09:54 20-04-2016
სტოკი-ტოტენჰემი. გამოხმაურება: არასოდეს დანებდე
AutoSharing Option
ჰარი კეინმა და დელე ალიმ წყვილ-წყვილი გოლი გაიტანეს. შედეგად, კეინი 24 ბურთით ბომბარდირთა დავაში დაწინაურდა. განსაკუთრებით ლამაზი მისი პირველი გოლი გახლდათ.
ალიმაც კარგად იბურთავა, მაგრამ ერთი ისეთი მომენტი გააფუჭა, რომ ეს პრემიერლიგის ერთ-ერთ ყველაზე გამოსარჩევ გაცუდებულ მომენტად იქცა - კარგი კომბინაციის მერე ალიმ თავიდან ყველაფერი მშვენივრად შეასრულა, ოსტატური პაუზის ჩათვლით, მაგრამ ცარიელ კარში ძელს გაარტყა ბურთი, რასაც მაურისიო პოჩეტინოს ისტერიკული რეაქცია მოჰყვა. მაშინ ჯერ მხოლოდ 0:2 იყო და არგენტინელი სპეციალისტი ჯერ კიდევ ძალიან ნერვიულობდა.
გოლი არ გაუტანია კრისტიან ერიქსენს (ერთხელ ძელს გაარტყა), მაგრამ მაინც კეინი-ალის ფონზეც კი მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა, იმდენად კარგი და პროდუქტიული იყო. დანიელმა 2 საგოლე პასი გააკეთა და ახლა სულ 12 აქვს. იგი მხოლოდ მესუთ იოზილს ჩამორჩება.
"ძალიან ძლიერი მეტოქე გვყავდა, რომელსაც ამ მატჩშიც მოგება უნდოდა. "სტოკი" ზეწოლას ცდილობდა, მაგრამ კარგად ვითამაშეთ და ძალიან ამაყი ვარ. შემართულები ვიყავით და ვნებით ვთამაშობდით, ხასიათი გამოვაჩინეთ. ჩემი ბიჭები შესანიშნავ სეზონს ატარებენ და შექება ეკუთვნით.
4:0 დიდებული ანგარიშია, მაგრამ მეტის გატანაც კი შეგვეძლო და რამდენიმე მომენტს უფრო ყურადღებით უნდა მოვკიდებოდით. რა თქმა უნდა, ჩვენ ვაგრძელებთ ოცნებასა და ბრძოლას. ფეხბურთში არასდროს უნდა დანებდე" - თქვა პოჩეტინომ.
ჰარი კეინი: "ჩვენ არსად გავმქრალვართ და ბრძოლას ვაგრძელებთ. თუ ასე ვითამაშებთ, ყველას გაუჭირდება ჩვენი დამარცხება. ვფიქრობთ, რომ შანსი კიდევ გვაქვს და, რასაკვირველია, "ლესტერის" დევნას გავაგრძელებთ. "მელიები" ჯერ კიდევ უფრო მომგებიან პოზიციაში არიან, მაგრამ ჩვენ სხვაობა შევამცირეთ და წინ 4 მატჩია".
სტატისტიკა
* "ტოტენჰემს" ბოლო 16 პრემიერლიგური საგარეო მატჩიდან მხოლოდ 1 აქვს წაგებული (9 მოგება, 6 ფრე). სტუმრად ჩატარებულ უკანასკნელ 13 თამაშში კი "დეზებმა" მხოლოდ 9 ბურთი გაუშვეს.
* წინა სეზონის დაწყებიდან დღემდე ჰარი კეინს უკვე 45 გოლი უგროვდება. მასზე მეტი ოდენ სერხიო აგუეროს აქვს - 47.
* 20 წლისა და 7 დღის ასაკში დელე ალი გახდა პრემიერლიგის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ნახევარმცველი, რომელმაც ერთ სეზონში 10 ან მეტი გოლი გაიტანა.
* ალის 10 გოლიდან 8 საგარეო თამაშებში აქვს გატანილი.
* 2016 წელს კრისტიან ერიქსენმა 58 საგოლე შანსი შექმნა, რაც საუკეთესო მაჩვენებელია ინგლისის ჩემპიონატის ფეხბურთელებს შორის.
* "სტოკმა" პრემიერლიგის საშინაო შეხვედრა 4-ბურთიანი უპირატესობით მხოლოდ მეორედ წააგო. პირველად ეს 2013 წლის იანვარში მოხდა, როდესაც "ბრიტანიას" ბინადრები ასევე ანგარიშით 0:4 დამარცხდნენ "ჩელსისთან".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული