"სიტიმ" მესამე ადგილზე კი აინაცვლა, მაგრამ ერთი-ორი წაბორძიკება და მესამე ადგილი კი არა, შესაძლოა, ოთხეულიდან გავარდეს. ამიტომაც მანუელ პელეგრინი ვერაფერს დაუთმობს რაფაელ ბენიტესს, რომელიც გასაჭირშია და ქულები ესაჭიროება.
"კაჭკაჭებს" ბოლომდე და მხურვალედ გაამხნევებენ ფანები, რომლებიც ცოტა ნაწყენები კი არიან, მაგრამ "სენტ ჯეიმს პარკზე" შესანიშნავი ატმოსფერო იქნება. "სიტი" კი ძალიან კარგ ფორმაშია და ამის დემონსტრირებას ეცდება.
სიფრთხილე "არსენალსაც" მართებს და როდესაც უცილობლად მოსაგები გაქვს, ტონი პულისის "ვესტ ბრომვიჩი" მეტოქედ
"კრისტალ პალასმა" დაადასტურა, რომ პრობლემების შექმნა ნებისმიერისთვის შეუძლია და "ოლდ ტრაფორდზე" "მანჩესტერ იუნაიტედისთვისაც" ეცდება გარკვეული სიურპრიზის შეთავაზებას.
თუ ასე მოხდა და "არწივები" "წითელ ეშმაკებს" ქულებს დააკარგვინებენ, ლუი ვან გაალმა მეოთხე ადგილზე აღარც უნდა იოცნებოს, ოცნება კი "ოცნებების თეატრზე" ძალიან უყვართ და მარკუს რაშფორდით შეიარაღებული მანჩესტერელები 3 ქულას დაუმიზნებენ.
"ვესტ ჰემმა" ზედიზედ 4 დრამატული ფრე შემოგვთავაზა და "ჩაქუჩები" ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის გაბრძოლების შანსს ისევ ინარჩუნებენ. ოღონდ "უოტფორდთან" აუცილებლად მოსაგები აქვთ და იმის გათვალისწინებით, რომ უოტფორდელები ფიქრით ასოციაციის თასის ნახევარფინალში იქნებიან, თუ სლავენ ბილიჩს კიდევ რამეზე აქვს პრეტენზია, მისმა ბიჭებმა "ბოლეინ გრაუნდზე", წესით, სასურველ შედეგს უნდა მიაღწიონ.
თასის ნახევარფინალი ელის "ევერტონსაც", მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ "კანფეტები" უყურადღებოდ იქნებიან, რადგან მათ "ლივერპულთან" დერბი აქვთ. დიდი სატურნირო მოტივაცია არც იურგენ კლოპს აქვს, მაგრამ მერსისაიდული დერბი განყენებული მოვლენა და ერთ-ერთი გამორჩეული ჯახია საფეხბურთო სამყაროში. ამიტომ ასეთ დროს სხვა ფაქტორები გვერდზე გადადის.
ახალს ამ დუელზე ვერაფერს ვიტყვით, რაც აქამდე არ თქმულა და არ დაწერილა. დანარჩენი თავად ფეხბურთელებმა გვითხრან "ენფილდზე", სადაც სასწაულები რომ ხდება ხოლმე, რამდენიმე დღის წინ "ლივერპულის" "დორტმუნდთან" მატჩმაც დაადასტურა. ერთი იმას შეგახსენებთ, რომ ამ კლუბებს ზედიზედ 3 ფრე აქვთ ნათამაშები და ბოლო 7 ურთიერთშეხვედრიდან 6 სწორედ ფრედ დაასრულეს.
"ევერტონს" "ლივერპულისთვის" 2010 წლის მერე არ მოუგია, ანუ უკვე 11 თამაშია - 4 წაგება, 7 ფრე.
სამშაბათი. 19 აპრილი
XXVII ტური
ნიუკასლი-სიტი 22:45
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: იანმაატი, აიდარა, ელიოტი, კრული, მბაბუ, კოლოჩინი – კომპანი, სტერლინგი, სილვა
ბოლო 6 მატჩი
+1 =1 -4 +4 =1 -1
ურთიერთშეხვედრები
სულ 139 თამაში: +52 =33 -54 (188-203)
ოთხშაბათი. 20 აპრილი
XXX ტური
ვესტ ჰემი-უოტფორდი 22:45
დისკვალიფიკა: არავინ
ტრავმა: - ეკსტრანდი, ჯილმარტინი
ბოლო 6 მატჩი
+2 =4 -0 +1 =1 -4
ურთიერთშეხვედრები
სულ 17 თამაში: +9 =3 -5 (21-21)
XXVII ტური
ლივერპული-ევერტონი 23:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ჰენდერსონი, როსიტერი, ბენტეკე, გომესი, ინგსი - ბეინსი, ლენონი, კლევერლი, ბრაუნინგი, ჰიბერტი
ბოლო 6 მატჩი
+4 =1 -1 +0 =3 -3
ურთიერთშეხვედრები
სულ 193 თამაში: +73 =63 -57 (265-225)
XXX ტური
მანჩესტერი-კრ. პალასი 23:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ერერა, იანუზაი, კინი, ჯონსი, შოუ, შვაინშტაიგერი - ზაჰა, ჰანგელანდი, აპია, გეილი, მაკარტური, შამახი
ბოლო 6 მატჩი
+4 =0 -2 +1 =3 -2
ურთიერთშეხვედრები
სულ 31 თამაში: +19 =7 -5 (54-26)
XXX ტური
ხუთშაბათი. 21 აპრილი
არსენალი-ვესტ ბრომვიჩი 22:45
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: კასორლა, ჯენკინსონი - პიტჩარდი, მორისონი, ბრანტი
ბოლო 6 მატჩი
+2 =3 -1 +1 =2 -3
ურთიერთშეხვედრები
სულ 121 თამაში: +61 =28 -32 (214-156)
ბომბარდირები: 24 - ჰარი კეინი (ტოტენჰემი); 22 - ჯეიმი ვარდი (ლესტერი); 21 - სერხიო აგუერო (სიტი); 18 - რომელუ ლუკაკუ (ევერტონი); 16 - რიად მაჰრეზი (ლესტერი); 14 - ოდიონ იგალო (უოტფორდი).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"