ლუი ვან გაალი: ზლატანი "მანჩესტერში"? ის 34 წლისაა...

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა ლუი ვან გაალმა ფრანგული პსჟ-ს ფორვარდ ზლატან იბრაჰიმოვიჩზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მანკუნიანელები მის შეძენას არ აპირებენ.

იბრაჰიმოვიჩი სეზონის დასრულებისთანავე კლუბის გამოცვლას აპირებს, "მანჩესტერ იუნაიტედი" კი კარიერის გაგრძელების ერთ-ერთ ვარიანტად მოიაზრება. ჰოლანდიელის თქმით, შვედი ფორვარდი ამ მომენტისთვის მართლაც რომ შესანიშნავ ფორმაში გამოიყურება, მაგრამ ის უკვე ასაკშია და ნაკლებად სავარაუდოა, რომ სათამაშო ფორმას შეინარჩუნებს.

"როცა აქ მოვედი, გუნდში 6-7 ფეხბურთელი გვყავდა 33 წელს ზემოთ. შემადგენლობა გავაახალგაზრდავეთ, მაგრამ ეს პროცესი ჯერაც არაა დასრულებული - გუნდი კვლავაც საჭიროებს ახალგაზრდა
კრეატიულ შემტევ ფეხბურთელებს.

ზლატანი შესანიშნავ ფორმაშია, მაგრამ მას "მანჩესტერში" ვერ წარმოვიდგენ. ბოლო-ბოლო, ის უკვე 34 წლისაა", - განაცხადა ვან გაალმა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ზლატანი კია 34 წლის,მაგრამ ბევრ 24 წლისას სჯობია...
status quo
19:23 10-04-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული