ლონდონური დერბი "ვესტ ჰემსა" და "არსენალს" შორის 3:3 დასრულდა. სტუმრები მესუთ იოზილისა და ალექსის სანჩესის გოლებით იგებდნენ, მაგრამ ენდი კეროლმა ჰეთ თრიკი შეასრულა და რომ არა ლორან კოშელნის დარტყმა, "არსენალი" დერბის წააგებდა.
სლავენ ბილიჩი (ვესტ ჰემი): "ენდის გაჩერება დღეს უბრალოდ შეუძლებელი იყო. შესაძლოა, ის მსოფლიოში საუკეთესოდ თამაშობს თავით. კარგი იქნებოდა, ხშირად, რომ
არსენ ვენგერი (არსენალი): "ბოლო ოც წუთში მოგება ორივე გუნდს შეეძლო. სამწუხაროა, რომ კეროლი ვერ შევაჩერეთ. არ ვიცი, დაგვრჩა თუ არა შანსები ჩემპიონობაზე, მაგრამ ვიცი, რომ დღეს ეს ამოცანა საშინლად გავირთულეთ".
გუს ჰიდინკმა პრემიერლიგაში პირველად წააგო. ეს მაშინვე მოხდა, რაც გამოცხადდა, რომ მომავალი სეზონიდან გუნდს ანტონიო კონტე უხელმძღვანელებს.
"მანჩესტერ სიტი" აგებდა "ვესტ ბროვიჩთან", მაგრამ სერხიო აგუერომ პენალტით გაათანაბრა, ხოლო სამირ ნასრიმ "სიტის" სამი ქულა მოუტანა.
ვესტ ჰემი-არსენალი 3:3
გოლები: 0:1 იოზილი (18), 0:2 ა. სანჩესი (35), 1:2 კეროლი (44), 2:2 კეროლი (45), 3:2 კეროლი (52), 3:3 კოშელნი (70)
ასტონ ვილა-ბორნმუთი 1:2
გოლები: 0:1 კუკი (45), 0:2 ჯ. კინგი (74), 1:2 ჯ. აიუ (85)
სუონსი-ჩელსი 1:0
გოლი: 1:0 სიგურდსონი (25)
უოტფორდი-ევერტონი 1:1
გოლები: 0:1 მაკარტი (45), 1:1 ჰოლებასი (45)
საუთჰემპტონი-ნიუკასლი 3:1
გოლები: 1:0 ლონგი (4), 2:0 პელე (38), 3:0 ვანიამა (55), 3:1 თაუნსენდი (65)
კრ. პალასი-ნორვიჩი 1:0
გოლი: 1:0 პანჩონი (68)
სიტი-ვესტ ბრომვიჩი 2:1
გოლები: 0:1 სესენიონი (6), 1:1 აგუერო (19-პენ), 2:1 ნასრი (66)
10 აპრილი
სანდერლენდი-ლესტერი 16:30
ტოტენჰემი-მანჩესტერი 19:00
ლივერპული-სტოკი 19:00
1. ლესტერი - 69 ქულა; 2. ტოტენჰემი - 62; 3. არსენალი - 59; 4. სიტი - 57; 5. მანჩესტერი - 53.