ESPN-ის ცნობით, "ქალაქელების" მომავალი მწვრთნელის სიაში არიან: "ბარსელონას" მეკარე ანდრე ტერ შტეგენი, "ევერტონის" ცენტრალური მცველი ჯონ სტოუნზი, "ბილბაოს" მცველი ემერიკ ლაპორტა და ასევე, "დორტმუნდის" ნახევარმცველი ილქაი გიუნდოგანი. გიუნდოგანის გადაბირებაზე წინასწარი შეთანხმება უკვე მიღწეულია.
გარდა ამისა, გვარდიოლას ფლანგების ორი მცველი სჭირდება, სწრაფი ვინგერი და სერხიო აგუეროს დუბლიორი ფორვარდი.