34-ე წუთზე მარუან ფელაინიმ გახსნა ანგარიში. მეორე ტაიმში რომელუ ლუკაკუს შეეძლო გათანაბრება, მაგრამ პენალტი ვერ გაიტანა, დუელი ვერ აჯობა დავიდ დე ხეას.
75-ე წუთზე "ევერტონმა" მაინც გაათანაბრა - კრის სმოლინგმა ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა. "იუნაიტედს" გამარჯვება ანტონი მარსიალმა მსაჯის მიერ მე-3 კომპენსირებულ წუთზე მოუტანა და "მანჩესტერი" ისტორიაში მე-19-ედ გავიდა ინგლისის თასის ფინალში, რითაც "არსენალის" რეკორდი გაიმეორა.
რობერტო მარტინესი (ევერტონი): "ძნელი გადასახარშია ასეთი
ლუი ვან გაალი (მანჩესტერი): "დიდებულია, მიხარია ფეხბურთელებისა და ფანების გამო. ვფიქრობ, ჩვენ დავიმსახურეთ ფინალი. მსაჯმა საჭირო ჯარიმები არ დანიშნა ჩვენ სასარგებლოდ, მიმაჩნია, რომ მისმა მსაჯობამ გავლენა იქონია მატჩზე. "ევერტონმა" მხოლოდ იმიტომ გაათანაბრა, რომ მსაჯი ჩვენ ყველა ფოლს ხედავდა, მეტოქისას კი - არა. დღეისათვის, მატჩის ბედს მსაჯები წყვეტენ და არა ფეხბურთელები".
ევერტონი-მანჩესტერი 1:2
გოლები: 0:1 ფელაინი (34), 1:1 სმოლინგი (75 ს. კ.), 1:2 მარსიალი (93)
შენიშვნა: ლუკაკუმ ვერ გაიტანა პენალტი (57)
ევერტონი (4-2-3-1): რობლესი - ბეშიჩი, სტოუნსი, ჯაგიელკა, ბეინესი - მაკარტი, გიბსონი (94. მირალასი) - ლენონი (70. დეულოფეუ), ბარკლი, კლევერლი - ლუკაკუ
მანჩესტერი (4-1-4-1): დე ხეა - ფოსუ-მენსა (62. ვალენსია), სმოლინგი, ბლინდი, როხო - კერიკი - ლინგარდი, ფელაინი (87. ერერა), რუნი, მარსიალი - რაშფორდი
კვირა. 24 აპრილი
კრ. პალასი-უოტფორდი 19:00