ზლატან იბრაჰიმოვიჩი "მანჩესტერ იუნაიტედს": ან მე, ან - ვან გაალი

AutoSharing Option
ფრანგული პსჟ-ის შვედი ფორვარდი ზლატან იბრაჰიმოვიჩი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ინგლისურ "მანჩესტერ იუნაიტედში" ერთი პირობით გადავა.

როგორც Sky Sports-ი იტყობინება, შვედს "მანჩესტერში" გადასვლა მხოლოდ იმ შემთხვევაში სურს, თუ გუნდს ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელი ლუი ვან გაალი დატოვებს, რომელთანაც ფეხბურთელს არც ისე კარგი ურთიერთობა აკავშირებს ჯერ კიდევ ამსტერდამის "აიაქსიდან".

წყაროს ინფორმაციით, ზლატანს შემოთავაზება ასევე ჩინური გუნდიდან აქვს, რომელიც ხელფასის სახით ფეხბურთელს ორი სეზონის მანძილზე 70 მილიონ ევროს სთავაზობს, თუმცა თავად ფეხბურთელის სურვილი "იუნაიტედში" გადასვლაა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ალბათ ზაფხულის სატრანსფერო პერიოდზე საუბარი, მაგრამ საეჭვოა მანჩესტერმა ამ ასაკის ფეხბურთელი იყიდოს
გულშემატკივარი
18:22 11-04-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული