პრემიერლიგა. XXXVI ტური: "ლესტერი" "ჩელსიმ" გააჩემპიონა [VIDEO]

AutoSharing Option
ტურის ფაქტებ
* ანტონი მარსიალს ყველა ტურნირის ჩათვლით 15 გოლი უგროვდება, რაც "მანჩესტერ იუნაიტედის" საუკეთესო შედეგია.

* მარსიალის გოლი იყო პირველი, რომელიც "ლესტერმა" მიმდინარე სეზონში პირველ 10 წუთში გაუშვა.

* "ლესტერმა" უმაღლეს ლიგაში ჩატარებული ბოლო 5 მატჩიდან (რომელშიც ფეხბურთელი გაუძევეს) მხოლოდ ერთი წააგო.

* დენი დრინკვოტერმა თავისი მე-7 საგოლე პასი მიითვალა. ინგლისელ ფეხბურთელებს შორის მეტი საგოლე გადაცემა მხოლოდ როს ბარკლის (8), დელე ალის (9) და ჯეიმს მილნერს (11) აქვთ.

* "ლესტერი" რჩება სამიდან იმ ერთ-ერთ გუნდად, რომლისთვისაც უეინ რუნის პრემიერლიგაში "მანჩესტერის"
მაისურით არ გაუტანია. დანარჩენი ორი "ბლექპული" და "დერბი" არიან.

* კლაუდიო რანიერის "წითელ ეშმაკებთან" ურთიერთშეხვედრებში მხოლოდ 2 გამარჯვება აქვს, მაგრამ ეს უარყოფით ბალანსს არ ნიშნავს - 2 მოგება, 6 ფრე, 2 წაგება.

* "სიტიმ" ამ სეზონში 4 ან მეტი ბურთი უკვე მესამედ გაუშვა, რაც გუნდის ყველაზე ცუდი მაჩვენებელია 2000/01 წლების სეზონის მერე. მაშინ კლუბმა 6 შეხვედრაში გაუშვა 4 და მეტი გოლი.

* სადიო მანემ "წმინდანების" მაისურით ჩატარებულ უკანასკნელ 6 შეხვედრაში 7 გოლი დააგროვა. მანამდე (19 მატჩში) მას გოლი საერთოდ არ გაეტანა.

* დუშან ტადიჩი მხოლოდ მეოთხე ფეხბურთელია პრემიერლიგაში, რომელმაც მატჩში 3 ან მეტი საგოლე პასი ერთ შეხვედრაზე მეტში გააკეთა. აქამდე ეს ეიალ ბერკოვიჩმა, სესკ ფაბრეგასმა და ტიერი ანრიმ მოახერხეს.

* დენი უელბეკს უკვე 4 გოლი აქვს, იმდენივე, რამდენიც წინა სეზონში. სხვაობა ისაა, რომ ამ სეზონში მან 10 მატჩში მიიღო მონაწილეობა, ხოლო წინაში - 25-ში.

* ოლივიე ჟირუმ მე-5 საგოლე პასი გააკეთა. "მეთოფეთა" ბანაკში იგი მეორეა მესუთ იოზილის შემდეგ, ვინც 18 პასზე "გაიყინა".

* დიმიტრი პაიე გახდა "ვესტ ჰემის" მეოთხე ფეხბურთელი, რომელმაც პრემიერლიგის სეზონში 10 ან მეტი საგოლე პასი მოაგროვა.

* ყველაზე მეტი გოლი თავური დარტყმებით "საუთჰემპტონს" აქვს გატანილი - 14. ამ მხრივ მეორეზე კი "ვესტ ჰემია" - 13.

* ანდრე აიუმ "თეთრი გედების" მაისურით დუბლი პირველად შეასრულა.

* მხოლოდ ჰარი კეინს (14) და რიად მაჰრეზს (12) აქვთ იმაზე მეტი გოლის სტუმრად ჩატარებულ შეხვედრებში გატანილი, ვიდრე ჯერმინ დეფოს (11).

* 2014 წლის ნოემბრის შემდეგ "ნიუკასლმა" პირველად მიაყოლა 4 წაუგებელი მატჩი პრემიერლიგაში.

* ანდროს თაუნსენდს პემიერლიგაში 9 გოლი აქვს გატანილი, აქედან 6 საჯარიმოს გარედან.

* "ვესტ ბრომვიჩის" 17 წლის ტალანტი ჯონათან ლეკო გახდა 1999 წელს დაბადებული პირველი ფეხბურთელი, რომელმაც პრემიერლიგის მატჩი ძირითად შემადგენლობაში დაიწყო.

* ალმენ აბდი გახდა "უოტფორდის" პირველი მოთამაშე, რომელმაც პრემიერლიგის მატჩში პირდაპირ ჯარიმიდან გაიტანა.

"ოლდ ტრაფორდზე"
"ლესტერს" "ოლდ ტრაფორდზე" რომ მოეგო, ჩემპიონი იქვე და იმ დღესვე ხდებოდა, მაგრამ ქულები "მანჩესტერ იუნაიტედსაც" ძალიან სჭირდებოდა და ეს ტრიუმფალური და სენსაციური მოვლენა ამ სტადიონზე არ შედგა.

ანტონი მარსიალმა "წითელი ეშმაკები" მალევე დააწინაურა, თუმცა მისი გოლი "მელიების" კაპიტანმა უეს მორგანმა გაქვითა. დენი დრინკვოტერი ყოფილ იგუნდის წინააღმდეგ ძალიან შემართული გახლდათ, იმდენად, რომ ბოლოს გააძევეს კიდეც.

მანჩესტერელებს სათამაშო უპირატესობა ჰქონდათ, მაგრამ კლაუდიო რანიერიმ ლუი ვან გაალთან არ წააგო. ლესტერშირელთა მეკარე კასპერ შმეიხელმა ძალიან კარგი მატჩი ჩაატარა. "ლესტერი" მეორე დღეს გახდა ჩემპიონი, მას მერე, რაც "ჩელსი" "ტოტენჰემს" 2:2 ეთამაშა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ლიგის საგზურებისთვის
"ვესტ ჰემმა" ლაღად და მშვიდად მოუგო "ვესტ ბრომვიჩს", "არსენალმა" კი ცოტა იწვალა გასაჭირში მყოფ "ნორვიჩთან", მაგრამ შეცვლაზე 3 წუთის შესულმა დენი უელბეკმა "მეთოფეებს" 3 ქულა მაინც მოუტანა. ეს კი ნიშნავს, რომ მე-4 ადგილისთვის ბრძოლა დაიძაბა, რადგან "სიტი" "სენტ მერიზე" დამარცხდა.

მანუელ პელეგრინიმ გადახალისებული შემადგენლობით ითამაშა, იმდენად, რომ ბოლოს ნომინალური საყრდენი აღარ ჰყავდა მინდორზე. საუკეთესო კელეჩი იჰეანაჩო გახლდათ, რომლის ორი გოლიც "ქალაქელებს" არ ეყოთ. თუმცა ჩილელმა სპეციალისტმა აღნიშნა, რომ წარსულში რომ დავბრუნდეთ, იმავეს ვიზამდი, წინ მადრიდის "რეალთან" საპასუხო მატჩია და სხვა გზა არ მქონდა, ბიჭები უნდა დამესვენებინაო.

"სუთჰემპტონი" კი კარგი იყო, რონალდ კუმანის ბიჭები "დაფრინავდნენ". სადიო მანემ ჰეთ თრიკი გამოაცხო, ხოლო დუშან ტადიჩმა ჰეთ თრიკი საგოლე პასებით შეასრულა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

რომ არა დეფო
"დაისვენა" "ლივერპულმაც", იურგენ კლოპს თავში ევროპალიგის ნახევარფინალი უტრიალებს. შედეგად - წაგება "სუონსისთან". საბრალო "ასტონ ვილა" ორჯერ უგებდა ასევე უმოტივაციო "უოტფორდს", მაგრამ ესეც კი არ შეერგო და ბოლო წამებზე ორჯერ გაუშვა და წააგო.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

დიდი ამბებია გადარჩენისთვის მებრძოლი გუნდების თავს. "სანდერლენდი" უკანასკნელ მომენტამდე მარცხდებოდა "ბრიტანიაზე", მაგრამ ჯერმინ დეფომ პენალტით გაათანაბრა. სემ ელარდაისმა პირდაპირ თქვა, დეფო რომ არა, უკვე დიდი ხნის გავარდნილები ვიქნებოდითო.

"ნიუკასლმა" კი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი 3 ქულა აიღო "კრისტალ პალასთან" შეხვედრაში, ანდროს თაუნსენდის ლამაზი გოლით. მატჩი პრინციპული იყო იმ კუთხითაც, რომ ალან პარდიუ ყოფილ გუნდს უპირისპირდებოდა და კინაღამ გაამწარა კიდეც, მაგრამ მისმა საყვარელმა ფეხბურთელმა და ასევე ექსნიუკასლელმა იოან კაბაიმ პენალტი გააცუდა.

XXXVI ტური
30 აპრილი
ვესტ ბრომვიჩი-ვესტ ჰემი 0:3
გოლები: 0:1 კუიატე (34), 0:2 ნოუბლი (45+2), 0:3 ნოუბლი (79)
ვესტ ბრომვიჩი (4-2-3-1): ფოსტერი - დოუსონი, მაკკოლი, ოლსონი, ევანსი - იაკობი (62. სანდრო), ფლეტჩერი - ლეკო, გარდნერი (78. სესენიონი), მაკლინი (61. ბერაჰინო) - რონდონი
ვესტ ჰემი (4-4-2): ადრიანი - ანტონიო, რიდი, ოგბონა, კრისუელი - ლანსინი (87. ოქსფორდი), კუიატე, ნოუბლი, პაიე (81. მოზესი) - სახო (66. ემენიკე), კეროლი
გაფრთხილება: -
კუთხური: 8-6 ჯარიმა: 14-7 თამაშგარე: 3-1 კარში დარტყმა: 13(3)-7(4) ბურთის ფლობა: 41%-59%
მაყურებელი: 25 031

უოტფორდი-ასტონ ვილა 3:2
გოლები: 0:1 კლარკი (28), 1:1 აბდი (45+2), 1:2 ჯ. აიუ (48), 2:2 დინი (90), 3:2 დინი (90+3)
უოტფორდი (4-4-2): გომესი - პარედესი (57. ბერგუისი), კატკარტი, ბრიტოსი, ანია - აბდი, სუარესი, უოტსონი, ხურადო (71. ამრაბატი) - დინი, იგალო
ასტონ ვილა (5-3-2): ბანი - ჰატონი, კლარკი, ლესკოტი, ტონერი, სისოხო - გეიე (88. სინკლერი), ბაკუნა, ვესტვუდი - ჟესტედი, ჯ. აიუ (79. კ. სანჩესი)
გაფრთხილება: ბერგუისი, აბდი - ბანი
გაძევება: სისოხო (73)
კუთხური: 8-4 ჯარიმა: 14-10 თამაშგარე: 1-3 კარში დარტყმა: 17(5)-7(2) ბურთის ფლობა: 65%-35%
მაყურებელი: 20 653

სტოკი-სანდერლენდი 1:1
გოლები: 1:0 არნაუტოვიჩი (50), 1:1 დეფო (90+4-პენ)
სტოკი (4-2-3-1): ჰოგარდი - ბერდსლი, შოუკროსი, კემერონი, პიტერსი - უელანი, იმბულა - შაქირი (78. დიუფი), ადამი (86. მუნიესა), არნაუტოვიჩი (56. უოლტერსი) - კრაუჩი
სანდერლენდი (4-1-4-1): მანონე - იედლინი, კონე, ქაბული, ვან ანჰოლტი - კირხჰოფი (77. ლარსონი) - მ’ვილა, კატერმოლი, ხაზრი (60. უოტმორი), ბორინი (59. ნ’დოი) - დეფო
გაფრთხილება: ადამი, იმბულა - ნ’დოი, ლარსონი
კუთხური: 2-8 ჯარიმა: 13-14 თამაშგარე: 1-1 კარში დარტყმა: 11(3)-14(5) ბურთის ფლობა: 53%-47%
მაყურებელი: 27 667

ნიუკასლი-კრ. პალასი 1:0
გოლი: 1:0 თაუნსენდი (58)
ნიუკასლი (4-2-3-1): დერლოუ - ანიტა (88. შელვი), მბემბა, ლასკელსი, დამეტი - ტიოტე, კოლბეკი - თაუნსენდი, სისოკო, ვეინალდუმი (80. აიოსე პერესი) - სისე (72. მიტროვიჩი)
კრ. პალასი (4-2-3-1): ჰენესი - უორდი, დანი, დელანი, სუარე - კაბაი, იედინაკი - პანჩონი (73. გეილი), ბოლაზი, მაკარტური (61. საკო) - ვიქჰემი (74. ადებაიორი)
შენიშვნა: კაბაიმ ვერ გაიტანა პენალტი (70)
გაფრთხილება: მბემბა, კოლბეკი -
კუთხური: 1-4 ჯარიმა: 4-6 თამაშგარე: 0-1 კარში დარტყმა: 4(2)-6(2) ბურთის ფლობა: 48%-52%
მაყურებელი: 52 107

ევერტონი-ბორნმუთი 2:1
გოლები: 1:0 კლევერლი (7), 1:1 პიუ (9), 2:1 ბეინსი (64)
ევერტონი (4-2-3-1): ჰოვარდი - ბეშიჩი (46. ჰიბერტი), სტოუნსი, პენინგტონი, ბეინსი - მაკარტი, გიბსონი - ლენონი, ბარკლი (87. დოუელი), კლევერლი - ნიასი (60. ლუკაკუ)
ბორნმუთი (4-4-2): ბორუცი - ფრანსისი, ელფიკი, კუკი, დენიელსი - რიტჩი, არტერი, სურმენი, პიუ (68. სტანისლასი) - უილსონი (79. გრაბანი), კინგი (69. აფობე)
გაფრთხილება: გიბსონი -
კუთხური: 3-5 ჯარიმა: 4-8 თამაშგარე: 1-1 კარში დარტყმა: 12(5)-16(2) ბურთის ფლობა: 57%-43%
მაყურებელი: 38 345

არსენალი-ნორვიჩი 1:0
გოლი: 1:0 უელბეკი (59)
არსენალი (4-2-3-1): ჩეხი - ბელერინი, მერტეზაკერი (51. გაბრიელი), კოშელნი, ნაჩო მონრეალი - ელნენი, რემზი - სანჩესი (84. კოკლენი), იოზილი, აივობი (56. უელბეკი) - ჟირუ
ნორვიჩი (4-4-1-1): რადი - პინტუ, მარტინი, ბასონგი (89. ჯერვისი), ოლსონი - ო’ნილი, ჰოუსონი, ბრედი (78. ნეისმიტი), რედმონდი - ჰულაჰანი (68. მბოკანი) - ჯერომი
გაფრთხილება: იოზილი -
კუთხური: 7-3 ჯარიმა: 8-7 თამაშგარე: 3-2 კარში დარტყმა: 14(3)-12(3) ბურთის ფლობა: 69%-31%
მაყურებელი: 59 989
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

1-ლი მაისი
სუონსი-ლივერპული 3:1
გოლები: 1:0 ა. აიუ (20), 2:0 კორკი (33), 2:1 ბენტეკე (65), 3:1 ა. აიუ (67)
სუონსი (4-2-3-1): ფაბიანსკი - რანხელი, ამატი, უილიმსი, ტეილორი - კორკი, ბრიტონი (90+1. ფულტონი) - რუტლეჯი, სიგურდსონი, მონტერო (73. ნოტონი) - ა. აიუ
ლივერპული (4-4-1-1): უორდი - კლაინი, შკრტელი, ლოვრენი, სმიტი - ოჯო, ჩირიველია (46. ლუკასი), სტიუარტი, აიბი (80. ბრენეგანი) - კოუტინიო (46. ბენტეკე) - სტარიჯი
გაფრთხილება: კორკი, რანხელი - სმიტი, კლაინი, სმიტი, შკრტელი
გაძევება: სმიტი (76)
კუთხური: 4-7 ჯარიმა: 12-13 თამაშგარე: 1-0 კარში დარტყმა: 18(9)-11(3) ბურთის ფლობა: 48%-52%
მაყურებელი: 20 972

მანჩესტერი-ლესტერი 1:1
გოლები: 1:0 მარსიალი (8), 1:1 მორგანი (17)
მანჩესტერი (4-1-4-1): დე ხეა - ვალენსია, სმოლინგი, ბლინდი, როხო - კერიკი - ლინგარდი (62. მატა), ფელაინი (75. ერერა), რუნი, მარსიალი - რაშფორდი (82. დეპაი)
ლესტერი (4-4-2): შმეიხელი - სიმპსონი, მორგანი, ჰუტი, ფუხსი - დრინკვოტერი, კანტე, მაჰრეზი (88. კინგი), შლუპი (77. ოლბრაიტონი) - ოკაზაკი (67. გრეი), ულოა
გაფრთხილება: ლინგარდი, კერიკი, რუნი - დრინკვოტერი, დრინკვოტერი
გაძევება: დრინკვოტერი (86)
კუთხური: 6-5 ჯარიმა: 16-10 თამაშგარე: 1-0 კარში დარტყმა: 21(6)-14(3) ბურთის ფლობა: 70%-30%
მაყურებელი: 75 275

საუთჰემპტონი-სიტი 4:2
გოლები: 1:0 ლონგი (25), 2:0 მანე (28), 2:1 იჰეანაჩო (44), 3:1 მანე (57), 4:1 მანე (68), 4:2 იჰეანაჩო (78)
საუთჰემპტონი (4-2-3-1): ფორსტერი - მარტინა, ვან დეიკი, ფონტე, ბერტრანი - ვანიამა, კლასი (59. რომეუ) - მანე, დევისი (73. უორდ-პრაუსი), ტადიჩი (87. როდრიგესი) - ლონგი
სიტი (4-4-2): ჰარტი - საბალეტა, ოტამენდი, მანგალა, კოლაროვი - ფერნანდინიო (60. დემიკელისი), დელფი (64. ნავასი), ნასრი, სტერლინგი - ბონი, იჰეანაჩო
გაფრთხილება: კლასი, ტადიჩი - ფერნანდინიო
კუთხური: 8-2 ჯარიმა: 12-9 თამაშგარე: 3-0 კარში დარტყმა: 14(7)-6(5) ბურთის ფლობა: 40%-60%
მაყურებელი: 31 472

2 მაისი
ჩელსი-ტოტენჰემი 2:2
გოლები: 0:1 კეინი (35), 0:2 სონი (44), 1:2 კეჰილი (58), 2:2 აზარი
ჩელსი (4-2-3-1): ბეგოვიჩი - ივანოვიჩი, კეჰილი, ტერი, ასპილიკუეტა - მიკელი, მატიჩი (78. ოსკარი) - ვილიანი, ფაბრეგასი, პედრო (46. აზარი) - დიეგო კოსტა
ტოტენჰემი (4-2-3-1): ლორისი - უოკერი, ალდერვეირელდი (90+1. შადლი), ვერტონგენი, როუზი (82. დეივისი) - დემბელე, დაიერი - ლამელა, ერიკსენი, სონი (65. მეისონი) - კეინი
გაფრთხილება: უილიანი, ივანოვიჩი, მიკელი - უოკერი, ვერტონგენი, როუზი, ლამელა, ერიკსენი, დაიერი, კეინი, დემბელე, მეისონი
კუთხური: 7-8 ჯარიმა: 9-20 თამაშგარე: 3-0 კარში დარტყმა: 13(5)-16(5) ბურთის ფლობა: 48%-52%
მაყურებელი: 41 545
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ბომბარდირები: 25 - ჰარი კეინი (ტოტენჰემი); 23 - სერხიო აგუერო (სიტი); 22 - ჯეიმი ვარდი (ლესტერი); 18 - რომელუ ლუკაკუ (ევერტონი); 17 - რიად მაჰრეზი (ლესტერი); 14 - ოდიონ იგალო (უოტფორდი), ჯერმინ დეფო (სანდერლენდი).

მომდევნო ტური
7 მაისი:
ნორვიჩი-მანჩესტერი, სანდერლენდი-ჩელსი, ასტონ ვილა-ნიუკასლი, კრ. პალასი-სტოკი, ვესტ ჰემი-სუონსი, ბორნმუთი-ვესტ ბრომვიჩი, ლესტერი-ევერტონი

8 მაისი.
ტოტენჰემი-საუთჰემპტონი, სიტი-არსენალი, ლივერპული-უოტფორდი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ერთ კარგ სტატიას ველოდები ლესტერის სენსაციაზე...
effe
03 მაისი 2016 12:37
0

სიახლეები პოპულარული