მესუთ იოზილი "არსენალის" წლის საუკეთესო ფეხბურთელია

AutoSharing Option
ლონდონის "არსენალის" გულშემატკივრებმა სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად გერმანელი ნახევარმცველი მესუთ იოზილი დაასახელეს.

სეზონის მანძილზე გერმანელი თვის საუკეთესო ფეხბურთელად სამჯერ დასახელდა, 2015 წლის ნოემბერში კი 27 წლის ნახევარმცველმა ზედიზედ 7 მატჩში გაკეთებული, სულ მცირე, ერთი საგოლე გადაცემით ინგლისის პრემიერლიგის რეკორდი დაამყარა.

2015-16 წლების სეზონში იოზილის ანგარიშზე 35 მატჩია, სადაც მან 6 გოლის გატანა და 19 საგოლე გადაცემის გაკეთება შეძლო.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული