ტურის ცენტრალური მატჩი "ენფილდზე" გაიმართა, სადაც "ლივერპული" "ტოტენჰემს" 1:1 დაუზავდა. მეორე ტაიმში ფილიპე კოუტინიომ დააწინაურა მასპინძლები, მაგრამ ბომბარდირთა დავის ლიდერმა ჰარი კეინმა ლონდონური კლუბი მარცხისგან იხსნა. ახლა "ტოტენჰემი" ლიდერ "ლესტერს" 4 ქულით ჩამორჩება, მაგრამ "ლესტერს" მატჩი რეზერვში აქვს.
იურგენ კლოპი (ლივერპული): "დღეს მოგებაც შეგვეძლო, ამიტომ შედეგით კმაყოფილი ვერ ვიქნები, თუმცა ავღნიშნავ, რომ მატჩში ორი უმაღლესი კლასის გოლი გავიდა".
ლონდონის "ჩელსიმ" სტუმრად გაანადგურა გასავარდნად განწირული "ასტონ ვილა". პედრო როდრიგესმა დუბლი
ასეთივე ანგარიშით დაამარცხა "მანჩესტერ სიტიმ" სტუმრად "ბორნმუთი".
ხოლო "არსენალმა" შინ - "უოტფორდი".
არსენ ვენგერი (არსენალი): "ძალიან გახარებული ვარ, ეს შედეგი ჩემპიონობისთვის ბრძოლის შანსს გვიტოვებს. მაგრამ, მოდი, ვიყოთ პრაგმატულები და რეალისტები, ჩვენი მიზანი უბრალოდ, მომდევნო მატჩის მოგებაა".
ასტონ ვილა-ჩელსი 0:4
გოლები: 0:1 ლოფტუს-ჩიკი (26), 0:2 პატო (45-პენ), 0:3 პედრო (46), 0:4 პედრო (59)
გაძევება: ჰატონი (85)
ვესტ ჰემი-კრ. პალასი 2:2
გოლები: 0:1 დელეინი (15), 1:1 ლანსინი (18), 2:1 პაიე (41), 2:2 გეილი (75)
გაძევება: კუაიტე (67. ვესტ ჰემი)
ბორნმუთი-სიტი 0:4
გოლები: 0:1 ფერნანდო (7), 0:2 დე ბრუინი (12), 0:3 აგუერო (19), 0:4 კორალოვი (90)
ნორვიჩი-ნიუკასლი 3:2
გოლები: 1:0 კლოზე (45), 1:1 მიტროვიჩი (71), 2:1 მბოკანი (74), 2:2 მიტროვიჩი (86-პენ), 3:2 ოლსონი (90)
სტოკი-სუონსი 2:2
გოლები: 1:0 აფელაი (13), 2:0 კრკიჩი (53), 2:1 სიგურდსონი (68), 2:2 პალოსკი (79)
არსენალი-უოტფორდი 4:0
გოლები: 1:0 ა. სანჩესი (4), 2:0 აიობი (38), 3:0 ბელერინი (48), 4:0 უოლკოტი (90)
სანდერლენდი-ვესტ ბრომვიჩი 0:0
ლივერპული-ტოტენჰემი 1:1
გოლები: 1:0 კოუტინიო (51), 1:1 კეინი (63)
კვირა. 3 აპრილი
ლესტერი-საუთჰემპტონი 16:30
მანჩესტერი-ევერტონი 19:00
1. ლესტერი - 66 ქულა; 2. ტოტენჰემი - 62; 3. არსენალი - 58; 4. სიტი - 54; ვესტ ჰემი - 51.