ლონდონის "ჩელსი" "ნაპოლის" გონსალო იგუაინში 60 მლნ ევროს სთავაზობს

AutoSharing Option
იტალიური "ნაპოლის" თავდამსხმელი გონსალო იგუაინი ლონდონის "ჩელსის" ყურადღების სფეროში მოექცა.

La Repubblica-ს ცნობით, ლონდონური კლუბმა, მომავალი მთავარი მწვრთნელის ანტონიო კონტეს ინიციატივით, არგენტინელი ფორვარდის ტრანსფერზე "ნაპოლის" წინადადებით უკვე მიმართა, სადაც გარიგებას 60 მლნ ევროდ სთავაზობს.

თუმცა, იტალიელებს ეს თანხა ეცოტავებათ და ტრანსფერში 94 მლნ ევროს ითხოვენ.

სერია A-ს მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 31 მატჩში იგუაინმა 30 გოლი გაიტანა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
94 არა კვახი. ამდენი მესის გარდა არავინ არ ღირს.
kika
19:22 09-04-2016
0

სიახლეები პოპულარული