტოკი 1:2
გოლები: 0:1 უოლტერსი (18), ხოსელუ (51), 1:2 დინი (86)
უოტფორდი (4-4-2): გომესი - ნიომი, კატკარტი, ბრიტოსი, აკე (76. ანია) - კაპუ, სუარესი, ბეჰრამი (55. გედიურა), ხურადო (55. ამრაბატი) - დინი, იგალო
სტოკი (4-2-3-1): ბატლენდი - ბერდსლი, კემერონი, ვოლშაიდი, მუნიესა - უელანი, იმბულა - აფელაი (84. დიუფი), უოლტერსი, არნაუტოვიჩი (84. აირლენდი) - ხოსელუ
გაფრთხილება: კაპუ, ნიომი, გედიურა - უოლტერსი
კუთხური: 9-2 ჯარიმა: 10-14 თამაშგარე: 2-4 კარში დარტყმა: 9(4)-9(6) ბურთის ფლობა: 52%-48%
მაყურებელი: 20 759
ვესტ ბრომვიჩი-ნორვიჩი 0:1
გოლი: 0:1 ბრეიდი (50)
ვესტ ბრომვიჩი (4-2-3-1): ფოსტერი - დოუსონი, მაკკოლი, ოლსონი (60. მაკკლინი), ევანსი - ფლეტჩერი, იაკობი - გარდნერი (73. პიტჩარდი), სესენიონი (86. ლამბერტი), ბერაჰინო - რონდონი
ნორვიჩი (4-4-2): ჯ. რადი - მარტინი, კლოზე, ბასონგი, ოლსონი - ო’ნილი, ჰოუსონი, ჯერვისი (90+5. ივო პინტუ), ბრეიდი (77. ოფოე) - ბამფორდი (72. ნეისმიტი), მბოკნი
გაფრთხილება: მაკკოლი - ოფოე, ჰოუსონი
კუთხური: 4-3 ჯარიმა: 8-13 თამაშგარე: 4-2 კარში დარტყმა: 10(0)-7(1) ბურთის ფლობა: 50%-50%
მაყურებელი: 25 039
სუონსი-ასტონ ვილა 1:0
გოლი: 1:0 ფერნანდესი (53)
სუონსი (4-2-3-1): ფაბიანსკი - ანხელ რანხელი, ფერნანდესი, უილიამსი, კინგსლი (86. რუტლეჯი) - კორკი, კი (46. ბრიტონი) - სიგურდსონი, ბეროუ (78. ნოტონი), ფერი - გომისი
ასტონ ვილა (4-2-3-1): გუზანი - ჰატონი, ლესკოტი, კლარკი, სისოხო - გეიე, ვესტვუდი - ვერეტო (61. გრინი), ხილი (74. აგბონლაჰორი), ჯ. აიუ - ჟესტედი
გაფრთხილება: სიგურდსონი, რუტლეჯი, ბრიტონი - სისოხო, ლესკოტი
კუთხური: 4-6 ჯარიმა: 9-10 თამაშგარე: 3-0 კარში დარტყმა: 10(1)-12(2) ბურთის ფლობა: 54%-46%
მაყურებელი: 20 454
20 მარტი
ნიუკასლი-სანდერლენდი 1:1
გოლები: 0:1 დეფო (44), 1:1 მიტროვიჩი (83)
ნიუკასლი (4-2-3-1): ელიოტი - იანმაატი (71. ანიტა), მბემბა, ლასკელსი, კოლბეკი (62. დე იონგი) - შელვი, ვეინალდუმი - სისოკო, თაუნსენდი (76. სისე), აიოსე პერესი - მიტროვიჩი
სანდერლენდი (4-1-4-1): მანონე - იედლინი, კონე, ქაბული (73. ო’ში), ვან ანჰოლტი - კირკხოფი (84. კატერმოლი) - მ’ვილა, როდუელი, ხაზრი (75. ნ’დოი), ბორინი - დეფო
გაფრთხილება: კოლბეკი, იანმაატი, შელვი, მიტროვიჩი - მანონე
კუთხური: 2-5 ჯარიმა: 14-7 თამაშგარე: 1-1 კარში დარტყმა: 16(7)-14(4) ბურთის ფლობა: 60%-40%
მაყურებელი: 52 311
საუთჰემპტონი-ლივერპული 3:2
გოლები: 0:1 კოუტინიო (17), 0:2 სტარიჯი (22), 1:2 მანე (64), 2:2 პელე (83), 3:2 მანე (86)
საუთჰემპტონი (4-4-2): ფორსტერი - მარტინა, ვან დეიკი, ფონტე, ბერტრანი - კლასი (46. ვანიამა), რომეუ (69. უორდ-პრაუსი), დევისი, ტადიჩი (46. მანე) - ლონგი, პელე
ლივერპული (4-4-2): მინოლე - ფლენეგანი, ლოვრენი (46. შკრტელი), სახო, კლაინი - ალენი (87. ოჯო), ჯანი, კოუტინიო, ლალანა - ორიჯი, სტარიჯი (70. ბენტეკე)
შენიშვნა: მანემ ვერ გაიტანა პენალტი (49)
გაფრთხილება: მანე - ლოვრენი, ჯანი, შკრტელი
კუთხური: 3-5 ჯარიმა: 10-13 თამაშგარე: 3-2 კარში დარტყმა: 16(5)-18(9) ბურთის ფლობა: 49%-51%
მაყურებელი: 31 596
ტოტენჰემი-ბორნმუთი 3:0
გოლები: 1:0 კეინი (1), 2:0 კეინი (16), 3:0 ერიკსენი (52)
ტოტენჰემი (4-2-3-1): ლორისი - უოკერი, ალდერვეირელდი, ვიმერი, როუზი - დაიერი (90. შადლი), დემბელე - ლამელა (66. კეროლი), ერიკსენი, ალი (82. მეისონი) - კეინი
ბორნმუთი (4-4-2): ბორუცი - სმიტი, ფრანსისი, კუკი, დენიელსი - სურმენი, რიტჩი, გრადელი (70. პიუ), არტერი (46. ო’კეინი) - კინგი, აფობე (46. გრაბანი)
გაფრთხილება: - ფრანსისი
კუთხური: 4-5 ჯარიმა: 11-6 თამაშგარე: 3-5 კარში დარტყმა: 16(7)-2(0) ბურთის ფლობა: 63%-37%
მაყურებელი: 36 084
სიტი-მანჩესტერი 0:1
გოლი: 0:1 რაშფორდი (16)
სიტი (4-4-2): ჰარტი (50. კაბალიერო) - სანია, დემიკელისი (53. ბონი), მანგალა, კლიში - ფერნანდინიო, იაია ტურე - სილვა, ნავასი, სტერლინგი (26. ფერნანდო) - აგუერო
მანჩესტერი (4-2-3-1): დე ხეა - დარმიანი (84. ფოსუ-მენსა), სმოლინგი, ბლინდი, როხო (63. ვალენსია) - კერიკი, შნეიდერლენი - მატა (70. შვაინშტაიგერი), ლინგარდი, მარსიალი - რაშფორდი
გაფრთხილება: მანგალა - სმოლინგი
კუთხური: 11-5 ჯარიმა: 9-12 თამაშგარე: 2-1 კარში დარტყმა: 26(3)-5(4) ბურთის ფლობა: 54%-46%
მაყურებელი: 54 557
ბომბარდირები: 21 - ჰარი კეინი (ტოტენჰემი); 19 - ჯეიმი ვარდი (ლესტერი); 18 - რომელუ ლუკაკუ (ევერტონი); 16 - სერხიო აგუერო (სიტი), რიად მაჰრეზი (ლესტერი); 14 - ოდიონ იგალო (უოტფორდი); 12 - ოლივიე ჟირუ (არსენალი), ჯერმინ დეფო (სანდერლენდი); 11 - დიეგო კოსტა (ჩელსი); 10 - მარკო არნაუტოვიჩი (სტოკი)
მომდევნო ტური
2 აპრილი:
ასტონ ვილა-ჩელსი, ვესტ ჰემი-კრ. პალასი, ბორნმუთი-სიტი, ნორვიჩი-ნიუკასლი, სტოკი-სუონსი, არსენალი-უოტფორდი, სანდერლენდი-ვესტ ბრომვიჩი, ლივერპული-ტოტენჰემი
3 აპრილი:
ლესტერი-საუთჰემპტონი, მანჩესტერი-ევერტონი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"