რომელ კლუბებს გულშემატკივრობენ ცნობილი მუსიკოსები

AutoSharing Option
ინგლისში ფეხბურთი რელიგიაა. რა თქმა უნდა, თავისი რჩეული კლუბები ჰყავთ ბრიტანელ მუსიკოსებსაც. მოდი, გავიგოთ, ვინ რომელ გუნდს ქომაგობს. უნდა ითქვას, რომ ზოგიერთი ხელოვანისათვის საყვარელი გუნდის ფანობა არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე მთავარი საქმე.

ნოელ და ლაიამ გალაჰერები (ოაზისი) - მანჩესტერ სიტი
ყველაზე ხშირად ინგლისური ტაბლოიდების პირველ გვერდებზე უფროსი გალაჰერი ხვდება. თავის დროზე ნოელმა ინტერვიუ ჩამოართვა მარიო ბალოტელის. არის "სიტის" თავგადაკლული ფანი და ხშირად აკრიტიკებს გუნდის სვლა-გეზს. ერთი წლის წინათ თქვა, რომ თავის ცოლს დავიდ სილვასთან სექსს არ დაუშლიდა.

სტინგი - ნიუკასლი
საკითხავია,
რომელი უფრო მოსაწყენია - სტინგის ცნობილი ბალადა, თუ "ნიუკასლის" თამაში მიმდინარე სეზონში? თავის დროზე სტინგმა გულშემატკივრებთან ერთად გაილაშქრა "კაჭკაჭების" პრეზიდენტის, მაიკ ეშლის წინააღმდეგ.

გიზერ ბატლერი (ბლექ საბათი) - ასტონ ვილა
დიდი ჯგუფის წევრს არანაირი საფუძველი არ აქვს სიხარულისათვის. "ბლექ საბათი" სწორედ ბირმინგემში დაარსდა და ჯგუფის წევრებიდან მხოლოდ ბატლერია ფეხბურთზე უზომოდ შეყვარებული. მუსიკოსის ოფიციალურ საიტზე არის მისი ფოტო, სადაც მას "ასტონ ვილას" ცამეტნომრიანი მაისურა აცვია. ამბობენ, რომ "დიდების დარბაზში" ყოფნისას ბატლერმა მიკროფონში "წინ, ვილა" ჩასძახა.

არკტიკ მონქიზი - შეფილდ უენსდეი
"შეფილდ უენსდეის" მთავარმა მწვრთნელმა, კარლუშ კარვალიალმა ერთ-ერთ პრესკონფერენციაზე თავისი გუნდის მავანი ფეხბურთელი "არკტიკ მანქიზის" სოლისტს შეადარა. ამავე დროს მწვრთნელი სიყვარულში გამოუტყდა ჯგუფის წევრებს. დიდი ხანია ცნობილია, რომ "მაიმუნები" მხარს მშობლიური შეფილდის კლუბს უჭერენ.

Sportall.Ge

რობი უილიამსი - პორტ ვეილი
"ვეილ პარკზე", "პორტ ვეილის" მშობლიურ არენაზე, რობი უილიამსი პირველი კაცია. რომ არა ის, ამ გუნდის შესახებ არავის არაფერი ეცოდინებოდა. მატჩის დაწყებამდე და მისი დასრულების შემდეგ სტადიონზე გამუდმებით ისმის უილიამსის სიმღერები.

ადელი - ტოტენჰემი
დიდი ბრიტანეთის ყველაზე პოპულარულმა მომღერალმა სულ ცოტა ხნის წინათ გამოაჩინა "ტოტენჰემის" დროშა. მან კონცერტზე სახალხოდ გამოფინა ეს ბაირაღი და "დეზებს" არაერთი კომპლიმენტი უძღვნა. ლონდონში დაბადებული მომღერალი ალბათ, დიდი მგზნებარებით ადევნებს თვალს საჩემპიონო მარულას.

Sportall.Ge

კრეიგ დევიდი - საუთჰემპტონი
ბავშვობიდან "წმინდანების" ერთგული გულშემატკივარია. სანრვიულო არაფერი აქვს - "საუთჰემპტონის" საქმეები კარგად მიდის.

დეიმონ ალბარნი (ბლური) - ჩელსი
"ოაზისის" და ამ ჯგუფის კონკურენცია ფეხბურთშიც გრძელდება. "ჩელსი" და "მანჩესტერ სიტი" მინდორზე ერთმანეთის დაუძინებელი მტრები არიან.

ჯიმი პეიჯი (ლედ ზეპელინი) - ჩელსი
"ჩელსის" კიდევ ერთი მხურვალე გულშემატკივარი დიდი ჯგუფიდან.

რობერტ პლანტი (ლედ ზეპელინი) - ვულვერჰემპტონი
დიდებული ჯგუფის უმაგრესი სოლისტი იხსენებს იმ დღეს, როცა პირველად წავიდა "ვულვზის" სტადიონზე. მაშინ მას ხელი თვით ბილი რაიტმა დაუქნია.

რაიტი მეოცე საუკუნის შუა ხანების კაშკაშა ვარსკვლავი იყო. კლუბთან ძალიან მჭიდრო ურთიერთობა აქვს. სწორედ "ვულვერჰემპტონის" ექიმებმა გადაარჩინეს მაშინ, როცა ავტოკატასტროფაში მოჰყვა და უმძიმესად დაშავდა. არსებობდა საფრთხე, რომ მთელი ცხოვრება ინვალიდად დარჩენილიყო, მაგრამ ექიმებმა იმარჯვეს.

როდ სტიუარტი - სელტიკი
ცრემლები ვერ შეიკავა მას შემდეგ, რაც "სელტიკმა" ისტორიული მატჩი მოუგო კატალონიურ "ბარსელონას".

სერ ელტონ ჯონი - უოტფორდი
ელტონ ჯონი რამდენჯერმე გამოჩნდა საყვარელი გუნდის შეხვედრაზე. ამის გამო "უოტფორდის" სტადიონის ერთ-ერთ ტრიბუნას ლეგენდარული მომღერალის სახელი ჰქვია. თავის დროზე, გრემ ტეილორთან ერთად, დიდი წვლილი შეიტანა ამ ქალაქში ფეხბურთის პოპულარიზაციაში. მღეროდა ქალაქის ქუჩებში და ხალხს სტადიონზე მისვლისკენ მოუწოდებდა.

ლილი ალენი - ფულემი
როცა ლონდონური კლუბი ევროპალიგის ფინალში დამარცხდა "ატლეტიკოსთან", ოპერატორებმა ამაღელვებელი კადრი დააფიქსრეს - მომღერალი ქალი ცრემლებად იღვრებოდა. როგორც მოგვიანებით მან აღიარა, ცრემლები ვერ შეიკავა ბაბუის გამო, რომელიც ამ გუნდს 30-იანი წლებიდან გულშემატკივრობდა.

კაიზერ ჩიფსი - ლიდს იუნაიტედი
2003 წელს ჯგუფმა ეს სახელი სამხრეთაფრიკული საფეხბურთო კლუბის საპატივცემულოდ აირჩია. სწორედ ამ კლუბში თამაშობდა სამხრეთაფრიკელი მცველი ლუკას რადებე. ჩაატარეს კონცერტი "ელანდ როიდზე", არცთუ დიდი ხნის წინ კი კლუბის სათავეში კენ ბეითსის ყოფნა გააპროტესტეს.

კასაბიანი - ლესტერი
ამათზე ბედნიერი, ვეჭვობთ, დღეს ვინმე იყოს.

იან ბრაუნი (სთოუნ როუზისი) - მანჩესტერ იუნაიტედი
ის ხშირად დადის "იუნაიტედის" საშინაო მატჩებზე. ჯგუფის კომპოზიციები არცთუ იშვიათად ისმის "ოლდ ტრაფორდზე".

ლუის ტომპსონი (ვან დირექშენი) - დონკასტერი
თავიდ დროზე გამოთქვა სურვილი, ეთამაშა გუნდის დუბლსემადგენლობაში, მერე კი კლუბის მაისურის დიზაინის თემაზე გამოცხადებული კონკურსი მოიგო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული