იტალიელს მართლაც ზღაპრული სეზონი ჰქონდა, 64 წლის სპეციალისტმა "ლესტერი" სენსაციურად გააჩემპიონა და ეს აღიარება დაიმსახურა.
ადვილად პროგნოზირებადი გახლდათ სხვა კანდიდატების ვინაობაც - "ტოტენჰემის" დამრიგებელი მაურისიო პოჩეტინო, "ვესტ ჰემის" მესაჭე სლავენ ბილიჩი და "ბორნმუთის" ახალგაზრდა მწვრთნელი ედი ჰაუ.
პოჩეტინომ "დეზებში" გრძელვადიან პროექტს, იდეაში წარმატებული საფუძველი ჩაუყარა და წესით, გუნდს მის ხელში დიდი მომავალი უნდა ჰქონდეს.
ბილიჩმაც მშვენივრად იმუშავა და "ჩაქუჩების" ბანაკში საჭირო ქირურგიული ჩარევები გააკეთა, ხოლო ჰაუმ ძალიან მწირი რესურსით "ალუბლები" დამაჯერებლად
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"