XXXIV ტურის ფაქტები
* ჰარი კეინმა "ტოტენჰემის" გოლების 37% გაიტანა.* ჯეიმი ვარდისა და რიად მაჰრეზის დუეტმა "ლესტერის" გოლების 67% გაიტანა.
* ოდიონ იგალომ "უოტფორდის" გოლების თითქმის ნახევარი გაიტანა - 48%.
სერიები
მოგებები: ლესტერი - 5
წაუგებელი: ლესტერი, ვესტ ჰემი - 7
ფრეები: ვესტ ჰემი - 3
მოუგებელი: ასტონ ვილა - 8
წაგებები: ასტონ ვილა - 8
მშრალი სერია: ლესტერი - 5
შინ
* "მანჩესტერ იუნაიტედმა" ბოლო 4 ტურში იმარჯვა; "ევერტონმა" ზედიზედ 3 ტურში წააგო.
სტუმრად
* "ვესტ ჰემს" 3 ტურია
ტურის პირველ შეხვედრაში "ნორვიჩსა" და "სანდერლენდს" შორის ნამდვილი ომი იქნება. ამ მატჩში ფრე არც ერთ გუნდს არ აძლევს ხელს. ეს მატჩუ სემ ელარდაისის გუნდის ფაქტობრივად უკანასკნელი შანსია.
"მანჩესტერ იუნაიტედი" თანაქალაქელ "სიტის" 4 ქულით ჩამორჩება და შეცდომის დაშვების უფლება აღარ აქვს, რადგან "წითელმა ეშმაკებმა" თავიანთი ყველა დარჩენილი მატჩი რომც მოიგონ, გარანტია არ აქვთ, რომ მე-4 ადგილზე გავლენ, რადგან კონკურენტების წაბორძიკების იმედადაც უნდა იყვნენ. ლუი ვან გაალის გუნდი კარგ ხასიათზეა, რადგან ასოციაციის თასის გადათამაშებაში "ვესტ ჰემს" მოუგო და ნახევარფინალში გავიდა.
თუმცა, ალბათ, ცუდ ხასიათზე მყოფ მანჩესტერელებსაც არ გაუჭირდებოდათ ბოლოადგილოსანი "ვილას" ძლევა. ბირმინგემელების გავარდნა ამ ტურში გაოფიციალურდება. "ჩაქუჩებს" კი "წითელმა ეშმაკებმა" მარკუს რაშფორდისა და მარუან ფელაინის გოლებით მოუგეს "ბოლეინ გრაუნდზე". მასპინძლებს ტომკინსის ერთი საპასუხო არ ეყოთ.
ასოციაციის თასის ნახევარფინალში "იუნაიტედის" მეტოქე 23 აპრილს "ევერტონი" იქნება, რომელიც "გუდისონ პარკზე" "საუთჰემპტონს" მასპინძლობს. სატურნირო მოტივაცია "წმინდანებს" უფრო აქვთ, მაგრამ მერსისაიდელები არაფრის დათმობას არ აპირებენ.
"ნიუკასლი" "სუონსის" დაუხვდება და თუ ვერ მოიგებს, ფაქტობრივად შეგვეძლება, გამოვიტიროთ. იქნებ, "კაჭკაჭების" ნახევარმცველმა ჯონჯო შელვიმ დაარწმუნოს ყოფილი გუნდი, რომ "თეთრმა გედებმა" თავი აღარ მოიკლან, რადგან უელსურ კლუბს რეალურად ქულები აღარ სჭირდება.
თასზე ვსაუბრობდით და მეორე ნახევარფინალური წყვილი ძალიან მოულოდნელია - 24 აპრილს ერთმანეთს "კრისტალ პალასი" და "უოტფორდი" შეებმებიან. იქამდე კი უოტფორდელებს "ვესტ ბრომვიჩთან" აქვთ მძიმე გასვლა და ალბათ თავს არ მოიკლავენ. იდეაში, ქულები არც ერთს აღარ სჭირდება.
იურგენ კლოპის "ლივერპული" "ბორნმუთს" სტუმრობს. "ალუბლებს" დარჩენა ფაქტობრივად გარანტირებული აქვთ, მაგრამ საკუთარი ფანების თვალწინ მაინც სულ სხვაგვარი შემართებით თამაშობენ ხოლმე. "კლოპოს" კლუბს კი მე-5 ადგილამდე აცოცების შანსი აქვს, მწვრთნელიც როტაციას აგრძელებს და "ენფილდის" ბინადრები 3 ქულას დაუმიზნებენ.
ლონდონის "ჩელსის" წაუგებელი სერიაც შეუწყდა და სატურნირო კუთხით რეალურად აღარც არავისთვის აქვს საბრძოლველი, მაგრამ "ლურჯებისთვის" "სიტისტან" მატჩი პრინციპისა და პრესტიჟის საკითხია, თანაც "სტემფორდ ბრიჯზე". დედაქალაქში ჩასულ "ქალაქელებს" კი მშვიდად ყოფნა თუ სურთ, ამ შეხვედრაში მხოლოდ მოგებაზე უნდა იფიქრონ, რომ მდევრებს ისევ ძალიან მოახლოების შანსი არ მისცენ.
"სიტი" ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გასვლითაა თავბრუდახვეული და მანუელ პელეგრინის ბიჭები ამ მუხტის გამოყენებასაც ეცდებიან.
სენსაციურ ლიდერ "ლესტერს" ძალიან რთული თამაში აქვს. ზედიზედ სამ ლონდონურ დერბიში დაკარგული 2-2 ქულითა და შემდეგ, თასის გადათამაშებაში "მანჩესტერ იუნაიტედთან" წაგებით გულდაწყვეტილი "ვესტ ჰემი" მთლიანად პრემიერლიგაზე გადმოერთვება და "ჩაქუჩები" "მელიებს" თავს შეაკლავენ. ლესტერშირელებს ზედიზედ ხუთი მოგება აქვთ, თან ისე, რომ გოლიც არ გაუშვიათ.
გასათამაშებელი 15 ქულიდან იტალიელს 9 ქულა სჭირდება, რომ უცილობლად ჩემპიონი გახდეს, მაგრამ დიდი შანსია "მელიებს" ნაკლებიც ეყოთ, რადგან სავარაუდოდ, კონკურენტებიც დაკარგავენ ქულებს.
მთავარი კონკურენტი "ტოტენჰემი" ტურს ორშაბთს "სტოკთან" "ბრიტანიაზე" ვიზიტით ასრულებს და თავადაც მშვენივრად ხვდებით, რომ "დეზებს" იოლი გასეირნება არ ელოდებათ.
შაბათი. 16 აპრილი
ნორვიჩი-სანდერლენდი 15:45
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ტეტი - უოტმორი
ბოლო 6 მატჩი
+2 =1 -3 +0 =4 -2
ურთიერთშეხვედრები
სულ 19 თამაში: +10 =4 -5 (28-25)
მანჩესტერი-ასტონ ვილა 18:00
დისკვალიფიკა: არავინ
ტრავმა: იანუზაი, რუნი, კინი, შვაინშტაიგერი, ჯონსი, შოუ - აგბონლაჰორი, ამავი
ბოლო 6 მატჩი
+4 =0 -2 +0 =0 -6
ურთიერთშეხვედრები
სულ 161 თამაში: +82 =38 -41 (296-207)
ევერტონი-საუთჰემპტონი 18:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: კლევერლი, ოსმანი, გიბსონი, ბრაუნინგი, ჰიბერტი, ჯაგიელკა - დევისი, გარდოში
ბოლო 6 მატჩი
+1 =2 -3 +3 =1 -2
ურთიერთშეხვედრები
სულ 77 თამაში: +39 =16 -22 (133-86)
ნიუკასლი-სუონსი 18:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: მარვო, აიდარა, დამეტი, კოლოჩინი, აიდარა, იანმაატი, კრული, ელიოტი - ბრიტონი
ბოლო 6 მატჩი
+0 =1 -5 +4 =1 -1
ურთიერთშეხვედრები
სულ 9 თამაში: +1 =2 -6 (8-15)
ვესტ ბრომვიჩი-უოტფორდი 18:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: მორისონი, ბრანტი - ეკსტრანდი, ჯილმარტინი
ბოლო 6 მატჩი
+2 =2 -2 +0 =2 -4
ურთიერთშეხვედრები
სულ 9 თამაში: +4 =1 -4 (12-16)
ჩელსი-სიტი 20:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: მატიჩი, ტერი, კეჰილი, აზარი, რემი, ზუმა - სტერლინგი
ბოლო 6 მატჩი
+3 =2 -1 +3 =1 -2
ურთიერთშეხვედრები
სულ 133 თამაში: +54 =38 -41 (191-168)
კვირა. 17 აპრილი
ბორნმუთი-ლივერპული 16:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: სმიტი, არტერი, აფობე, რენტი, სტანისლასი, მინგსი - ჰენდერსონი, როსიტერი, ჯანი, ბენტეკე, გომესი, ინგსი
ბოლო 6 მატჩი
+4 =0 -2 +4 =1 -1
ურთიერთშეხვედრები
სულ 1 თამაში: +0 =0 -1 (0-1)
ლესტერი-ვესტ ჰემი 16:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ჯეიმსი -
ბოლო 6 მატჩი
+5 =1 -0 +3 =3 -0
ურთიერთშეხვედრები
სულ 75 თამაში: +27 =17 -31 (115-123)
არსენალი-კრ. პალასი 19:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: კასორლა, ჯენკინსონი - ჰანგელანდი, ადებაიორი, მაკარტური, შამახი
ბოლო 6 მატჩი
+2 =2 -2 +1 =3 -2
ურთიერთშეხვედრები
სულ 31 თამაში: +21 =8 -2 (67-25)
ორშაბათი. 18 აპრილი
სტოკი-ტოტენჰემი 23:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: არნაუტოვიჩი, უელანი, უოლტერსი, ჯონსონი, ბატლენდი - ბენთალები, ნ’ჟიე
ბოლო 6 მატჩი
+2 =2 -2 +3 =2 -1
ურთიერთშეხვედრები
სულ 67 თამაში: +17 =16 -34 (72-104)
ბომბარდირები: 22 - ჰარი კეინი (ტოტენჰემი); 21 - ჯეიმი ვარდი (ლესტერი); 18 - რომელუ ლუკაკუ (ევერტონი), სერხიო აგუერო (სიტი); 16 - რიად მაჰრეზი (ლესტერი).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"