პრემიერლიგა. XXXII ტური: ოცნების ახდენამდე 6 ტურია [VIDEO]

AutoSharing Option
* "მანჩესტერი" პირველი კლუბია, რომელმაც პრემიერლიგის საშინაო მატჩებში 1 000 გოლი გაიტანა.

* "ოლდ ტრაფორდის" ერთ-ერთ ტრიბუნას ბობი ჩარლტონის სახელი მიენიჭა.

* ლონდონის "ჩელსის" წაუგებელმა სერიამ 15 ტურს მიაღწია.

ცენტრალური შეხვედრა
ტურის მთავარი მატჩი "ენფილდზე" იყო და მან მოლოდინი ნამდვილად გაამართლა. ტემპიანი და საინტერესო მატჩი, რომელშიც მთავარი ამბები მეორე ტაიმში მოხდა, საბოლოოდ ფრედ დასრულდა - 1:1.

რაც იმას ნიშნავს, რომ "ლივერპულმა" "ტოტენჰემს" გვარიანად გაუფუჭა საქმე და "დეზების" საჩემპიონო ამბიციებს დიდი ზიანი მიაყენა. მერსისაიდელები ფილიპე კოუტინიოს კოხტა გოლით იგებდნენ, რომელიც ბრაზილიელმა სტარიჯთან
ლამაზად გათამაშებული კომბინაციის შედეგად გაიტანა.

მასვე კიდევ ერთი-ორი მომენტი ჰქონდა, მაგრამ... "დეზთა" ბანაკიდან თავი კვლავაც ჰარი კეინმა გამოიჩინა, რომელმაც ოსტატური დარტყმით გაათანაბრა, კრისტიან ერიკსენის მშვენიერი პასის მერე. მეტი მაურისიო პოჩეტინოს ბიჭებმა ვეღარ გააკეთეს, რის გამოც მათი ჩემპიონობის შანსები ერთიორად შემცირდა, თანაც, "ტოტენჰემის" რთული კალენდრის გათვალისწინებით.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

1:0-ები
იცოდა რა უშუალო კონკურენტების შედეგების შესახებ, "ლესტერს" ესმოდა, რომ მოგება გუნდს ძალიან დიდ ნაბიჯს გადაადგმევინებდა ტრიუმფისკენ. კლაუდიო რანიერიმ იცოდა ისიც, რომ "საუთჰემპტონი" ფორმაშია და რთულად დასამარცხებელი კლუბია.

ამიტომაც "მელიები" ბოლო ტურებისთვის დამახასიათებლად, ფრთხილად თამაშობდნენ. შინჯი ოკაზაკიმ რამდენჯერმე კი წაიფაფხურა, მაგრამ პირველი რეალური მომენტი "წმინდანებს" ჰქონდათ, სადიო მანემ აშკარა საგოლე შანსი გაანიავა.

"ლესტერის" გუნდურობას ხაზი 38-ე წუთზე გაესვა, როდესაც კაპიტანმა უეს მორგანმა სეზონში თავისი პირველი გოლი შეაგდო, კიდევ ერთი მცველის, კრისტიან ფუხსის ჩაწოდების შემდეგ. ფრეიზორ ფორსტერმა ვერაფერი ქნა, მაგრამ სხვა ეპიზოდებში რამდენჯერმე იხსნა თავისიანები.

ერთ ეპიზოდში რობერტ ჰუტს ბურთი ხელზე მოხვდა, მაგრამ მსაჯმა პენალტი არ დანიშნა. თავისი გასახსენელები მომენტები აქვთ მასპინძლებსაც. მოკლედ, ლესტერშირელებმა ფანები ცოტა ანერვიულეს, მაგრამ თავისას მაინც მიაღწიეს და რანიერიმ ზედიზედ მეოთხედ მოიგო 1:0. უდიდესი სენსაცია კიდევ უფრო მოახლოვდა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

კვირა დღე შაბათისგან განსხვავებით მწირგოლიანი და ფრთხილი იყო და ერთმა გოლმა გადაწყვიტა ყველაფერი "ოლდ ტრაფორდზეც", სადაც "მანჩესტერს" მოგება ძალიან სჭირდებოდა.

ლუი ვან გაალი ექსპერიმენტებს აგრძელებს, ხოლო მისი გუნდი მძიმედ თამაშს - "წითელმა ეშმაკებმა" მეტოქის კარში ზუსტად სულ 2-ჯერ დაარტყეს, ერთხელ გოლისას და მეორედ მატჩის მიწურულს, უწყინარად... მაგრამ მაინც მოიგეს.

გმირად ანტონი მარსიალი იქცა, რომელმაც მასპინძლების ლამაზი და იშვიათი კომბინაცია დააგვირგვინა. ამ გათამაშებაში მონაწილეობა ახალმა სახეებმა, რაშფორდმა და შეცვლაზე აქტიურად შემოსულმა ფოსუ-მენსამაც მიიღეს.

გადასარევად არც "ევერტონი" გამოიყურებოდა, მაგრამ რეალურად უმოტივაციო მერსისაიდელებს გათანაბრების რამდენიმე შანსი ჰქონდათ. მხოლოდ ფილ ჯაგიელკას შეეძლო ორჯერ გატანა, ერთხელ მან ხარიხას გაარტყა. დავიდ დე ხეა კი კვლავაც საიმედოდ იდგა და მორიგი "შათაუთიც" შემოგვთავაზა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

4:0-ები
როგორც იქნა, შედგა ალეშანდრე პატოს დებიუტი "ჩელსის" მაისურით. ბრაზილიელი "ასტონ ვილასთან" შეხვედრაში დაშავებული ლოიკ რემის ნაცვლად გამოვიდა. გუს ჰიდინკმა სწორედ ის შეუშვა და არა ასევე მომჯობინებული რადამელ ფალკაო. პატომ კი ტაიმის მიწურულს პენალტი გამოიმუშავა და თავადვე გაიტანა.

იქამდე ლოფტუს-ჩიკს თავი უკვე გამოეჩინა. მერე კი პედრომ დუბლი გაიფორმა და "ჩელსიმ" მშვიდად მოიგო. "ლურჯებს" პრემიერლიგაში უკვე 15 ტურია, არ წაუგიათ, პირადად ჰიდინკს კი 14 თამაშია, არ წაუგია. ჰოლანდიელის სარეკორდო მსვლელობა გრძელდება.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

უმალვე დაეტყო კევინ დე ბრუინის დაბრუნება "სიტის". "ქალაქელები" "ბორნმუთს" მე-19 წუთზე უკვე 3:0-ს უგებდნენ და ბელგიელის წვლილი ამაში საგრძნობი გახლდათ. "ბორნმუთი" ამ შეხვედრისთვის აშკარად ვერ განეწყო და სწრაფად გაშვებულმა გოლებმა ედი ჰაუს ბიჭებს ხასიათი ბოლომდე წაუხდინა. ბოლოსკენ კოლაროვმა ლამაზი დარტყმით დასვა წერტილი - 0:4. სხვათა შორის, სამირ ნასრიც დაბრუნდა და სერბს სწორედ მან უპასა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ასევე 4:0 მოიგო და პირველივე ტაიმში გადაწყვიტა მატჩის ბედი "არსენალმაც". ალექსის სანჩესმა ჯერ თავად შეაგდო, მერე კი კვლავაც ძირითადში მოხვედრილ ალექს აივობის გაატანინა. "მეთოფეებმა" "უოტფორდს" მეორე ტაიმში ორიც (ბელერინი, უოლკოტი) დაუმატეს და სათასო მარციხსთვის შური იძიეს.

იხილეთ ვიდეო

Sportall.Ge



დერბი
4-გოლიან თამაშებზე საუბარი "ბოლეინ გრაუნდით" გავაგრძელოთ. იქ "კრისტალ პალასი", რაღა თქმა უნდა, მცველის, ამჯერად და კერძოდ, დელანის წყალობით დაწინაურდა. მალევე მანუელ ლანსინიმ მორიგი გოლი შეაგდო.

აი, ტაიმის მიწურულს კი დიმიტრი პაიემ არაამქვეყნიური სილამაზის ჯარიმა გაიტანა და "ჩაქუჩები" დაწინაურდნენ. ყველაფერი სლავენ ბილიჩის გეგმის მიხედვით მიდიოდა, მაგრამ... 67-ე წუთზე შიეხუ კუიატემ კლატენბურგს თავი გააძევებინა. შეცვლაზე შემოსულმა დუაით გეილმა კი გაათანაბრა. "პალასს" თავდამსხმელის გოლი ეღირსა, მაგრამ მოგება ისევ ვერა. პარდიუ უკვე 14 ტურია, ვერ იგებს. "არწივები" "ავი ძაღლებივით" გამოვიდნენ, ვერც თავად იმარჯვეს და "ვესტ ჰემსაც" არ დაანებეს მოგება.

ბილიჩის გუნდმა ზედიზედ მეორე ლონდონურ დერბიში ითამაშა 2:2 და ორი ქულა დაკარგა. წინ მესამე და ალბათ, გადამწყვეტია - შემდეგ ტურში "არსენალთან" - თუ "ვესტ ჰემი" იმარჯვებს, ოთხეულში შესვლის რეალურ შანსს შეინარჩუნებს.

გადარჩენისთვის ბრძოლა
დიდი შანსია, ტაინ-უირის დერბი მომავალ სეზონში ჩემპიონშიპში ვნახოთ, რადგან "სანდერლენდი" და "ნიუკასლი" ძალზე ცუდად თამაშობენ და გასავარდნ ზონაში არიან. რაფაელ ბენიტესს კი ჯერ დასაფასებელი არაფერი აქვს, შეიძლება თავად ის ჩამოაფასონ, თუ "ნიუკასლი" გავარდა, რასთანაც ახლოსაა.

XXXII ტური
2 აპრილი
ასტონ ვილა-ჩელსი 0:4
გოლები: 0:1 ლოფტუს-ჩიკი (26), 0:2 პატო (45+3), 0:3 პედრო (46), 0:4 პედრო (59)
ასტონ ვილა (4-3-3): გუზანი - ჰატონი, რიჩარდსი, ლესკოტი, სისოხო - გეიე (82. ლიდენი), ვესტვუდი, სანჩესი (67. ბაკუნა) - ხილი (66. გრილიში), ჯ. აიუ, ჟესტედი
ჩელსი (4-2-3-1): კურტუა - ასპილიკუეტა, მიაზგა, ივანოვიჩი, ბაბა - ობი მიკელი, ფაბრეგასი - ლოფტუს-ჩიკი, კენედი (46. ოსკარი), პედრო (74. კლარკ-სალტერი) - რემი (23. პატო)
გაფრთხილება: გეიე, სისოხო, სანჩესი, ჰატონი, ჰატონი, ვესტვუდი - ფაბრეგასი
გაძევება: ჰატონი (85)
კუთხური: 7-2 ჯარიმა: 12-8 თამაშგარე: 0-3 კარში დარტყმა: 13(4)-11(8) ბურთის ფლობა: 41%-59%
მაყურებელი: 31 120

არსენალი-უოტფორდი 4:0
გოლები: 1:0 სანჩესი (4), 2:0 აივობი (38), 3:0 ბელერინი (48), 4:0 უოლკოტი (90)
არსენალი (4-2-3-1): ოსპინა - ბელერინი, გაბრიელი, კოშელნი, მონრეალი - კოკლენი, ელნენი - აივობი (74. უოლკოტი), იოზილი, სანჩესი (79. კემპბელი) - უელბეკი (69. ჟირუ)
უოტფორდი (4-3-1-2): გომესი - ნიომი, კატკარტი, პრიოდლი, აკე - სუარესი, აბდი (69. გედიურა), უოტსონი - კაპუ (41. ანია) - დინი, იგალო (46. ამრაბატი)
გაფრთხილება: ელნენი - ნიომი
კუთხური: 8-3 ჯარიმა: 7-10 თამაშგარე: 1-3 კარში დარტყმა: 19(12)-6(2) ბურთის ფლობა: 69%-31%
მაყურებელი: 59 981

ბორნმუთი-სიტი 0:4
გოლები: 0:1 ფერნანდო (7), 0:2 დე ბრუინი (12), 0:3 აგუერო (19), 0:4 კოლაროვი (90+3)
ბორნმუთი (4-4-2): ბორუცი - სმიტი (68. ელფიკი), ფრანსისი, კუკი, დენიელსი - სურმენი, რიტჩი, გრადელი (84. გოსლინგი), ო’კეინი - კინგი (46. პიუ), გრაბანი
სიტი (4-2-3-1): კაბალიერო - საბალეტა, ოტამენდი, მანგალა, კლიში - ფერნანდინიო, ფერნანდო - სილვა (66. ნასრი), ნავასი, დე ბრუინი (57. კოლაროვი) - აგუერო (79. იჰეანაჩო)
გაფრთხილება: - ფერნანდო
კუთხური: 4-4 ჯარიმა: 9-8 თამაშგარე: 2-4 კარში დარტყმა: 11(2)-15(7) ბურთის ფლობა: 46%-54%
მაყურებელი: 11 192

ნორვიჩი-ნიუკასლი 3:2
გოლები: 1:0 კლოზე (45+2), 1:1 მიტროვიჩი (71), 2:1 მბოკანი (74), 2:2 მიტროვიჩი (86-პენ.), 3:1 ოლსონი (90+3)
ნორვიჩი (4-4-1-1): ჯ. რადი - უიზდომი, ბენეტი, კლოზე, ოლსონი - ო’ნილი, ჰოუსონი, ჯერვისი (75. რედმონდი), ბრეიდი - ნეისმიტი (81. ჰულაჰანი) - მბოკანი (85. ჯერომი)
ნიუკასლი (4-2-3-1): დერლოუ - იანმაატი, მბემბა, ტეილორი, ანიტა (62. მიტროვიჩი) - შელვი, ტიოტე (46. აიოსე პერესი) - სისოკო, თაუნსენდი, ვეინალდუმი - სისე
გაფრთხილება: მაკკოლი - ოფოე, ჰოუსონი
კუთხური: 6-5 ჯარიმა: 6-11 თამაშგარე: 4-3 კარში დარტყმა: 13(6)-13(5) ბურთის ფლობა: 41%-59%
მაყურებელი: 27 137

სტოკი-სუონსი 2:2
გოლები: 1:0 აფელაი (13), 2:0 ბოიანი (53), 2:1 სიგურდსონი (68), 2:2 პალოსკი (79)
სტოკი (4-2-3-1): ჰოგარდი - ბერდსლი, კემერონი, ვოლშაიდი, პიტერსი - უელანი (81. აირლენდი), იმბულა - აფელაი, ბოიანი (74. დიუფი), არნაუტოვიჩი - ხოსელუ
სუონსი (4-3-1-2): ფაბიანსკი - ანხელ რანხელი, ფერნანდესი, უილიამსი, ნოტონი (82. ტეილორი) - კორკი, ბრიტონი (61. მონტერო), ფერი - სიგურდსონი - რუტლეჯი, გომისი (71. პალოსკი)
გაფრთხილება: - უილიამსი
კუთხური: 5-5 ჯარიმა: 6-16 თამაშგარე: 5-1 კარში დარტყმა: 12(5)-12(3) ბურთის ფლობა: 47%-53%
მაყურებელი: 27 649

სანდერლენდი-ვესტ ბრომვიჩი 0:0
სანდერლენდი (4-1-4-1): მანონე - იედლინი, კონე, ქაბული, ვან ანჰოლტი - კირკხოფი - კატერმოლი, მ’ვილა, ხაზრი (82. ნ’დოი), ბორინი - დეფო
ვესტ ბრომვიჩი (4-2-3-1): ფოსტერი - დოუსონი, მაკკოლი, ევანსი, ჩესტერი - სანდრო, იაკობი - ფლეტჩერი, გარდნერი (71. მაკლინი), ბერაჰინო (78. ლეკო) - რონდონი (81. ანიჩებე)
გაფრთხილება: ქაბული - გარდნერი, ევანსი
კუთხური: 9-3 ჯარიმა: 11-13 თამაშგარე: 5-0 კარში დარტყმა: 22(7)-3(0) ბურთის ფლობა: 56%-44%
მაყურებელი: 45 144

ვესტ ჰემი-კრ. პალასი 2:2
გოლები: 0:1 დელანი (15), 1:1 ლანსინი (18), 2:1 პაიე (41), 2:2 გეილი (75)
ვესტ ჰემი (4-2-3-1): ადრიანი - ანტონიო, რიდი, ოგბონა, კრისუელი - კუიატე, ნოუბლი (80. ობიანგი) - ლანსინი, პაიე, ემენიკე (60. კეროლი) - სახო (69. ვალენსია)
კრ. პალასი (4-2-3-1): ჰენესი - უორდი, დანი, დელანი, სუარე - იედინაკი, ლედლი (71. კემპბელი) - ზაჰა (46. გეილი), ბოლაზი, პანჩონი - საკო
გაფრთხილება: ნოუბლი, რიდი - უარდი, საკო
გაძევება: კუიატე (67)
კუთხური: 4-5 ჯარიმა: 12-19 თამაშგარე: 2-5 კარში დარტყმა: 18(6)-11(4) ბურთის ფლობა: 66%-34%
მაყურებელი: 34 857

ლივერპული-ტოტენჰემი 1:1
გოლები: 1:0 კოუტინიო (51), 1:1 კეინი (63)
ლივერპული (4-2-3-1): მინოლე - კლაინი, ლოვრენი, სახო, მორენო - ჯანი, ჰენდერსონი - კოუტინიო, ლალანა (82. ალენი), მილნერი (90+3. აიბი) - სტარიჯი (72. ორიჯი)
ტოტენჰემი (4-2-3-1): ლორისი - უოკერი, ალდერვეირელდი, ვიმერი, როუზი - დაიერი, დემბელე - ერიკსენი, ალი (88. მეისონი), სონი (66. შადლი) - კეინი
გაფრთხილება: კოუტინიო, ჯანი -
კუთხური: 12-9 ჯარიმა: 11-11 თამაშგარე: 0-1 კარში დარტყმა: 15(7)-18(5) ბურთის ფლობა: 42%-58%
მაყურებელი: 44 062

3 აპრილი
ლესტერი-საუთჰემპტონი 1:0
გოლი: 1:0 მორგანი (38)
ლესტერი (4-4-2): შმეიხელი - სიმპსონი, მორგანი, ჰუტი, ფუხსი - დრინკვოტერი, კანტე, ოლბრაიტონი (90. დაიერი), მაჰრეზი (79. გრეი) - ოკაზაკი (64. ულოა), ვარდი
საუთჰემპტონი (4-4-2): ფორსტერი - სედიკი, ვან დეიკი, ფონტე, ბერტრანი - კლასი (73. ოსტინი), ვანიამა - დევისი (73. უორდ-პრაუსი), ტარგეტი (46. ტადიჩი), მანე - პელე
გაფრთხილება: დრინკვოტერი, ფუხსი - ვანიამა, ტადიჩი
კუთხური: 7-8 ჯარიმა: 12-13 თამაშგარე: 2-2 კარში დარტყმა: 11(4)-9(1) ბურთის ფლობა: 46%-54%
მაყურებელი: 32 071

მანჩესტერი-ევერტონი 1:0
გოლი: 1:0 მარსიალი (54)
მანჩესტერი (4-1-4-1): დე ხეა - დარმიანი, სმოლინგი, ბლინდი (82. ვალენსია), როხო (46. ფოსუ-მენსა) - კერიკი (58. ერერა) - შნეიდერლენი, მატა, ლინგარდი, მარსიალი - რაშფორდი
ევერტონი (4-3-3): რობლესი - კოულმენი, ჯაგიელკა, სტოუნსი, ბეინსი - მაკარტი, ბარკლი (87. ნიასი), კლევერლი - დეულოფეუ (63. მირალასი), ლენონი, ლუკაკუ
გაფრთხილება: სმოლინგი, ლინგარდი -
კუთხური: 5-5 ჯარიმა: 15-6 თამაშგარე: 2-3 კარში დარტყმა: 10(2)-7(1) ბურთის ფლობა: 54%-46%
მაყურებელი: 75 341

ბომბარდირები: 22 - ჰარი კეინი (ტოტენჰემი); 19 - ჯეიმი ვარდი (ლესტერი); 18 - რომელუ ლუკაკუ (ევერტონი); 17 - სერხიო აგუერო (სიტი); 16 - რიად მაჰრეზი (ლესტერი); 14 - ოდიონ იგალო (უოტფორდი).

მომდევნო ტური
9 აპრილი:
ვესტ ჰემი-არსენალი, ასტონ ვილა-ბორნმუთი, სუონსი-ჩელსი, უოტფორდი-ევერტონი, საუთჰემპტონი-ნიუკასლი, კრ. პალასი-ნორვიჩი, სიტი-ვესტ ბრომვიჩი

10 აპრილი:
სანდერლენდი-ლესტერი, ტოტენჰემი-მანჩესტერი, ლივერპული-სტოკი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული