პეტრ ჩეხმა ბოლო ტურში მე-16 მშრალი მატჩი ჩაატარა. უკანასკნელ ტურს ჩეხი, კასპერ შმეიხელი, ჯო ჰარტი და დავიდ დე ხეა 15-15 "შათაუთით" შეხვდნენ. "სიტიმ" გოლი გაუშვა, "ლესტერმაც".
სამაგიეროდ, "მეთოფეთა" კარის დარაჯმა შეინახა კარი მშრალად და "ოქროს ხელთათმანი" გაინაღდა. ხელთათმანი თუ
სხვათა შორის, ჩეხს მსგავსი გამოცდილება აქვს, 2013/14 წლების სეზონში მან კარი მშრალად 16-ჯერ შეინახა. მაშინ პეტრი "ჩელსის" მეკარე გახლდათ და საუკეთესოობა მომავალი გუნდის, "არსენალის" იმჟამინდელ გოლკიპერ ვოიცეხ შჩესნის გაუყო.
ბედის ირონიაა და, თუკი ამ სეზონში "მანჩესტერიდან" ვინმეს გამოვარჩევთ, პირველ რიგში, სწორედ დე ხეას, მერე ანტონი მარსიალსა და კრის სმოლინგს, რომელმაც ძალიან შთამბეჭდავი და სტაბილური სეზონი ჩაატარა.
სწორედ სმოლინგს მოხვდა უიღბლოდ ბურთი და რიკოშეტით დე ხეას კარში აღმოჩნდა. ეს 90-ე წუთზე მოხდა. ესპანელ მეკარეს ძალიან დაწყდა გული, ამ სეზონში ის ნამდვილად იმსახურებდა თუნდაც საუკეთესო მეკარეობის სტატუსის გაზიარებას. "ოქროს ხელთათმანი" დავიდს აღარ შეხვდა. სამაგიეროდ, დე ხეა სეზონის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა და თავს ამით დაიმშვიდებს.
ჩეხმა კი ეს ჯილდო მეოთხედ მოიგო, რითაც ჯო ჰარტს დაეწია. პეტრი "ოქროს ხელთათმანის" პირველი გამარჯვებულია. ეს ჯილდო 2004/05 წლებიდან თამაშდება.
ჩეხისა და ჰარტის მერე პეპე რეინა მოდის, რომელმაც ყველაზე მეტი მშრალი მატჩი ზედიზედ სამჯერ ჩაატარა 2006-08 წლებში.
ოქროს ხელთათმანი, ყველა გამარჯვებული
2015/16 პეტრ ჩეხი არსენალი 16
2014/15 ჯო ჰარტი სიტი 14
2013/14 ვოიცეხ შჩესნი არსენალი 16
პეტრ ჩეხი ჩელსი 16
2012/13 ჯო ჰარტი სიტი 18
2011/12 ჯო ჰარტი სიტი 17
2010/11 ჯო ჰარტი სიტი 18
2009/10 პეტრ ჩეხი ჩელსი 17
2008/09 ედვინ ვან დერ სარი მანჩესტერი 21
2007/08 პეპე რეინა ლივერპული 18
2006/07 პეპე რეინა ლივერპული 19
2005/06 პეპე რეინა ლივერპული 20
2004/05 პეტრ ჩეხი ჩელსი 21
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"