ნახევარი ქალაქი ქუჩაში - როგორ იზეიმეს "მელიებმა" ჩემპიონობა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
გუშინ ინგლისურ ქალაქ ლესტერის მოსახლეობის თითქმის ნახევარი - 120 ათასი კაცი - ქვეყნის ჩემპიონ "ლესტერ სიტის" ეგებებოდა.

ქალაქის ქუჩებში "ლესტერმა" სატრიუმფო ავტობუსით ჩაიარა და ფანებს ინგლისის ჩემპიონის ტიტული აჩვენა. შეგახსენებთ, რომ თვის დასაწყისში "ლესტერი" 132-წლიან ისტორიაში პირველად გახდა ინგლისის ჩემპიონი.

არადა, სეზონის წინ მისი ჩემპიონობის ფსონს 5 ათას ერთთან იღებდნენ. იმდენად წარმოუდგენელი ჩანდა, რომ კლაუდიო რანიერის გუნდი ტურნირს მოიგებდა. "მელიებმა" კი უახლოეს კონკურენტს 10 ქულით აჯობეს.

ფიესტის კულმინაცია ვიქტორიის პარკთან შედგა, სადაც ათეულ ათასობით ფანი იყო შეკრებილი სცენასთან.

ყოველდღიური სპორტული
გაზეთი "ლელო"

მკითხველის კომენტარები / 1 /
აუ,დამედო ერთი ,ათასი დოლარი....)))
dima
12:04 17-05-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული