"მანჩესტერ იუნაიტედმა" "ბორნმუთს" უმასპინძლა და ანგარიშით 3:1 დაამარცხა. 43-ე წუთზე ანგარიში უეინ რუნიმ გახსნა. 75-ე წუთზე მარკუს რეშფორდმა სხვაობა ორამდე გაზარდა. სტუმართა კარში მესამე გოლის ავტორი კი 87-ე წუთზე ეშლი იანგი გახდა.
აღსანიშნავია, რომ მეოთხე გოლი მანჩესტერელებმა გაიტანეს. საკუთარ კარში გოლის ავტორი კრის სმოლინგი გახდა.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნული მატჩი 16 მაისს უნდა გამართულიყო, თუმცა ტერაქტის საფრთხის გამო გადაიდო.
ამ გამარჯვების შემდეგ "მანჩესტერ იუნაიტედს" 66 ქულა გაუხდა და ამ მაჩვენებლით ევროპის ლიგის
პრემიერლიგა. ბოლო ტური
მანჩესტერი-ბორნმუთი 3:1
გოლები: 1:0 რუნი (43), 2:0 რაშფორდი (74), 3:0 იანგი (87), 3:1 სმოლინგი (90+3)
მანჩესტერი (4-4-1): დე ხეა - ვალენსია, სმოლინგი, ბლინდი, ბორტვიკ-ჯექსონი - კერიკი - მატა (75. ერერა), ლინგარდი, რუნი, მარსიალი (84. იანგი) - რაშფორდი (79. დეპაი)
ბორნმუთი (4-4-2): ფედერიჩი - ფრანსისი, ელფიკი, კუკი, დენიელსი - სურმენი, პიუ (66. გრადელი), გოსლინგი, რიტჩი - უილსონი (79. გრაბანი), კინგი (67. აფობე)
გაფრთხილება: მატა -
კუთხური: 7-1 ჯარიმა: 9-8 თამაშგარე: 4-2 კარში დარტყმა: 12(5)-8(0) ბურთის ფლობა: 67%-33%
მაყურებელი: 74 363.