"ლესტერისა" და "ევერტონის" მატჩის წინ ინგლისის ისტორიაში ყველაზე მოულოდნელ ჩემპიონებს ტიტული საზეიმო სიტუაციაში გადასცეს. ხოლო ტენორმა ანდრეა ბოჩელიმ კლაუდიო რანიერისთვის მიცემული პირობა შეასრულა და თამაშის წინ იმღერა "ლესტერისთვის".
რაც შეეხება მატჩს, "ლესტერმა" ის 3:1 მოიგო ჯეიმი ვარდის დუბლის წყალობით. ერთი გოლი ენდი კინგის ანგარიშზეა. გამოვყოფთ სტუმართა გოლსაც, რადგან კევინ მირალასმა ულამაზესი გოლი გაიტანა, მან ლამის ნახევარი გუნდი მოატყუა.
კლაუდიო რანიერი (ლესტერი): "ყოველთვის ვფიქრობდი, რომ ადრე თუ გვიან ტიტულს მოვიგებდი, მაგრამ ვერ
"მანჩესტერმა" სტუმრად 1:0 დაამარცხა "ნორვიჩი". ლუი ვან გაალის გუნდის ერთადერთი გოლი ხუან მატამ გაიტანა, "მანჩესტერი" ლიგის საგზურის მოპოვების შანსს ინარჩუნებს.
სხვა მატჩებიდან აღსანიშნავია "სანდერლენდის" გამარჯვება "ჩელსიზე" 3:2 და "ვესტ ჰემის" საშინაო მარცხი "სუონსისთან" - 1:4.
ჩემპიონშიპიდან პრემიერლიგაში დაწინაურება "მიდლსბრომ" გაინაღდა, რომელსაც აიტორ კარანკა წვრთნის.
შაბათი. 7 მაისი
ნორვიჩი-მანჩესტერი 0:1
გოლი: 0:1 მატა (72)
სანდერლენდი-ჩელსი 3:2
გოლები: 0:1 კოშტა (14), 1:1 ხაზრი (41), 1:2 მატიჩი (45), 2:2 ბორინი (67), 3:2 დეფო (70)
გაძევება: ტერი (90. ჩელსი)
ასტონ ვილა-ნიუკასლი 0:0
კრ. პალასი-სტოკი 2:1
გოლები: 0:1 ადამი (26), 1:1 გეილი (47), 2:1 გეილი (68)
ვესტ ჰემი-სუონსი 1:4
გოლები: 0:1 რუტლეჯი (25), 0:2 ა. აიუ (31), 0:3 კი (51), 1:3 კინგსლი (68 ს. კ.), 1:4 გომისი (90)
ბორნმუთი-ვესტ ბრომვიჩი 1:1
გოლები: 0:1 რონდონი (16), 1:1 რიტჩი (82)
ლესტერი-ევერტონი 3:1
გოლები: 1:0 ვარდი (5), 2:0 კინგი (33), 3:0 ვარდი (65-პენ), 3:1 მირალასი (88)
კვირა. 8 მაისი
ტოტენჰემი-საუთჰემპტონი 16:30
სიტი-არსენალი 19:00
ლივერპული-უოტფორდი 19:00
1. ლესტერი - 80 ქულა; 2. ტოტენჰემი - 70; 3. არსენალი - 67; 4. სიტი - 64; 5. მანჩესტერი - 63.