როგორც Sky Sports-ი იტყობინება, შვედს "მანჩესტერში" გადასვლა მხოლოდ იმ შემთხვევაში სურს, თუ გუნდს ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელი ლუი ვან გაალი დატოვებს, რომელთანაც ფეხბურთელს არც ისე კარგი ურთიერთობა აკავშირებს ჯერ კიდევ ამსტერდამის "აიაქსიდან".
წყაროს ინფორმაციით, ზლატანს შემოთავაზება ასევე ჩინური გუნდიდან აქვს, რომელიც ხელფასის სახით ფეხბურთელს ორი სეზონის მანძილზე 70 მილიონ ევროს სთავაზობს, თუმცა თავად ფეხბურთელის სურვილი "იუნაიტედში" გადასვლაა.