პრემიერლიგა. XXXIV ტურის ფაქტები და სტატისტიკა: "ჩელსის" გამამწარებელი

AutoSharing Option
* "ლესტერმა" გამოიმუშავა (11) და გაიტანა (9) ყველაზე მეტი გოლი პენალტის ნიშნულიდან, ვიდრე რომელიმე სხვა კლუბმა მიმდინარე პრემიერლიგაში.

* "მელიებს" "ვესტ ჰემთან" მატჩში 2 ზუსტი დარტყმა ჰქონდათ და ორივე გაიტანეს.

* საინტერესოა, რომ "ვესტ ჰემს" საგარეო შეხვედრაში პირველი პენალტი დაუნიშნეს 2010 წლის ოქტომბრის მერე.

* ჯეიმი ვარდი გახდა "ლესტერის" მეორე ფეხბურთელი ისტორიაში, რომელმაც პრემიერლიგის მატჩში გაიტანა კიდეც და წითელი ბარათიც მიიღო. პირველად ასეთი რამ 1994 წელს "უიმბლდონთან" მატჩში დევიდ ლოუიმ მოახერხა.

* ვარდიმ მატჩის პირველი გოლი ამ სეზონში 11-ჯერ გაიტანა,
ანუ სხვა ყველა ფეხბურთელზე მეტჯერ.

* ვარდის მიმდინარე პრემიერლიგაში ყველაზე მეტ გოლში აქვს მონაწილეობა მიღებული - 22 გოლი, 6 პასი.

* სერხიო აგუერო გახდა მესამე ფეხბურთელი, რომელსაც პრემიერლიგურ მატჩში "სტემფორდ ბრიჯზე" "ჩელსისთვის" ჰეთ თრიკი აქვს შესრულებული. პირველი ორი ნვანკვო კანუ და რობინ ვან პერსია.

* ტიბო კურტუა გახდა მე-6 მეკარე, რომელიც პრემიერლიგის სეზონში მეორედ გააძევეს.

* მხოლოდ "კრისტალ პალასს" აქვს მიმდინარე სეზონში ლონდონურ დერბებში უფრო ნაკლები (5) ქულა აღებული, ვიდრე "არსენალს" (7).

* "მეთოფებს" ამ ჩემპიონატში მხოლოდ ერთი დერბი აქვთ მოგებული. ასეთი ცუდი შედეგი გუნდს ბოლოს 1963/64 წლების სეზონში ჰქონდა.

* ემანუელ ადებაიორმა "არსენალის" წინააღმდეგ ბოლო 4 დაპირისპირებაში 4 გოლი შექმნა - 2 გოლი, 2 პასი.

* ალექსის სანჩესმა უკანასკნელ 6 პრემიერლიგურ მატჩში 7 გოლში მიიღო მონაწილეობა - 4 გაიტანა, 3-ჯერ თავისიანებს უპასა.

* დენი უელბეკმა ზედიზედ ორ ტურში საგოლე პასი კარიერაში პირველად გააკეთა.

* "ბორნმუთთან" გამარჯვების მერე, "ლივერპულს" ახლა უკვე 50 სხვადასხვა სტადიონზე აქვს პრემიერლიგაში მოგებული, რაც პრემიერლიგაში საუკეთესო მაჩვენებელია.

* რობერტო ფირმინო ბოლო 11 პრემიერლიგურ შეხვედრაში 12 გოლში ფიგურირებს - 8 გოლი, 4 პასი.

* ანდროს თაუნსენდმა "ნიუკასლის" (8 მატჩი) მაისურით უკვე იმდენი საგოლე პასი (2) გააკეთა, რამდენიც "ტოტენჰემთან" (50) ერთად.

* ჯერმინ დეფოს "სანდერლენდის" მაისურით 14 საგარეო მატჩი აქვს ჩატარებული ამ სეზონში და ვეტერანმა ამ თამაშებში 10 ბურთს მოუყარა თავი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული